პატარა ანანოს ჩვენი დახმარება სჭირდება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა ანანოს ჩვენი დახმარება სჭირდება

page info icon
2018 ივლის 13
9 წლის ანანო შავიძეს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. გოგონა დაიბადა ცერებრალური დამბლით
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
409 ₾
( 43 დონორი )
დასრულებულია
9 წლის ანანო შავიძეს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. გოგონა დაიბადა ცერებრალური დამბლით, გარდა ამისა მას აღმოუჩინეს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა ეპილეფსია.  2 წლის ასაკში მას მყესებზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგ გოგონამ შესძლო ოთახში მშობლების დახმარებით გადაადგილება. 
დღეს ბავშვის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ანანოს კვლავ არ შეუძლია დახმარების გარეშე გავლა, წონასწორობას კარგავს და იატაკზე ეცემა. მისი მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული გამაყუჩებელ წამლებზე.  გოგონა ფაქტიურად მედიკამენტებით ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შესძლებს სიცოცხლეს. 
ანანო შავიძის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამდენიმე წლის წინ მათ საცხოვრებელი სახლი რუსთავში გაყიდეს, რომ დანაზოგი ფულით შვილისთვის ემკურნალათ დედაქალაქში. ახლა შავიძეები თბილისში ქირით ცხოვრობენ. მათ უკვე ყველა მარაგი ამოწურეს, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ  საფრთხეს უქმნის. 
ანანანოს დედა შაქრის დიაბეტით არის დაავადებული. ბავშვს ძირითადად მამა უვლის. 
„როდესაც ჩემს შვილს ვუყურებ, სულ მეტირება. იგი ისეთი უსუსური და უმწეოა. ღმერთს ყოველთვის შევთხოვ, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მას მძიმე ხვედრი. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ სამსახურში ვერ გავდივარ, ბავშვს მოვლის გარეშე ვერ ვტოვებ, მწირი მატერიალური ყოფა კი გვახრჩობს“, - ამბობს იმედა შავიძე, ბავშვის მამა. 
ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მიზერული სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. ეს თანხა ანანოს მედიკამენტებს სჭირდება და ფაქტიურად ოჯახში საჭმლის ფული არ რჩება. 
მეგობრებო, შავიძეების ოჯახი გასაჭირშია. მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, რამეთუ ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას.  მას სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. მოდით, დავეხმაროთ პატარა ანანოს და შევუმსუბუქოთ მძიმე მდგომარეობა! 
ანანოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანანო შავიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე, ანუგეშეთ გაჭირვებული, აჩუქეთ მას მომავლის იმედი! 

მსგავსი პროექტები: