მათ მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათ მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ!

page info icon
2018 სექტემბერი 20
პეტრეს ჰიდროცეფალია, მგლის ხახა, დაუნის სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
968 ₾
( 79 დონორი )
დასრულებულია
რომ დაიბადა, დედას ურჩიეს სამშობიაროში დაეტოვა, სამი დღეც ვერ იცოცხლებსო... შვილები კი გყავსო და მათთვისაც ტრავმა იქნებაო... მაგრამ როგორი გადასაწყვეტია დედისთვის შვილის გაწირვა, რომელიც 9 თვე გულის ქვეშ ატარა?
ბავშვი სახლში წამოიყვანეს, პეტრე დაარქვეს,  ღვთის და კეთილი ადამიანების წყალობით ის გადარჩა და უკვე 9წელი ახარებს მშობლებს და და–ძმას! მიუხედავად იმ მძიმე პათოლოგიებისა, რომლებიტაც ის დაიბადა, პატარა იბრძვის და არ ნებდება! უხარია ყოველი დღის გათენება, უხარია დედას რომ ეხუტება, უფროს და ძმებთან რომ თამაშობს...
პეტრეს ჰიდროცეფალია, მგლის ხახა, დაუნის სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
პეტრეს ძალიან უნდა რომ ლამაზ სახლში იცხოვროს, დედა და მამა რომ იღიმებოდნენ, რომ მის და–ძმას ყოველთვის ჰქონდეთ გემრიელი საჭმელი, თავისთვის კი  მხოლოდ სახატავ რვეულზე და ფერად ფანქრებზე ოცნებობს! 
ოჯახს საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება, კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის...
დედა ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს ვერავის უტოვებს მოსავლელად. მამამ 3 წლის წინ სამსახურში ტრავმა მიიღო, ფანჯრის მონტაჟის დროს შუშით ხელი დაიზიანა, კიდურის შენარჩუნება მოხერხდა, მაგრამ ფიზიკური შრომა აღარ შეუძლია. ამის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ რამდენიმე თვის წინ პეტრეს ინვალიდობის პენსია მოუხსნეს და ოჯახს რატომღაც სოციალური სტატუსიც შეუჩერეს! ფაქტობრივად ოჯახი სიკვდილისთვის გაწირეს! რით ირჩინონ თავი? ვის მიმართონ დახმარებისთვის? ერთადერთი იმედი ჩვენ ვათ! ადამიანები, ვისაც სხვისი ტკივილი შეუძლია გაიზიაროს!
მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა რითიც შეგიძლიათ, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად!   მათ ესაჭიროებათ ყველაფერი  -  საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები. თქვენ გეძლევათ შანსი გადაარჩინოთ ეს ბავშვი! დახმარება არ გადადოთ ხვალისთვის, ხვალ  - შეიძლება უკვე გვიანი იყოს! სწორედ ახლა არის ის წუთი და წამი, როდესაც თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ ამ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: პეტრე ხახიაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

მსგავსი პროექტები: