ვცოცხლობ რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავს მოვუარო - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვცოცხლობ რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავს მოვუარო

page info icon
2017 დეკემბერი 22
79 წლის ნარი თორიას ცხოვრება ტრაგიკული მომენტებით იყო აღსავსე. უბედურება ერთი მეორეზე მიყოლებით იჩენდა თავს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
463 ₾
( 28 დონორი )
დასრულებულია
ხანდაზმული ადამიანისთვის მარტოობაზე საშინელი – არაფერია. დიახ,  საშინელებაა, როდესაც არავის და არაფერს ელოდები, არადა რამდენია ასეთი მარტოხელა, დავიწყებული და მძიმე ხვედრისგან გამწარებული ადამიანი…
79 წლის ნარი თორიას ცხოვრება ტრაგიკული მომენტებით იყო აღსავსე. უბედურება ერთი მეორეზე მიყოლებით  იჩენდა თავს და საბოლოოდ, ეს ხანშიშესული ქალი მარტოდმარტო დატოვა ოთხ კედელს შორის…
ყველაფერი დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის საშინელ 90–იან წლებში, როდესაც მას მოუხდა მშობლიური აფხაზეთის დატოვება და საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. ნარი და მისი ოჯახი ზუგდიდის ქაღალდის კომბინატის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც მათ დევნილობის არაერთი უმძიმესი წელი გაატარეს. 
აფხაზეთის იძულებით დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა ნარის მეუღლე, ხოლო 3 წლის წინ ონკოლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა ერთადერთი ქალიშვილი. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ისე წავიდა ცხოვრებიდან, რომ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა.
       ხანშიშესული ქალი დარჩა მარტო. ”ჩემი ცხოვრება არის კოშმარი, მაგრამ ვცოცხლობ მხოლოდ იმისთვის, რომ ქალიშვილის საფლავს მოვუარო და სანთელი დავუნთო. ერთი ფეხი სამარეში მაქვს და ერთადერთი შვება ჩემთვის – ქალიშვილის ფოტოა. დავჯდები მის წინ და ვესაუბრები როგორც ცოცხალ ადამიანს ისე”, – ამბობს ნარი თორია. . 
79 წლის ქალი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში – ერთ ციცქნა ნესტიან ოთახში, რომელსაც იგი ვერ ათბობს გამათბობლის უქონლობის გამო და იძულებულია აიტანოს საშინელი სიცივე. წარმოიდგინეთ, რა რთულია ეს მის ასაკში?!
გაყინულ ოთახში ნახევრად მშიერმა ყოფამ ნარი თორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ შეარყია. მას აწუხებს მაღალი წნევა, ქრონიკული არითმია, რევმატიზმი, ბოლო დროს კი გულის ტკივილები დაეწყო და ეს, სამწუხაროდ, არცაა გასაკვირი იმ უბედურებების ფინზე, რაც მან გადაიტანა მის ცხოვრებაში. 
პენსია და მიზერული შემწეობა მას ძლივს ჰყოფნის ელემენტარული საკვების და წამლების საყიდლად, ეს  უკანასკნელი კი ამ ბოლო დროს, მოგეხსენებათ, ძალზე გაძვირდა. ნარის არა აქვს არც ელექტრო გამათბობლის შეძენის საშუალება, რომ არაფერი ვთქვათ მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის გადახდაზე. 
იმისთვის, რომ სასაფლაოზე წასაღები სანთლები და საკმეველი იყიდოს, მას მუშაობა უწევს?! დიახ, მუშაობა! როდესაც ტკივილები ოდნავ მაინც მიყუჩდება, იგი მიეშურება უახლოეს პლანტაციაში და დაფნის ფოთოლს აგროვებს, რისთვისაც მას დღეში 5 ლარს უხდიან. მაგრამ “სამსახურში გასვლა” იშვიათი მოვლენაა, რადგან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საწოლიდან წამოდგომის საშუალებას.
ამ ქალბატონის სახეზე ცრემლები არ შრება. იგი სიცივესა და შიმშილში ატარებს ცხოვრების უკანასკნელ წლებს და იმისთვის, რომ თავი დააღწიოს მარტოობას, მიდის ქალიშვილის საფლავზე, მთელ დღეს იქ ატარებს და ქვითინებს ისე, როგორც ეს დედის გულს ჩვევია შვილის დაკარგვის შემთხვევაში.
მეგობრებო, თუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი დაეხმაროთ ამ გაუსაძლის ყოფაში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანის პროდუქტების, მედიკამენტებისა და გამათბობლის  შეძენაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნარი თორია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან   https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. 
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან  NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. 
იყავით იმათ გვერდით, ვისი გადარჩენაც შეგიძლიათ. ამით თქვენ ღმერთს მიუახლოვდებით! 

მსგავსი პროექტები: