ნუნუ ბებიას დღეს თუ არ დავეხმარეთ, ხვალ გვიან იქნება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუნუ ბებიას დღეს თუ არ დავეხმარეთ, ხვალ გვიან იქნება

page info icon
2017 აგვისტო 16
page info icon
460
80 წლის ნუნუ ასლამაზოვი ხანდაზმულობის წლებს უმძიმეს სიღარიბეში ატარებს, ნახევრად ბნელ სარდაფში, ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
390 ₾
( 12 დონორი )
დასრულებულია

ბევრი ხანდაზმული ადამიანი დღეს მარტოხელაა, უმწეო და სნეული. ისინი საჭიროებენ არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებას და წამლებს, არამედ ელემენტარულ მოვლას და საყოფაცხოვრებო დახმარებას. 
ასეთ ადამიანებზე ზრუნვა  – ჩვენი ვალია! 
80 წლის ნუნუ ასლამაზოვი ხანდაზმულობის წლებს უმძიმეს სიღარიბეში ატარებს, ნახევრად ბნელ სარდაფში, ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე.  ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ვერ გადაადგილდება დახმარების გარეშე და საწოლს არის მიჯაჭვული.
ნაწოლარის ანთება, ინსულტი, სახსრების ტკივილები, ქვედა კიდურების დამბლა…იტანჯება საცოდავი ქალი.    
მთელ დღეებს იგი ატარებს ნახევრად მორყეულ საწოლში, გაუსაძლის ანტისანიტარულ მდგომარეობაში, სიბნელესა და სიბინძურეში, სრულ სიღატაკეში.  ერთადერთი რაც მას შეუძლია –  არის ლოცვა. ქალბატონი ნუნუ ლოცულობს შვილზე, ახალგაზრდა მამაკაცზე. რომელსაც არა აქვს მუდმივი სამუშაო, ვერ ქმნის ოჯახს, ვერ აწყობს ცხოვრებას, რომ  გაექცეს სიღატაკეს.
აი, ასეთ მდგომარეობაში არიან დედა–შვილი, სრულიად სასოწარკვეთილნი და გადარჩენის ზღვარზე.
  ნუნუ ასლამაზოვი ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარია. ჩვენი ექიმები და სოცმუშაკები ეხმარებიან მას პროდუქტებით, სამედიცინო პრეპარატებითა და ჰიგიენური საშუალებებით, აკონტროლებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. 
მეგობრებო, არ დაგენანოთ, გაიღეთ შესაწირი ამ უმწეო ქალისთვის, გაუწოდეთ მას დახმარების ხელი მედიკამენტების, საკვების, თეთრეულის, პამპერსის სახით. თქვენ კი შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ მას მძიმე ხვდერი! 
თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუნუ ასლამაზოვი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.
დახმარება არასდროს არის გვიან, ხოლო ხანდაზმულობა არ წარმოადგენს განაჩენს! 

მსგავსი პროექტები: