ზაირა გაბაძე 76 წლის
2018 იანვარი 9
548
ზაირა ერთ პატარა ოთახში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, თუმცა იგი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არ სჩვევიათ წუწუნი და დეპრესიაში ჩავარდნა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
თი ბი სი ბანკი
GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი
GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
198 ₾
(
7 დონორი )
ჩვენი ბენეფიციარი, 76 წლის ზაირა გაბაიძე, ცხოვრებაში მუდამ ოპტიმისტი იყო. სწორედ ეს შესანიშნავი თვისება დაეხმარა მას გადარჩენაში…ბავშვობაში იგი ასთმის მძიმე ფორმით დაავადდა, რაც მოგვიანებით ნეგატიურად აისახა მის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის წინ მან გადაიტანა იშემიური ინსულტი, რომლის ნიადაგზე წაერთვა ქვედა კიდურები და მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება. ზაირა გაბაიძე – ღრმად უბედური ქალია, მარტოხელა და ყველასგან მივიწყებული.
ეს ხანშიშესული ქალი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში გაუსაძლის პირობებში, თუმცა იგი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არ სჩვევიათ წუწუნი და დეპრესიაში ჩავარდნა. მას სჯერა, რომ ადრე თუ გვიან, გამოჩნდება ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც შეუცვლის ყველა იმ ხალხს, ვინც ოდესმე უყვარდა და ახლა აღარ ჰყავს.
შეძლებისდაგვარად ზაირა თავად უმკლავდება საყოფაცხოვრებო პრობლემებს – საწოლზე წამომჯდარი რეცხავს და აკეთებს სადილს, აბა რა ჰქნას? მის გვერდით ხომ არავინაა, მას კი ფეხზე დადგომა და სიარული არ შეუძლია.

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
|