ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე!

page info icon
2018 სექტემბერი 10
ისინი შიმშილობენ, მარტოობისგან იტანჯებიან. ელემენტარული ცხოვრებისეულ ბედნიერებებს არიან მოკლებულები. ისინი ჩუმად ელიან გარდაცვალებას...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
424 ₾
( 9 დონორი )
დასრულებულია

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, მაგრამ 1 ოქტომბერს არის ერთი შესანიშნავი თარიღი – ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. დღე რომელიც გვავსებს პატივისცემით და სათუთუ გრძნობებით.

როდესაც 1991 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე გამოაცხადა, მისი მთავარი იდეა იყო რომ ხანდაზმულ ადამიანებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში რადგან დიდ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას ფლობენ, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ ხდება.

სამწუხაროდ საქართველოში მოხუცებს ძალიან მძიმე ცხოვრება ხვდათ წილად. ისინი შიმშილობენ, მარტოობისგან იტანჯებიან. ელემენტარული ცხოვრებისეულ ბედნიერებებს არიან მოკლებულები. უმეტესობა საწოლსაა მიჯაჭვული, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე საუბარიც კი ზედმეტია, ისინი ჩუმად ელიან გარდაცვალებას...

ფონდის შინმოვლის პროექტის ფარგლებში 400 მოხუცს ვუწევთ დახმარებას. ისინი შეიძლება ითქვას უკიდურეს გაჭირვებაში ატარებენ სიცოცხლის ბოლო დღეებს...

ძალიან მტკივნეულია მათი ცქერა, ვინც ქუჩაში ხელგაწვდილი ითხოვს დახმარებას, მათი, ვინც ტირის უყურადღებობისგან და უხეში მოპყრობისგან...

ღვთის წყალობით ჩვენ ფონდს აქვს საშუალება მიიღოს და დაეხმაროს, დააპუროს და გულში ჩაიკრას ისინი, ვინც მარტოა, ვისც არავინ არ ჰყავს.

ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს საქველმოქმედო აქციას, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ნებისმიერ თქვენგანს აქვს შესძლებლობა ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ მისიაში.

თქვენი შემოწირულობით ამ ადამიანებს კიდევ ერთ დღეს გავულამაზებთ და ვაჩვენებთ, რომ მარტონი არ არიან! რომ მათზე ვირაც ზრუნავს, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება.

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება დაეხმაროთ მარტოხელა მოხუცებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხანდაზმულთა დღე)

ვებ–გვერდიდან

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან

NovaTechnology

TBCpay

ExpressPay

განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთჩვენიფონდი


(გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: 
https://goo.gl/GY2Gus)


თეგები:
#შინ მოვლა