გიგი ვერულაძის დაბადების დღე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიგი ვერულაძის დაბადების დღე

page info icon
2018 ივლის 6
page info icon
284
გიგის ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
60 ₾
( 4 დონორი )
დასრულებულია
მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა არამარტო ქველმოქმედებაა, ეს ასევე მიუთითებს საზოგადოების განვითარების მაჩვენებელზეც.  ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ დიდ საქმეში. 
ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლები - ეს პატარა „სამოთხეა“ ბავშვებისთვის, სადაც მათთვის შექმნილია მყუდრო, თბილი და მზრუნველობით აღსავსე გარემო. მათ უკვე არც კი ახსოვთ ის რთული პერიოდი, რომელიც ჩვენთან მოსვლამდე გამოიარეს და ეს კარგიცაა! დღეს ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, სწავლობენ, ვითარდებიან, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში! 
ჩვენი აღსაზრდელი გიგი ვერულიძე ძალიან კეთილი და მეგობრული ბიჭია. მისი გამოჩენა თანატოლებში ყოველთვის სიხარულს იწვევს, რამეთუ იგი ძალიან კონტაქტური ყმაწვილია და ყველასთან პოულობს საერთო ენას!   
გიგის ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი. ხშირად თავად აწყობს შეჯიბრებებს და ამით დიდი სიხარულს ანიჭებს მცირე საოჯახო ტიპის სახლის სხვა აღსაზრდელებს! 
19 აგვისტოს მას 12 წელი შეუსრულდება!  იგი მოუთმენლად ელის ამ დღის დადგომას, რომელიც აუცილებლად დღესასწაულად იქცევა და სიურპრიზებით დაგვირგვინდება! მისი ოცნებაა - ტყავის ბურთი! 
მეგობრებო, მოდით რეალობად ვუქციოთ გიგის ეს ოცნება, გავახაროთ და გავაბედნიეროთ ეს ბიჭუნა! 
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიგი ვერულიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ!