ბაბუცა ასპანიძე - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბაბუცა ასპანიძე

page info icon
2018 ოქტომბერი 27
სამწუხაროდ, ამ ხანდაზმულ ადამიანს ტრაგიკული ბედი აქვს. მას გარდაეცვალა შვილი, დაეწვა სახლი, დაკარგა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა …
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
423 ₾
( 41 დონორი )
დასრულებულია
მეგობრებო, ჩვენ განვაგრძობთ აქციას „იშვილე მშობელი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ. 
არ არის დასამალი, რომ მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანთა დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე სადღეისოდ დგას 400-ზე მეტი საწოლს მიჯაჭვული ბენეფიციარი. მათ ჩვენი ფონდის ექიმები და ექთნები არ აკლებენ მზრუნველობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა, რომ თქვენც გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ ყურადღება, დაეხმაროთ და ანუგეშოთ ისინი! 
გვჯერა, რომ გამოეხმაურებით ამ აქციას და საკუთარ  წვლილს შეიტანთ ჩვენი ბენეფიციარების დახმარების საქმეში. გფარავდეთ  უფალი! 
ბაბუცა ასპანიძე 93 წლის გახლავთ! ეს არის ძალიან საპატივცემულო ასაკი, დაგვეთანხმებით ალბათ. სამწუხაროდ, ამ ხანდაზმულ ადამიანს ტრაგიკული ბედი აქვს. მას გარდაეცვალა შვილი, დაეწვა სახლი, დაკარგა ყველაფერი,  რაც კი ჰქონდა …
დღეს ბაბუცა ასპანიძე ცხოვრობს მარტო ნაქირავებ ბინაში ელემენტარული პირობების გარეშე, მას არც მაცივარი აქვს და არც გამათბობელი, არც გაზქურა და არც სარეცხი მანქანა,  ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსია და მიზერული  სოციალური შემწეობა წამლებზე ეხარჯება. ბაბუცა ვერ გადის სახლიდან და მთელი დღეები მარტოა. 
მეგობრებო, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანს უჭირდ და როცა ის სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზეამ მისი დახმარება ჩევნი მოვალეობაა!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ბებიას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე 
GE15TB7194336080100003 
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება ბაბუცა ასპანიძე) 
საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/270-ishvile/utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost 
ტერმინალებიდან
NovaTechnology
TBCpay
LibertyPay
ExpressPay. 
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩერნოვეცკის ფონდი