სამი ობოლი ჩვენი დახმარების მოლოდინშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამი ობოლი ჩვენი დახმარების მოლოდინშია!

page info icon
2018 ნოემბერი 1
page info icon
32141
გასულ წელს მათ დედა გარდაეცვალათ, ცოტა ხნის წინ კი მძიმე სენმა ბავშვებს მამაც გამოსტაცა ხელიდან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,126 ₾
( 603 დონორი )
დასრულებულია

ბექა, რეზიკო და ლიზი კვირაიების  ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. გასულ წელს მათ დედა გარდაეცვალათ,  ცოტა ხნის წინ კი მძიმე სენმა ბავშვებს მამაც გამოსტაცა ხელიდან. 3 მცირეწლოვან ობოლ ბავშვზე მეურვეობა ნათესავებმა აიღეს, თუმცა მათ თავად უჭირთ მატერიალურად და რომ არა კეთილი ადამიანები, პატარები ლუკმაპურის გარეშე დარჩებოდნენ. ისინი ყოფილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ,  სადაც უმძიმესი პირობები სუფევს. მათი საცხოვრებელი ზამთარში არ თბება, კედლები დანესტიანებულია,  ფანჯრებიდან უბერავს ქარი... ყველაფერი ეს ართულებს ბავშვების საერთო მდგომარეობას, ისინი პერიოდულად ავადმყოფობენ და ხშირად მშიერი არიან.

მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ პატარებს დახმარები ხელი! ერთიანი ძალებით ვიხსნათ ეს ისინი შიმშილისგან, დავუბრუნოთ მათ ბავშვობა!

ბექა, რეზიკო და ლიზი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სასკოლო ნივთებს, ჰიგიენურ საშუალებებს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ კვირაიების ოჯახს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კვირაიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან

 თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

მართალია ამ პატარებს მშობლებს ვეღარ დავუბრუნებთ, მაგრამ მათი ტკივილის შემსუბუქებას და ცხოვრების გახალისებას შევძლებთ, თუ ერთად მოვინდომებთ!

მსგავსი პროექტები: