ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი ოცნებაა მაჯის საათი

მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…
შეგროვებულია
50 ₾
დასრულებულია

სიხარულს მოკლებული ბავშვობა უკვე წარსულს ჩაბარდა. მოზარდები, რომლებიც მოკლებულნი იყვენენ სითბოს, სიყვარულსა და მზუნველობას, ჩვენს ბავშვთა სახლებში მოხვედრის პირველივე დღიდან, სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებიან.

ჩვენ გამოვტაცეთ ისინი ხელიდან  სიღარიბეს, შიმშილს, ძალადობასა და უკუნით სიბნელეს. ახლა მათ არაფერი აკლიათ. ერთადერთი, რაც ამ ბავშვებს გულს უმძიმებს, ეს არის წარსულის მოგენებები, ის დრო, როდესაც მათზე ძალადობდნენ, აბუჩად იგდებდნენ, ექცეოდნენ როგორც ნივთს…და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე რამდენიმე წელი გავიდა, ადრინდელ ბავშვობაში მიღებული ჭრილობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ შეხორცებულა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მოზარდებმა დაივიწყონ ყველაფერი ცუდი და თავი ბედნიერად იგრძნონ!

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ მათ დაბადების დღის მილოცვა და როგორი გასხივოსნებული სახეები აქვთ, რადგან ეს დღე ბავშვთა სახლის უკლებლივ ყველა აღსაზრდელისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა!

იგი სამი წელია, რაც ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება, მანამდე კი იზრდებოდა არაჯანსაღ ოჯახში, სადაც მას ამცირებდნენ და სადაც მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა.

მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…

დაბადების დღის აღსანიშნავად, ჩვენ რუსუდანს მაჯის საათს ვაჩუქებთ. იგი მთელია წელია მასზე ოცნებობს და ამ სიხარულს არ მოვაკლებთ…ისევე როგორც გემრიელ ვახშამს და სადღესასწაულო ტორტს!

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი შემოგვიერთდეთ და გაახაროთ რუსუდანი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

ბავშვები – ჩვენიმომავალია, ამიტომმათყველაფერისაუკეთესოუნდამივცეთ!

Похожие проекты: