მან აირჩია სიცოცხლე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მან აირჩია სიცოცხლე

page info icon
2017 აგვისტო 11
page info icon
242
76 წლის ლობერტ ტურაშვილს რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს, რისი მიზეზი გახდა სისხლში შაქრის დონის მომატება და გულის დაავადება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
153 ₾
( 8 დონორი )
დასრულებულია

ადამიანისადმი თანადგომა დაფუძნებულია სიყვარულზე. მას შეუძლია არა მარტო სიკეთე მოუტანოს და შეუმსუბუქოს ვიღაცას მძიმე ხვედრი, არამედ  თავად ჩვენი სულები იხსნას. 
76 წლის ლობერტ ტურაშვილს რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს, რისი მიზეზი გახდა სისხლში შაქრის დონის მომატება და გულის დაავადება. 
ლობერტის წინაშე იდგა დილემა : დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის, რასაც ნებისმიერ დროს შეეძლო სიკვდილის გამოწვევა ან გაიკეთოს ამპუტაცია და იცოცხლოს. ლობერტმა მეორე ვარიანტი აირჩია.  
ლობერტ ტურაშვილი პროფესიით მშენებელია. მთელი შეგნებული ცხოვრება მშენებლობებზე გაატარა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 
მძიმე სენმა მოულოდნელად იჩინა თავი, როცა იგი პანსიაზე გავიდა. ოცნებობდა მშვიდ ცხოვრებაზე, მაგრამ განგებამ მას მძიმე ხვედრი არგუნა ხანდაზმულობის ჟამს. 
დღეს მას უჭირს, უჭირს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ლოგინიდან წამოდგომა არ შეუძლია, მაღალი წნევა კი ურთულებს ჯანმრთელობას, პერიოდულად ეწყება სულის შეხუთვა.
ლობერტ ტურაშვილის ოჯახს ძალიან უჭირს. სიციალური დახმარება გაუგებარი მიზეზის გამო მოუხსნეს და ცოლ–ქმრის შემოსავლის წყაროს მხოლოდ პენსია წარმოადგენს. ამ მიზერული თანხის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებზე მოდის და, შესაბამისად, მედიკამენტებზე და ელემენტარულ პროდუქტებზე ფული არ ჰყოფნით. 
ჩერნოვეცვკის ფონდი ლობერტ ტურაშვილს პერიოდულად ეხმარება საკვები პროდუქტებით, წამლ;ებითა და ჰიგიენური საშუალებებით, უტარებს სამედიცინო პროცედურებს, აკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.  
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ლობერტ ტურაშვილის მდგომარეობა და დაეხმაროთ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს! 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადარიცხოთ ფინანსური თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლობერტ ტურაშვილი) ან ჩარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.
გაუწოდეთ დახმარების ხელი ადამიანს და ღმერთი თქვენთან იქნება! 

მსგავსი პროექტები: