ნაზი აფციაური - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნაზი აფციაური

page info icon
2018 აგვისტო 8
ნაზი აფციაური ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, სადაც არ არის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
176 ₾
( 9 დონორი )
დასრულებულია
ნაზი აფციაური მარტოხელა ხანდაზმული ადამიანია, რომელსაც ბედმა უმძიმესი ცხოვრება არგუნა. საქმე ის არის, რომ ნაზის დაეღუპა ოჯახის ყველა წევრი - მეუღლე და ორი შვილი. დღეს იგი სრულ მარტოობაში იმყოფება და მწარედ განიცდის საკუთარ უმწეობას. 
ნაზი აფციაური ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, სადაც არ არის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. მას არ გააჩნია არც ღუმელი და არც სარეცხი მანქანა, საწოლი და მაგიდა გამოსულია მწყობრიდან, ხოლო სინათლეს იგი ხშირად არ რთავს, რადგან ვერ გადაიხდის მის საფასურს. პენსია და სოციალური შემწეობა მას, ძირითადად,  წამლებზე ეხარჯება, რადგან ნაზის სხვადასხვა სახის ავადმყოფობა აწუხებს - გულის იშემიური დაავადება, მაღალი არტერიული წნევა,  მენჯ-ბარძაყის სახსარის დისტროფია...
მთელი ცხოვრება ნაზი აფციაური მკერავად მუშაობდა, ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია და უამრავი ადამიანის გული გაუხარებია, თუმცა სიბერეში მარტოდმარტო დარჩა, ყველასგან მივიწყებული და საარსებო წყაროს გარეშე. 
მეგობრებო, ამ ქალბატონს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, თქვენი ყურადღება და თანადგომა. მოდით, ამოვუდგეთ მას გვერდში, გავუთბოთ გული და ვაგრძნობინოთ, რომ იგი მარტო არაა, მასზე ფიქრობენ და ზრუნავენ!  ნაზი აფციაური თქვენი  დახმარების მოლოდინშია.