წერილები თოვლის ბაბუას - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წერილები თოვლის ბაბუას

page info icon
2017 დეკემბერი 7
page info icon
173
ახლოვდება ახალი წელი და, შესაბამისად, ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს, რომელშიც თავიანთი საახალწლო სურვილები ჩაწერეს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15 ₾
( 2 დონორი )
დასრულებულია
რა ცოტა რამ უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის! დღეს შეიძლება ეს იყოს ფინჯანი ყავა, ხვალ – ჭიქა შამპანური, ზეგ – ახალი ქურთუკი, ხოლო ერთი თვის შემდეგ – მოგზაურობას ვენეციაში…
დასამალი არ არის, რომ  ჩვენი ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სანატრელი ჰქონდათ პურის ნაჭერი და ლიმონათის ყლუპი, ისინი ოცნებობდნენ, რომ სახლში რომ არ ეცემათ და სკოლაში გაეშვათ…
დიახ, ამ ბავშვებმა ჩვენთან მოსვლამდე უმძიმესი წლები გადაიტანეს. მათ ცხოვრებაში ეს იყო შიშის, სევდისა და სიბნელის პერიოდი. ეს იყო დრო, როდესაც საჩუქრებს არავინ სჩუქნიდა, ხოლო საახალწლო ნაძვის ხე მათ თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი. 
რთულმა წლებმა ჩაიარეს. საახალწლო დღესასწაული, ყველა თავისი ატრიბუტით, მათთვის უკვე ყოველწლიური ტრადიციული მოვლენაა და ჩვენ გვიხარია, რომ შეგვიძლია ბავშვებს ვაჩუქოთ სითბო, სიყვარული, სიმყუდროვე, ზრუნვა, მშვიდი გარემო და რაც ყველაზე მთავარია – ცხოვრების საგზური! 
 ახლოვდება ახალი წელი და, შესაბამისად, ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს, რომელშიც თავიანთი საახალწლო სურვილები ჩაწერეს და მოუთმენლად ელიან მათ ასრულებას. 
ბავშვების ყველა სურვილი რეალურია! უბრალოდ, უნდა მოვინდომოთ და ერთიანი ძალებით ვეცადოთ შევუქმნათ მათ სადღესასწაულო განწყობა, ვაჩუქოთ უზომო სიხარული, გავუთბოთ გულები და ჩავუსახოთ მომავლის რწმენა! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შემოუერთდით ჩვენს აქციას. თქვენ  შეგიძლიათ შეიძინოთ და თავად  მიიტანოთ ბავშვთა სახლში საჩუქრები, რითაც ჩვენს აღსაზრდელებს ძალიან გაახარებთ! 
ასევე შეგიძლიათ ბავშვებისთვის საჩუქრების შესაძენად თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (წერილები თოვლის ბაბუას ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან. https://chernovetskyifund.ge/ru/projects/. 
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან  NovaTechnology, TBCpayиExpressPay.განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. 
როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმინდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება! 
ელისო გაბრიაძეს ძალიან უყვარს ხელგარჯილობა. ამიტომ იგი თოვლის ბაბუას სთხოვს, რომ აჩუქოს მას კერვის, ქარგვისა და ქსოვის მოწყობილობები.