მანანა იცოცხლებს და ჩვენ მას დავეხმარებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მანანა იცოცხლებს და ჩვენ მას დავეხმარებით!

page info icon
2018 თებერვალი 28
page info icon
9836
... ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა ახლა უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა ოჯახს არ შეუძლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,501 ₾
( 194 დონორი )
დასრულებულია
მშობელს არაფერი ისე არ უკლავს გულს, როგორც შვილის ავადმყოფობა. რა წარმოუდგენელი სულიერი ტკივილი ეუფლება ამ დროს ადამიანს, რომლიც ათვითცნობიერებს, რომ სრულიად უძლურია და  ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელ არსებას, მათ შორის ვერც საკუთარი სიცოცხლის გაღებით...თუმცა, ფარხმალის დაყრა გამოსავალი არ არის. საჭიროა თავდაუზოგავი ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის!         
15 წლის მანანა ღვინჯილია ღვიძლის დაავადებისგან იტანჯება. 7 წლის წინ ბავშვი უცებ ცუდად გახდა, დაკარგა გრძნობა და ძირს დაენარცხა. როდესაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმები დიდხანს იკვლევდნენ თუ რა სჭირდა მანანას, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისთვის დიაგნოზის დადგენა და ძვირადღირებული მკურნალობის დანიშვნა. 
   ღვინჯილიების დიდ ოჯახს ერთი წუთითაც კი არ უფიქრია ხელის ჩაქნევა და „მოლოდინის“ რეჟიმში ყოფნა. სასწრაფოდ გაყიდეს საკუთარი სახლი და თანხა მანანას მკურნალობას მოახმარეს. დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ მიუვალ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. უფრო სწორად, თავი შეაფარეს წინაპრების ნახევრად დანგრეულ, პატარა ფიცრულ სახლს. მანანა კი მამამ თბილისში წაიყვანა, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ გოგონას მკურნალობა. 
„მზად ვარ სიცოცხლე გავწირო შვილისთვის, მაგრამ ახლა მე მას ყველაზე მეტად ვჭირდები. ღმერთს ვევედრები, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დადგეს.“, - ამბობს მანანს მამა იაგო.
ამასწინათ მანანა ისე შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაცია. ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია. 
მეგობრებო, მოდით შევიდეთ მათ მდგომარეობაში და არ მივცეთ ავადმყოფობას იმის საშუალება, რომ ხელიდან გამოსტაცოს მშობლებს ეს ბავშვი! 
თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მანანა ღვინჯილიას,  თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ღვინჯილია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთე სიკეთე და იცხოვრე სიყვარულში! 

მსგავსი პროექტები: