ნანი მეტრეველი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნანი მეტრეველი

page info icon
2018 სექტემბერი 24
54 წლის ნანი მეტრეველი ოკუპირებული ცხინვალიდან არის დევნილი, სადაც ომამდე პედაგოგად მუშაობდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
396 ₾
( 42 დონორი )
დასრულებულია

54 წლის ნანი მეტრეველი ოკუპირებული ცხინვალიდან არის დევნილი, სადაც ომამდე პედაგოგად მუშაობდა. ომის დროს გამოწვეულმა სტრესმა მასზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. მას ფეხები წაერთვა და საწოლს მიეჯაჭვა, მოგვიანებით კი სხვადასხვა სახის დაავადება განუვითარდა. 
დღეს იგი  ქირით ცხოვრობს მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ნახევრად დანგრეულ ბარაკის ტიპის სახლში. ოჯახი ცხოვრობს ძალიან შეჭირვებულად, ხშირად საჭმლის საყიდელი ფულიც არ აქვთ. დამდეგ ზამთარს შიშით მოელიან, რამეთუ  მხოლოდ შეშის ღუმელი გააჩნიათ, ხოლო შეშის საყიდელი ფული კი არ აქვთ. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ადამიანებს, რამეთუ ისინი ძალზე საჭიროებენ თქვენს  თანადგომას! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის!