მან აირჩია სიცოცხლე
2017 აგვისტო 11
242
76 წლის ლობერტ ტურაშვილს რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს, რისი მიზეზი გახდა სისხლში შაქრის დონის მომატება და გულის დაავადება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
153 ₾
(
8 დონორი )
ადამიანისადმი თანადგომა დაფუძნებულია სიყვარულზე. მას შეუძლია არა მარტო სიკეთე მოუტანოს და შეუმსუბუქოს ვიღაცას მძიმე ხვედრი, არამედ თავად ჩვენი სულები იხსნას.
76 წლის ლობერტ ტურაშვილს რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურების ამპუტაცია გაუკეთეს, რისი მიზეზი გახდა სისხლში შაქრის დონის მომატება და გულის დაავადება.
ლობერტის წინაშე იდგა დილემა : დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის, რასაც ნებისმიერ დროს შეეძლო სიკვდილის გამოწვევა ან გაიკეთოს ამპუტაცია და იცოცხლოს. ლობერტმა მეორე ვარიანტი აირჩია.
ლობერტ ტურაშვილი პროფესიით მშენებელია. მთელი შეგნებული ცხოვრება მშენებლობებზე გაატარა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მძიმე სენმა მოულოდნელად იჩინა თავი, როცა იგი პანსიაზე გავიდა. ოცნებობდა მშვიდ ცხოვრებაზე, მაგრამ განგებამ მას მძიმე ხვედრი არგუნა ხანდაზმულობის ჟამს.
დღეს მას უჭირს, უჭირს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ლოგინიდან წამოდგომა არ შეუძლია, მაღალი წნევა კი ურთულებს ჯანმრთელობას, პერიოდულად ეწყება სულის შეხუთვა.
ლობერტ ტურაშვილის ოჯახს ძალიან უჭირს. სიციალური დახმარება გაუგებარი მიზეზის გამო მოუხსნეს და ცოლ–ქმრის შემოსავლის წყაროს მხოლოდ პენსია წარმოადგენს. ამ მიზერული თანხის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებზე მოდის და, შესაბამისად, მედიკამენტებზე და ელემენტარულ პროდუქტებზე ფული არ ჰყოფნით.
ჩერნოვეცვკის ფონდი ლობერტ ტურაშვილს პერიოდულად ეხმარება საკვები პროდუქტებით, წამლ;ებითა და ჰიგიენური საშუალებებით, უტარებს სამედიცინო პროცედურებს, აკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ლობერტ ტურაშვილის მდგომარეობა და დაეხმაროთ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს!
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადარიცხოთ ფინანსური თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლობერტ ტურაშვილი) ან ჩარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.
გაუწოდეთ დახმარების ხელი ადამიანს და ღმერთი თქვენთან იქნება!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ძალიან მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ მეგობრები და შვილები არ მყავდეს“
ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა გოგონა, სოფიკო ყოველდღე ევედრება ღმერთს, ტკივილისგან იხსნას, მეგობრები და შვილები გამოუგზავნოს, ვისთანაც ლაპარაკს შეძლებს და არ დასცინებენ თავისი...
შეგროვებულია
155 ₾
დაეხმარა
7
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ბავშვებს ეშინოდათ, ჩემს ზურგს უკან იმალებოდნენ და კითხულობდნენ: „ეს ძია ვინ არის?“
35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის...
შეგროვებულია
8,413.91 ₾
დაეხმარა
450
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მტანჯველი და სწრაფი სიკვდილი თუ ბედნიერი ცხოვრება ქართველი გმირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ჩვენთვის და საყვარელი საქართველოსთვის!
ყოველთვის ვოცნებობდი, სამხედრო ვყოფილიყავი, სამშობლო დამეცვა! უფალმა ასეთი შესაძლებლობა მაჩუქა! მაგრამ დღეს, ავტომატსაც ვერ ვიჭერ ხელში! გთხოვთ, დამიბრუნეთ სიცოცხლე! მწყობრში...
შეგროვებულია
3,921.98 ₾
დაეხმარა
277
|