ცეცხლს გადაურჩნენ, ხოლო შიმშილს...? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცეცხლს გადაურჩნენ, ხოლო შიმშილს...?

page info icon
2018 მაისი 7
page info icon
7192
რაც გაგვაჩნდა, დაიწვა - საწოლი, კარადა, მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი. ისედაც ღარიბი ვიყავი და ახლა საერთოდ არფერი გამაჩნია
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,251 ₾
( 77 დონორი )
დასრულებულია
მარტოხელა დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი...მათ არც სახლი აქვთ და არც ქონება, არც საჭმელი და, სამწუხაროდ, არც მომავლის იმედი.  ისინი სასწაულებრივ გადაურჩნენ ხანძარს, რომელიც  ნაქირავებ ბინაში გაჩნდა, ყველაფერი დაეწვათ და ახლა ბეტონის იატაკზე უხდებათ ცხოვრება. 
ეს ოჯახი, უბრალოდ, არსებობს. შიმშილი, სიცივე, სიღატაკე - ეს ყველაფერი მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. „რაც გაგვაჩნდა, დაიწვა - საწოლი, კარადა, მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი. ისედაც ღარიბი ვიყავი და ახლა საერთოდ არფერი გამაჩნია. გული მისკდება, როდესაც შვილებს ვუყურებ. რა უნდა ვქნა, რა მეშველება, როგორ უნდა გამოვკვებო ბავშვები?“, - ამბობს სამი შვილის დედა სოფიკო სუხიშვილი. 
ეს ოჯახი მიზერული სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს და არ არის გასაკვირი, რომ თანხა მათ მხოლოდ ერთი კვირა ჰყოფნით პურის და შაქრის საყიდლად. შემდეგ კი - შიმშილობენ. მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად კეთილი ადამიანები, რომლებიც ცოტათი მაინც აპურებენ ბავშვებს. 
ბეტონის იატაკზე ძილი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ  განა აქვს სოფიკოს და მის შვილებს სხვა არჩევანი? სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ მხოლოდ ერთი საბანი შემორჩათ და ერთი სათამაშო დათუნია, რომელსაც პატარები ეხუტებიან, როდესაც სცივათ... 
“ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გავუძლო ამ გასაჭირს, რომ გამოვზარდო შვილები და დავაყენო ფეხზე“, - ამბობს სოფიკო, რომელსაც იმედი აქვს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და იხსნიან მათ შიმშილისგან. 
მეგობრებო, სიტუაცია ამ ოჯახში არის კატასტროფული. სოფიკო და მისი შვილები თქვენს თანადგომას საჭიროებენ. არ გადადოთ ხვალისთვის, დღესვე გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი და გადაარჩინეთ!
მათ ამჟამად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, ლეიბები, ავეჯი... ახლა მთავარია, რომ  ახალგაზრდა დედა სულით არ დაეცეს და არ დაკარგოს მომავლის იმედი! 
მეგობრებო, თუ გაქვთ  სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ სოფიკო სუხიშვილის ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სუხიშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ეს სამყარო მდიდარია კეთილი ადამიანებით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ თქვენ ხართ! 

მსგავსი პროექტები: