"ზოგჯერ მგონია რომ უკვე გარდავიცვალე..." - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"ზოგჯერ მგონია რომ უკვე გარდავიცვალე..."

page info icon
2018 იანვარი 8
მბჟუტავ ნათურას მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც სრულ სიბნელეში მას ეჭვი ეპარება ჯერ კიდევ ცოცხალია თუ უკვე გარდაიცვალა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,270 ₾
( 107 დონორი )
დასრულებულია

ამ საშინელ სოროში, მიწის იატაკზე, ნახევრად ჩამოშლილ კედლებში ერთი ძალიან კარგი ადამანი ცხოვრობს... მაგრამ მის არსებობას ცხოვრება მხოლოდ პირობითად შეიძლება რომ ეწოდოს.

აქ არც აბაზანაა, არც სამზარეულო და რაც ყველაზე საშინელია ოთახს ერთი ფანჯარაც არ აქვს.  გათენებას და დაღამებას მხოლოდ ვარაუდით ხვდება, მის ცივ და უსახურ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს... შეიძლება ითქვას, რომ ბატონი შოთა ცოცხლადაა დამარხული...

ფიქრობთ, რომ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება და მარტოობა ეს ერთადერთია, რაც  ადამიანს შეიძლება სიბერეში დაემართოს? მუდმივი სიცივისგან, შიმშილისგან და აუტანელი ყოფისგან შოთა ნახევარი წელია, რაც საწოლიდან ვერ დგება...

მიზერული პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნის. კომუნალურებს ვერ იხდის, და ამიტომ მბჟუტავ ნათურას მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც სრულ სიბნელეში მას ეჭვი ეპარება ჯერ კიდევ ცოცხალია თუ უკვე გარდაიცვალა...

შოთასთვის თითოეული ჩვენგანის დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. წარმოიდგინეთ რას გრძნობს იგი, დიდ ქალაქში, სადაც  არავის სჭირდება, ერთი ერთზე ავადმყოფობასთან, სიცივესა და შიმშილთან...

მაგრამ ყველაზე საშინელი იცით რა არის? ის, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი უამრავი მოხუცი ცხოვრობს. ჩერნოვეცკის ფონდი 600 მარტოხელა უმწეო მოხუცს უწევს დახმარებას, მაგრამ რამდენი გარდაიცვალა დახმარების მოლოდინში, გაფიქრებაც კი გვზარავს...

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება დაეხმაროთ ბატონ შოთას თბილი საბანი, ბალიშები, თეთრეული და პროდუქტები შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენი ფონდის ოფისში: თბილისი, გორგასლის მესამე შესახვევი N25. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა შოთაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

ყოველი დახარჯული თეთრის  ანგარიშს ჩაგაბარებთ და ყველა კეთილ ადამიანს დიდ მადლობას გადაგიხდით.

თანხა ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ ტერმინალებიდან  

NOVATECHNOLOGY, TBCPAY და EXPRESSPAY.

ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“

(გადახდის ­­­­­წესებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/gy2gus)


მსგავსი პროექტები: