ავადმყოფობის გამო მას მოკვლას უპირებდნენ!
2017 ოქტომბერი 9
5721
როდესაც მარიამის დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, მაგრამ დედა ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და იგი კლინიკიდან გაიქცა…
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,079 ₾
(
74 დონორი )
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადება მშობლებისთვის ძალიან დიდ სტრესს წარმოადგენს – ელოდებოდი სიხარულს და უცებ თავს უზარმაზარი პრობლემები დაგატყდება. ყველაზე საშინელი კი ის არის, როდესაც ხვდები, რომ ეს ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო...
7 წლის მარიამ დარსანიას სიარული არ შეუძლია. მას დაბადებიდან რამდენიმე სერიოზული დაავადება აწუხებს, რომელთა ბოლომდე განკურნება შეუძლებელია.
როდესაც მარიამის დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, რამეთუ მას მძიმე და უნუგეშო დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ, ნანას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იგი ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და კლინიკიდან გაიქცა…
დღეს მარი არის ძალიან მომხიბლავი და საყვარელი გოგონა, რომლის სახიდან ღიმილი არ ქრება. იგი მღერის, იცის ლექსები, უყვარს თოჯინებთან თამაში, თუმცა სიარული არ შეუძლია, მხოლოდ მუხლებით დახოხავს, რადგან ტერფის ატროფია არ აძლევს ამის საშუალებას… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მარი წელს სკოლაში მაინც წაიყვანეს!
ოჯახი, სადაც ეს ბავშვი იზრდება, სოციალურად დაუცველ კატეგორიას წარმოადგენს. ბავშვის მშობლებს ქირით აქვთ აღებული ბინა, რადგან საკუთარი გაყიდეს შვილისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. მიზერული სოციალური შემწეობა და ერთჯერადი შემოსავლები არ იძლევიან ბავშვის შესაბამისი მოვლის საშუალებას. პატარა მარის სჭირდება ყავარჯენი, სპეციალური ფეხსაცმელი, მუხლების ფიქსატორი, სავარჯიშო დანადგარი, აგრეთვე მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.
მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მარიამ დარსანიას, რათა მან შესძლოს გავლა და ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ნუ დაგენანებათ მისთვის შესაწირის გაღება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
უცხოეთიდან თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ანგარიშზე:
GE32TB7194336180100004 ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ დარსანია) ან პირდაპირ გადარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/227-darsania/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.
განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:
032 219 33 21
+995 577 92 40 45
(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ იმისთვის ვართ ამ ქვეყნად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო...
შეგროვებულია
7,166.37 ₾
დაეხმარა
452
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით...
შეგროვებულია
36,372.27 ₾
დაეხმარა
2,317
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა...
შეგროვებულია
12,239.18 ₾
დაეხმარა
945
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ...
შეგროვებულია
5,609.64 ₾
დაეხმარა
451
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და...
შეგროვებულია
20,445.4 ₾
დაეხმარა
1,465
|