დევნილი ლუიზა გეგეშიძის მდგომარეობა სავალალოა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დევნილი ლუიზა გეგეშიძის მდგომარეობა სავალალოა

page info icon
2018 აპრილი 23
ლუიზამ ინსულტი გადაიტანა და ამჟამად ყავარჯნებით გადაადგილდება,
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
142 ₾
( 11 დონორი )
დასრულებულია

71-წლის აფხაზეთიდან დევნილი ლუიზა გეგეშიძე იურიდიულად არ არის მარტოხელა, თუმცა თუ მის მდგომარეობას შევხედავთ, გული მოგიკვდებათ. თავად განსაჯეთ: ხანდაზმული მეუღლე საწოლს არის მიჯაჭვული, ქალიშვილი სახლიდან წავიდა და არ აკითხავს მშობლებს, ვაჟი ცალკე ცხოვრობს და მატერიალური სიდუხჭირის გამო ვერ ეხმარება მშობლებს. დიახ, სიტუაცია ძალიან სავალალოა!

ლუიზამ ინსულტი გადაიტანა და ამჟამად ყავარჯნებით გადაადგილდება, მას უმრავი დაავადება აწუხებს, მათ შორის დიაბეტი და გულის უკმარისობა. ხანდაზმული ცოლ–ქმარი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მიგდებული საერთო საცხოვრებლის ორ პატარა ნესტიან ოთახში, სველი წერტილები გარეთაა, ხოლო ირგვლივ საშინელი სიღარიბე სუფევს.

მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი უამრავი სტრესისა, ლუიზა არ კარგავს იმედს, რომ გამოჩნდება ღვთისნიერი ადამიანი და დახმარების ხელს გაუწვდის! მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილი ამ ადამიანების მიმართ და გაუთბეთ მათ გულები! მათ თვის ახლა ნებისმიერი სახის დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!

თუ გაქვთ სურვილი, რომ მატერიალურად დაეხმაროთ, საკვების და მედიკამენტების საყიდელი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის მისამართზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: „იშვილემშობელი“, ლუიზა გეგეშიძე)ან ჩარიცხეთ თანხა პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).