ელენე ბენიძე - 80 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ელენე ბენიძე - 80 წლის

page info icon
2018 იანვარი 23
მიზერული პენსია და სოციალური დახმარება არ ჰყოფნის არც წამლებზე და არც საკვებზე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
138 ₾
( 5 დონორი )
დასრულებულია
80 წლის ელენე ბენიძე  აფხაზეთიდან დევნილია, ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის ერთ ციცქნა ოთახში. 1993 წელს, როდესაც მან იძულებით დატოვა მშობლიური კუთხე, 55 წლის იყო. ომის დროს მიღებულმა სტრესმა და დევნილობის უმძიმესმა პირველმა პერიოდმა ნეგატიური დაღი დაასვეს მის შემდგომ ცხოვრებას. ის გადარჩა, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ ააწყო.
ელენე არ ყოფილა გათხოვილი, არც შვილები ჰყავს, გადაადგილდება ყავარჯნების მეშვეობით, აწუხებს გული, სახსრების ტკივილი, მიზერული პენსია და სოციალური  დახმარება არ ჰყოფნის არც წამლებზე და არც საკვებზე...  თავს ყველასაგან მიტოვებულად გრძნობს და მისი სიცოცხლე ფუჭად მიაჩნია. 
ყველაზე საუკეთესო რამ, რაც ღმერთმა გვარგუნა, არის სიცოცხლე! მოდით, დავეხმაროთ ამ ხანდაზმულ ადამიანს, დავუბრუნოთ სიცოცხლის გაგრძელების სურვილი, გავუხანგრძლივოთ ცხოვრება და ვაჩუქოთ ყველაზე მთავარი გრძნობა - სიყვარული!