ჯიმშერ მჭედლიშვილი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯიმშერ მჭედლიშვილი

page info icon
2018 აპრილი 23
page info icon
356
მას 88 წლის დედა უვლის!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
156 ₾
( 14 დონორი )
დასრულებულია

67- წლის ჯიმშერ მჭედლიშვილი უშიშროებაში მუშაობდა. ერთ–ერთი დავალების შესრულების დროს მიიღო თავის ქალის ტრავმა, Iჯგუფის ინვალიდობა მიანიჭეს და პენსიაზე გაუშვეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ჯიმშერმა ვერ შესძლო გამოჯანმრთელება და ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული.

მას  88 წლის დედა უვლის! დიახ, ღრმად ხანდაზმულ ქალს, რომელსაც თავად სჭირდება მოვლა–პატრონობა, უხდება ავადმყოფი შვილის მოვლა, რამეთუ ამ უკანასკნელს გადადგილებაც კი არ ძალუძს...

ჯიმშერი და მისი ხანდაზმული დედა შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. პენსია წამლებზე მიდის და ხშირად პურის ფულიც არ რჩებათ. მათი ცხოვრება უფრო არსებობას ჰგავს და სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს და დაეხმარება!

მეგობრებო, აიღეთ ამ ოჯახზე მზრუნველობა, გაუხანგრძლივეთ ამ ადამიანებს სიცოცხლე, ანუგეშეთ და აჩუქეთ სითბო! თუ გაქვთ სურვილი, რომ მატერიალურად დაეხმაროთ მათ, საკვების და მედიკამენტების საყიდელი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის მისამართზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: „იშვილემშობელი“, ჯიმშერ მჭედლიშვილი) ან ჩარიცხეთ თანხა პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).