ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საბა ქუთელიას ჩვენი თანადგომა სჭირდება

დედა ვალდებულია შეუმსუბუქოს შვილს ტკივილი და შეუქმნას სათანადო პირობები, თუნდაც საკუთარი ცხოვრების ფასად!
შეგროვებულია
18 ₾
დასრულებულია
ალბათ ყველა მშობელი ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავს და ნერვიულობს თუ შვილმა იცელქა, თუ არ უნდა ეზოდან ამოსვლა ან გაკვეთილების სწავლისას ზარმაცობს... თუ ის ისე არ იქცევა, როგორც დედას მოეწონებოდა... 
ამ ახალგაზრდა ქალმა კი რა უნდა თქვას? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს კრუნჩხვები ეწყება და თავს ვერ აკონტროლებს?! 
ვაჟიშვილის შეძენას მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვს თანდაყოლილი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებები აღმოაჩნდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი „ნორმალური“ განვითარება.  რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი უბედურებაა, მაგრამ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ვითარება, მშობელმა არ უნდა დაყაროს ფარხმალი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას და იბრძოლოს ბავშვის სიცოცხლისთვის, მისი განვითარებისთვის, შეუმსუბუქოს მას ტკივილი და შეუქმნას სათანადო პირობები, თუნდაც საკუთარი ცხოვრების ფასად!
დღეს საბა ქუთელია უკვე 15 წლის არის. მთელი ეს წლები მისი დედა შეძლებისდაგვარად ცდილობს შვილს არ მოაკლოს მზრუნველობა, თუმცა რაც დროს გადის, საბას მოვლა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, მითუმეტეს რომ ამის გაკეთება მას მარტო უხდება...
ამ ახალგაზრდა ქალმა უამრავი სირთულე და დიდი სულიერი ტკივილი გადაიტანა:  ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადის, დახმარება არსაიდან ჩანს,  წამლების საყიდელი ფული ხშირად არ აქვს, მარტოობის და უსუსურობის საშინელი გრძნობა ახრჩობს... მაგრამ სულით არ ეცემა!
საბას ისეთი დაავადება აქვს, რომ პერიოდულად მასში აგრესიას იწვევს. ამ დროს 15 წლის ბიჭის შეკავება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რამეთუ ტანად საკმაოდ მოზრდილია და ღონიერი. წარმოიდგინეთ ახლა დედის მდგომარეობა! რა უნდა ქნას მან? როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ სენს? ბოლო დროს, იგი ძალიან განიცდის შვილის მომავალს, რომელიც ბეწვზე ჰკიდია. 
მეგობრებო, დაგვეთანხმებით, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, რამეთუ ურთიერთთანადგომით და დახმარებით სავსებით შესაძლებელია ადამიანის გამოყვანა მძიმე სიტუაციიდან. 
საბა სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მას პირველ რიგში მედიკამენტები სჭირდება, ასევე ჰიგიენური საშუალებები და პროდუქტები. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი და შევუმსუბუქოთ რთული მდგომარეობა.
თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ საბა ქუთელიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საბა ქუთელია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები: