რატომ დაივიწყა იგი ყველამ? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რატომ დაივიწყა იგი ყველამ?

page info icon
2018 აპრილი 5
page info icon
2538
არაფერია იმაზე დიდი საცოდაობა, ვიდრე მოხუცებული ადამიანის ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი თვალები!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
322 ₾
( 22 დონორი )
დასრულებულია

 უამრავი მარტოხელა ხანდაზმული ადამიანი სრულ სიღარიბეში ცხოვრობს, მათზე არავინ ზრუნავს და, შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ისინი მწუხარებაში ატარებენ.
„ამასწინათ გრძნობა დავკარგე და იატაკზე დავენარცხე. როდესაც გონს მოვედი, ადგომა ვერ შევძელი და მთელი დღეს ძირს ვეგდე, სანამ შემთხვევით შემოსულმა მეზობელმა არ წამომაყენა“, - ამბობს 81 წლის ნათელა გრძელიშვილი. 
ეს ხანდაზმული ქალი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. დღეს იგი არავის სჭირდება, თუმცა იყო დრო, როდესაც მას ადამიანები გარს ეხვეოდნენ, ის კი მათ ეხმარებოდა მთელი სულით და გულით. ნათელა ექთანი გახლდათ, საავადმყოფოში მუშაობდა და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, ახლა კი იგი ყველამ დაივიწყა...
„მთელი ცხოვრება სამსახურს შევალიე, საკუთარი ოჯახი არასდროს მყოლია, ვცხოვრობდი ძმასთან ერთად. გიორგი ტყუპისცალი იყო, ქუთაისის თეატრის მსახიობი გახლდათ, ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი და მისი გარდაცვალების შემდეგ, ასე მგონია, რომ ჩემი ცხოვრებაც ფაქტიურად დასრულდა“,- ამბობს  ნათელა გრძელიშვილი.
ეს ქალბატონი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს: ჩამსხვრეული ფანჯრიდან ქარი უბერავს, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლებს ობი აქვს მოდებული,  ხოლო ოთახში ისეთი მძიმე ჰაერია, რომ სუნთქვა ჭირს. იგი ღმერთს ევედრება, რომ აშოროს ადამიანებს მარტოობა, სევდა და გასაჭირი. 
შეუძლებელია, რომ ადამიანი გულგრილი დარჩეს ამ ქალის შემხედვარე. იგი ჩვენს თანადგომასა და რეალურ დახმარებას საჭიროებს, რამეთუ ხშირად შიმშილობს, ავადმყოფობს და სასოწარკვეთისგან იტანჯება. 
მოდით, მეგობრებო, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი, შევუმსუბუქოთ ყოფა და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუ გაქვთ შესაძლებლობა,  თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათელა გრძელიშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც” (დედა ტერეზა). 

მსგავსი პროექტები: