ითონიშვილი მერი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ითონიშვილი მერი

page info icon
2018 მარტი 13
ვოცნებობ,რომ რომელიმე მეზობელი შემოვიდეს, ჭიქა ჩაი მომაწოდოს და მომიყვეს თუ რა ხდება ქვეყანაზე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
234 ₾
( 13 დონორი )
დასრულებულია
„ყოველთვის არ ვყოფილვარ ასეთი მოხუცი და უმწეო...ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა,  ოცნებების სამყაროში ვცხოვრობდი, განვიცდიდი ლიტერატურული გმირების ბედს, გულთან ახლოს მიმქონდა მათი სატკივარი და ხშირად შეყვარებულიც კი ვიყავი მათზე...  მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებაში  კეთილ რაინდს ვერა და ვერ შევხვდი“ . 
ახალგაზრდა მერიმ ცხოვრებაში ის საქმე იპოვა, რომელიც მის სულსა და გულს ახარებდა - წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მხიარული და  არაჩვეულებრივად კეთილი ხასიათის გამო, იგი ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა...მაგრამ მას შედეგ, რაც მერის მხედველობა დაუქვეითდა, მისი ზღაპრული ცხოვრება  ქვიშის ციხესავით დაინგრა. 
დღეს ეს ხანდაზმული უსინათლო ქალი საწოლს არის მიჯაჭვული, ცხოვრობს მარტოობაში და მთელ დღეებს სულიერ და ფიზიკურ ტანჯვაში ატარებს. 
«შინაგანად მაინც ისევ მეოცნებე მერი დავრჩი, გონებაში ისევ წიგნები ამომიტივტივდება ხოლმე, გმირები, რომლებიც ახალგაზრდობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ. იყო დრო, როდესაც ახალი რომანის წასაკითხად უკანასკნელ კაპიკსაც კი არ ვიშურებდი, ახლა კი - ვოცნებობ მხოლოდ იმაზე, რომ რომელიმე მეზობელი შემოვიდეს, ჭიქა ჩაი მომაწოდოს და მომყვეს თუ რა ხდება ქვეყანაზე“. 
თუ თქვენ აიღებთ მზრუნველობას ამ უმწეო ქალბატონზე,  თქვენ მას დაუბრუნებთ რწმენას, რომ კეთილი რაინდები არ გამქრალან, ისინი არსებობენ და მოდიან გულის გასახარად! 
მეგობრებო,  ღმერთი  თქვენგან დიდ და კეთილ საქმეებს ელოდება! გაუწოდეთ დახმარების ხელი დაჩაგრულს, იჩქარეთ და ემსახურეთ ღმერთს!