ნაზი გიორგაძე - 61 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნაზი გიორგაძე - 61 წლის

page info icon
2018 იანვარი 9
page info icon
932
თუ მოიძებნა კეთილი ადამიანი, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ უმწეო ქალზე მზრუნველობას, იგი იხსნის მას სიკვდილისგან
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
239 ₾
( 9 დონორი )
დასრულებულია
ჩვენი ბენეფიციარი, 61 წლის ნაზი გიორგაძე, წარმოშობით ზესტაფონიდანაა. 5 წლის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იგი საჭიროებდა სისტემატურ მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას, რისი საშუალებაც რაიონში არ იყო. ამიტომ მას მოუხდა სახლის გაყიდვა და თბილისში გამგზავრება.
ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სავალალოა. მას ქვედა ერთი კიდური მოკვეთეს, გადაადგილდება ყავარჯნის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ ოთახში, რადგან საშინელი ტკივილი და სუსტი საერთო მდგომარეობა არ აძლევს კორიდორში გასვლის საშუალებასაც. მთელ დღეებს ნესტიან და ცივ ოთახში ატარებს საწოლს მიჯაჭვული. მშიერი და მწყურვალი, რადგან ჭიქა წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს. 
თუ მოიძებნა კეთილი ადამიანი, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ უმწეო ქალზე მზრუნველობას, იგი იხსნის მას სიკვდილისგან – ბევრი კი არ სჭირდება? ელემენტარული საკვები, მედიკამენტები და თქვენი ყურადღება!