ციალა ესიავა – 80 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ციალა ესიავა – 80 წლის

page info icon
2018 იანვარი 23
თქვენს მიერ გამოჩენილ ყურადღებას, თუნდაც მცირეოდენ დახმარებას და ადამიანურ თანადგომას შეუძლია სასწაულის მოხდენა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
115 ₾
( 3 დონორი )
დასრულებულია
80 წლის ციალა ესიავა სრულიად მარტოხელაა. იგი გამუდმებით იხსენებს გარდაცვლილ შვილებს. ცრემლი მის სახეზე არ შრება მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური ტკივილი ცოტა ხნით მიყუჩდება, რადგან დედის გულის ამბავი ხომ იცით?  მისთვის უზარმაზარი ტრაგედიაა შვილების დაკარგვა და ამისგან გამოწვეული მწუხარება სასოწარკვეთაში გადადის.  ამ ხანდაზმულ ქალს უამრავი დაავადება აწუხებს: გულის სისუსტე, დიაბეტი, რევმატიზმი, ძლივს გადაადგილდება ყავარჯნების მეშვეობით. სოფლიდან ხანდახან ნათესავები  აკითხავენ, მაგრამ განა შეუძლია ამ იშვიათ სპონტანურ ვიზიტებს  დედის გულის გამთლიანება? 
ციალა ესიავა თავს განწირულად გრძნობს, ღამეებს თეთრად ატარებს და ფიქრობს, რომ მისმა სიცოცხლემ უკვე აზრი დაკარგა. თქვენს მიერ გამოჩენილ ყურადღებას, თუნდაც მცირეოდენ დახმარებას და ადამიანურ თანადგომას შეუძლია სასწაულის მოხდენა! 
მეგობრებო, დაუბრუნეთ ამ ხანდაზმულ ადამიანს სიცოცხლის გაგრძელების სურვილი!