დედა-შვილმა შესაძლოა ზამთარი ვერ გადაიტანონ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა-შვილმა შესაძლოა ზამთარი ვერ გადაიტანონ

page info icon
2018 ნოემბერი 4
64 წლის იზო ცხოიძე შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა. იგი ახლა 22 წლისაა, მაგრამ არ არის სოციალურად ადაპტირებული
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
599 ₾
( 48 დონორი )
დასრულებულია
დედა-შვილმა შესაძლოა მოახლოებული ზამთარი ვერ გადაიტანოს! 
64 წლის იზო ცხოიძე შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა. იგი ახლა 22 წლისაა, მაგრამ არ არის სოციალურად ადაპტირებული, არ შეუძლია ლაპარაკი, სმენა აქვს დაქვეითებული, გააჩნია I კატეგორიის ინვალიდის სტატუსი. 
დედა-შვილი ცხოვრობს ქალაქ ფოთში საკუთარ სახლში, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ სახელმწიფომ მათ უარი უთხრა სოციალური შემწეობის დანიშვნაზე. ეს უაღრესად სამწუხარო ფაქტია, რამეთუ ეს ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს და მატერიალურ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
იზო ცხოიძე თავად ეტლს არის მიჯაჭვული. რამდენიმე წლის წინ მან გადაიტანა ინსულტი, მოკვეთილი აქვს მარცხენა ფეხი, დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, დიაბეტით, ჰიპერტონიით. 
აი, ასეთ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება ეს ქალი, რომელსაც მარტო უხდება დაუნის სინდრომით დაავადებული შვილის და საკუთარი თავის მოვლა. მეუღლე მას გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დახმარების ხელს პერიოდულად არავინ უწვდენს.
„ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა ეშველება ჩემს შვილს როდესაც მე არ ვიქნები?! ამაზე ფიქრი მტანჯავს და სასოწარკვეთაში მაგდებს. ძალიან განვიცდი, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, სამკურნალო თანხა კი მე არ გამაჩნია. ჩვენი შემოსავლის წყარო არის პენსია. სხვა რა გზაა, უნდა ვიმყოფინო...ახლა ზამთარი მოდის და იმის შიში მაქვს, რომ ვერ გადავიტანთ მას. არ მაქვს შეშის შეძენის საშუალება, რადგან პენსია პურზე და წამლებზე მიდის. უფალს შევთხოვ, რომ შეგვიმსუბუქოს ეს ტანჯვა...“, -ამბობს იზო ცხოიძე. 
მეგობრებო, მოდით ერთიანი ძალებით დავეხმაროთ დედა-შვილს! ისინი, პირველ რიგში, საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს. თუ გავერთიანდებით, ჩვენ შევძლებთ ვანუგეშოთ ეს ადამიანები, დავეხმაროთ მატერიალურად და გადავატანინოთ მოახლოებული ზამთარი. 
ღმერთი იყოს თქვენთან! 
თუ გაქვთ სურვილი, რომ დახმარება აღმოუჩინოთ ცხოიძეების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცხოიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
 თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე და უფალი მუდამ თქვენთან იქნება! 

მსგავსი პროექტები: