უსინათლო მოხუცი შიმშილობს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უსინათლო მოხუცი შიმშილობს

page info icon
2018 ივნისი 22
page info icon
893
71 წლის ავაქ მარქაროვი უსინათლო და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანია, რომელიც გულში დიდ ტკივილს ატარებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
566 ₾
( 33 დონორი )
დასრულებულია
71 წლის ავაქ მარქაროვი უსინათლო და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანია, რომელიც გულში დიდ ტკივილს ატარებს. მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი შემხედვარე ძალაუნებურად იკითხავს - განა ღირს ასეთი ცხოვრების გაგრძელება?   
2000 წელს მას I ტიპის შაქრის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს,  მოგვიანებით კი, სერიოზული გართულების თავიდან ასარიდებლად, ქვედა კიდურების თითების ამპუტაცია ჩაუტარეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან  მხედველობაც დაკარგა. ამ ხანდაზმულ ადამიანს თავად უხდებოდა ამბოლატორიული პროცედურების ჩატარება, რამეთუ გვერდით არავინ ჰყავდა...
ავაქ მარქაროვი პროფესიით ტექნოლოგია, 30 წლის განმავლობაში იგი ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მუშაობდა და სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებდა. სამწუხაროდ, დღეს იგი ყველასგან დავიწყებულია, არავინ ნახულობს და არავის აინტერესებს მისი ბედი. 
ავაქის თქმით, უფროსი ვაჟიშვილი აფხაზეთში დაიღუპა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა, ხოლო უმცროსი შვილი - რამდენიმე წლის წინ რუსეთში წავიდა და მამა მიატოვა. 
„მე საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გამაჩნია. ერთმა კეთილმა ადამიანმა შემიკედლა და მითხრა: „იცხოვრე აქ რამდენიც გინდა, თუმცა ხშირად ვფიქრობ -  ღირს ცხოვრების გაგრძელება?  ზამთარში მცივა,  ხშირად ვშიმშილობ...თქვენ ალბათ არ დაიჯერებთ, რომ უკვე სამი წელია, რაც ხორცი არ მიჭამია...ეჰ, როგორ მომენატრა! ვოცნებობ, ნეტავი ვინმე ერთ თეფშ ბულიონს გაიმეტებდეს ჩემთვის... პური და იაფფასიანი ყველი - აი, ჩემი ყოველდღიური სადილი...“, - ამბობს ავაქ მარქაროვი. 
ამ ხანდაზმულ უსინათლო ადამიანს უამრავი დაავადება აწუხებს, მათ შორის გულის უკმარისობა და ჰიპერტონია, მაღალი წნევისგან სული ეხუთება და თავბრუ ეხვევა...
პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა მედიკამენტებს და კომუნალურ გადასახადს ხმარდება, ხოლო საკვების საყიდელი ფული მას პრაქტიკულად არც კი რჩება. 
იგი ოთახში კედელზე მიყრდნობით გადაადგილდება, ხშირად რაღაცას გამოკრავს ფეხს და იატაკს ენარცხება. ათასში ერთხელ რომელიმე მეზობელს ეზოში გაჰყავს სუფთა ჰაერზე, თუმცა იქ ცოტახანში ორიენტირს კარგავს და მწარედ განიცდის მის უმწეო მდგომარეობას. 
მეგობრებო, შეუძლებელია ამ ხანდაზმული ადამიანის ისტორია გულთან ახლოს არ მივიტანოთ. იგი ჩვენს დახმარებას და თანადგომას  საჭიროებს. 
თუ გაქვთ სურვილი გაუწოდოთ ავაქ მარქაროვს დახმარების ხელი, დააპუროთ იგი  და გაახაროთ, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ავაქ მარქაროვი), ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/336-markarov/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს! 

მსგავსი პროექტები: