ჩვენ არ დაგტოვებთ, გიორგი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ არ დაგტოვებთ, გიორგი!

page info icon
2018 სექტემბერი 7
page info icon
4686
საკვების გარეშე ადამიანი კიდევ როგორმე გაძლებს, მაგრამ წამლების გარეშე გიორგი ვერ გადარჩება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,282 ₾
( 125 დონორი )
დასრულებულია

გაიცანით, ეს გიორგია, 23 წლის. 2016 წელი მისთვის ყველაზე საშინელი აღმოჩნდა. უეცრად ცუდად გახდა, და დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული. ორი წელია დამოუკიდებლად ვერც სუნთქავს, ვერც ჭამს. ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული. გიორგის დედა უვლის, ქალბატონი ინნა. მან სამსახურს თავი დაანება და გიორგის ერთი წამითაც არ სცილდება. როგორც პატარას ისე უვლის შვილს. სჯერა, რომ სასწაული მოხდება და გიორგი კვლავ ჯანმრთელი ბიჭი გახდება!

ოჯახს არანაირი შემოსავალია რ გააჩნია. გიორგისთვის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ, გაყიდეს, ისევე როგორც ყველა ფასეული ნივთი. ახლა დედა–შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. სოციალურ შემწეობასაც არ იღებენ. როგორ იცხოვრონ, როგორ გადარჩნენ?

საკვების გარეშე ადამიანი კიდევ როგორმე გაძლებს, მაგრამ წამლების გარეშე გიორგი ვერ გადარჩება!

თუ ეს ისტორია გულთან ახლოს მიიტანეთ და გაგიჩნდათ სურვილი დაეხმაროთ ამ ოჯახს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სანაციის მილების შესაძენად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე 

GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება გიორგი ჩიტაძე)

ვებ–გვერდიდან

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology

TBCpay

ExpressPay

განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთჩვენიფონდი


(გადახდისწესებიიხილეთშემდეგმისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).


მსგავსი პროექტები: