ქენქაძე ინგა - 52 წლის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქენქაძე ინგა - 52 წლის

page info icon
2018 იანვარი 23
მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ამ უმწეო ქალის ცხოვრებაზე მაცოცხლებელი გავლენა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
159 ₾
( 7 დონორი )
დასრულებულია
ინგა ქენქაძეს ყოველდღე უხდება სასწრაფო დახმარების გამოძახება. აბა რა ჰქნას? ზურგის ძლიერმა ტკივილებმა დატანჯა ეს  ქალი, არადა იგი მხოლოდ 52 წლისაა! 
ინგას არავინ ჰყავს ისეთი, ვინც მოუვლის, მოეფერება და გულს გაუთბობს, ცხოვრობს ერთ მიგდებულ ვაგონში, გაუსაძლის პირობებში, სველი წერტილების გარეშე, სიცივესა და მარტოობაში. მას მხოლოდ ხანდახან თუ შეუძლია გადაადგილდეს ყავარჯნების მეშვეობით. მთელ დღეს, ფაქტიურად, საწოლში  ატარებს, ძალიან განიცდის საკუთარ უმწეობას და სასოწარკვეთასაა მიცემული. 
ინგას არ გააჩნია ოპერაციის გასაკეთებელი თანხა, არადა სამედიცინო ჩარევა მოუხსნის მწარე ტკივილებს და გამოჯანმრთელების გზაზე დააყენებს, თუმცა მას არც ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდისთვის საჭირო თანხა გააჩნია და ასეთი გამოუვალი ვითარება    ფიზიკურად და სულიერად ანადგურებს 52 წლის ქალს. 
რაზე ოცნებობს ინგა? იგი ოცნებობს ადამიანურ ცხოვრებაზე. ხანდახან მხოლოდ პურისა და ადუღებული წყლის ამარად რჩება. მიზერული სოციალური შემწეობა ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად თუ ჰყოფნის, თუმცა უკვე ესეც არ შველის, რადგან საჭიროა სასწრაფო ოპერაცია! 
მან მიმართა დახმარებისთვის გამგეობას, მაგრამ თავაზიანი უარი მიიღო. აი, ასე ცხოვრობს ინგა კენკაძე - ყველასაგან მიტოვებული და გარიყული. 
მეგობრებო,  თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ ამ უმწეო ქალის ცხოვრებაზე მაცოცხლებელი გავლენა! არ გადადოთ ეს საქმე ხვალისთვის, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. სწორედ რომ დღესაა საჭირო თქვენი თანადგომა! გააკეთეთ ღვთის მოსაწონი საქმე და აიღეთ მეურვეობა ინგა კენკაძეზე, გახდით მისთვის მშობლიური ადამიანი და მიეცით მას ხელახლა დაბადების შანსი!