დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ

page info icon
2018 ოქტომბერი 3
page info icon
1391
ისინი ხშირად შიმშილობენ, არ გააჩნიათ წამლების შეძენის და მკურნალობის საშუალება, ცხოვრობენ ნაქირავებში და ძლივს გააქვთ თავი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
844 ₾
( 34 დონორი )
დასრულებულია
ირინა კრავჩენკო მარტო ზრდის სამ შვილს, ორი მათგანი  დაავადებულია ცერებრული დამბლით. მამამ მიატოვა ოჯახი და ბავშვები სიღარიბისთვის გაიმეტა. ისინი ხშირად შიმშილობენ, არ გააჩნიათ წამლების შეძენის და მკურნალობის საშუალება, ცხოვრობენ ნაქირავებში და ძლივს გააქვთ თავი. 
უფროსი ბიჭი რუსლანი ახლა 19 წლისაა, მას არ გააჩნია პროფესია, თუმცა ძლიერ ცდილობს დედას დაეხმაროს. იგი სადგურში „ტაჩკაზე“ მუშაობს და დღეში გამომუშავებული 7 თუ 8 ლარით წამლებს ყიდულობს დებისთვის. 
16 წლის დიანას ცერებრული დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებს, საჭიროებს სისტემატურ მოვლას. 
9 წლის იგორს კი ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს, იგი ვერ დადის, ვერ საუბრობს, მხოლოდ ცალკეულ ხმებს გამოსცემს...       
აი, ასეთი უმძიმესი ვითარებაა ამ ოჯახში, რომელიც ცხოვრობს პენსიის ხარჯზე. მათ კატასტროფულად არ ჰყოფნით საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები. 
„მე დავიბადე ზუგდიდში, - ამბობს ირინა კრავჩენკო. ჩემი მშობლები გამუდმებით ლოთობდნენ და ჩხუბობდნენ. ვიტანჯებოდი ამის შემხედვარე,  მაგრამ რა უნდა მექნა? მერე გავთხოვდი და თითქოს ცხოვრებას აეწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად თბილისში ვიქირავეთ ბინა, რომ ბავშვებისთვის გვემკურნალა. ქმარი მაშინ თურქეთში დადიოდა და მცირე შემოსავალი გვქონდა, თუმცა... საბოლოოდ მან მიგვატოვა. ძალიან მიჭირს, გული მიკვდება რადგან ვერაფრით ვშველი ჩემს შვილებს“. 
დიახ, დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ! 
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს, რომელსაც უაღრესად უჭირს! დავაპუროთ ბავშვები, ვაჩუქოთ მათ ხვალინდელი დღის იმედი! 
ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კრავჩენკოს ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/371-kravchenko/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: