6-შვილიანი ოჯახის უმძიმესი ყოფა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

6-შვილიანი ოჯახის უმძიმესი ყოფა

page info icon
2018 მარტი 19
page info icon
3136
კარგად შეხედეთ ამ ბავშვებს და დაფიქრდით: მრავალშვილიანი ოჯახი გამოცდაა თუ ბედნიერება?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
638 ₾
( 35 დონორი )
დასრულებულია
„არის კი იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, როდესაც ექვსი შვილი გარს გახვევია და გეფერება პაწია ხელებით... ერთს ჩაიხუტებ და ამ დროს მეორე მორბის - „მე რატომ არ მიხუტებო“... შვილი - ეს უზარმაზარი ბედნიერებაა  ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში“, - ამბობს  27 წლის თამარ ტიბუნაშვილი, რომელსაც მეექვსე შვილის შეძენის შემდეგ ექიმებმა მკაცრი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. თამარს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა, რასაც გართულება მოჰყვა. ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ბუშტზე დასჭირდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ახლა დედას და ახალშობილს განსაკუთრებული მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდება, რაც თავის თავზე აიღო ოჯახის მამამ - არტურმა.  
თამარი და არტური 6 წლის წინ დაქორწინდნენ. ეს უკანასკნელი დედისერთა იყო და სულ ოცნებობდა მრავალშვილიან ოჯახის შექმნაზე. ახლაგაზრდა წყვილს  მტკიცედ სჯერა, რომ „ბევრი შვილი - ეს სიყვარულის უშრეტი წყაროა და რაც მეტია ოჯახში შვილი, რაც მეტი ბავშვი მოევლინება  ამ ქვეყანას, მით უფრო უკეთესი იქნება სამშობლოსთვის“. 
თამარს, არტურს და მათ 6 შვილს ახლა ძალიან უჭირთ ეკონომიურად. ბავშვები საჭიროებენ ტანსაცმელს, საკვებ პროდუქტებს, წამლებს, ჰიგიენურ საშუალებებს. მიზერული სოციალური შემწეობა მათ მხოლოდ პურის და ბურღულეულის საყიდლად თუ ჰყოფნით, არადა პატარებს ჯანსაღი და კალორიული კვება სჭირდებათ?! 
კარგად შეხედეთ ამ ბავშვებს და დაფიქრდით: მრავალშვილიანი ოჯახი გამოცდაა თუ ბედნიერება? რა თქმა უნდა, ბედნიერება, თანაც ძალიან დიდი! ცხოვრებისეული პერიპეტიების მიუხედავად, იქ სადაც ისმის ბავშვის სიცილი, ყოველთვის ჩქეფს სიცოცხლე! 
მეგობრებო, მოდით მხარში ამოვუდგეთ ამ ოჯახს, გავახაროთ პატარები, შევუმსუბუქოთ მათ მშობლებს მძიმე ყოფა, დავაპუროთ და შვება მოვგვაროთ! დაგვეთანხმებით,  დღევანდელ პირობებში 6 შვილის ყოლა, ნამდვილი გმირობაა! 
თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კარაპეტიანების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: