ღმერთმა მისი სიცოცხლე მაჩუქა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთმა მისი სიცოცხლე მაჩუქა

page info icon
2018 დეკემბერი 21
ზოგი ადამიანი ისე იტანჯება, საშინელ სიზმარშიც რომ არ დაგვესიზმრება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,563 ₾
( 323 დონორი )
დასრულებულია

როდესაც რაღაც გვაწუხებს და ცუდად ვართ, გვგონია, რომ ეს ტანჯვა არასოდეს დასრულდება. ღმერთს ვეკითხებით, რის გამო დავიმსახურეთ ასეთი განსაცდელი. ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ზოგი ადამიანი ისე იტანჯება, საშინელ სიზმარშიც რომ არ დაგვესიზმრება!!!

8 წლის წინ შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული რობაქიძეების ოჯახში დარდმა შეცვალა.  მათე დღენაკლული დაიბადა – 6 თვის. სულ რაღაც 1,5 კილოგრამს იწონიდა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, მაგრამ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ და არ გაგაჩნია საშუალება უშველო მას. მათეს საუბარი არ შეეძლო, ვერც გვაგებინებდა რა აწუხებდა“ – გვითხრა ნანამ, მათეს დედამ.

უფროსი ძმები და მშობლები არ კარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი საწაულს მოახდენდა და მათეს გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა. ყველაფერი გაყიდეს რაც ებადათ და ბავშვის სამკურნალოდ დახარჯეს. უფროსმა ბიჭებმაც ყველაფერზე უარი თქვეს ძმის გამო. სულ მათეს გვერდით იყვნენ და სასწაულის სჯეროდათ...

მართლაც მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მათეს მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. ახლა ის დამოუკიდებლად ჯდება, ცდილობს ცალკეული სიტყვების თქმას, უყვარს ტელევიზორის ყურება,  დედას ყველაფერს აგებინებს. ის ნაბიჯების გადადგმასაც კი ცდილობს...

არის დიდი იმედი იმისა, რომ ბიჭუნა გამოჯანმრთელდება, თუ ოჯახი მის მკურნალობას გააგრძელებს. მაგრამ მათ ამის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. დედის პედაგოგის ხელფასი და მამის გამომუშავებული თანხა მათ საერთოდ არაფრისთვის ყოფნით. კომუნალური გადასახადები, აუცილებელი პროდუქტები, წამლები მათესთვის... ამის შეძენაც შეუძლებელია ამ თანხით. სხვა შემოსავალი ოჯახს არ გააჩნია და იმედი მხოლოდ კეთილი ადამიანების თანადგომაზე აქვთ.

– მეზობლები გეხმარებიან?

– ღმერთს მადლობას ვწირავ ასეთი ეზობლებისთვის. მათ ძალიან უყვართ ჩემი მათე და გვერდში გვიდგანან სულ!

– ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ?

– ერთადერთი რასაც ვთხოვ კეთილ ადამიანებს მათეს გამოჯანმრთელლებაში გამიმართონ ხელი. ჩვენთვის ის უკვე 8 წელია ყველაზე მთავარი პიროვნაბაა!

– უფროს ბიჭებს რას ეტყოდით? ალბათ მათ თქვენი ყურადღება როგორ აკლდათ ეს წლები.

– 8 წლის წინ ისინი 16 და 14 წლის იყვნენ. ზუსტად ამ პერიოდში სჭირდებოდატ ყველაზე მეტი ყურადღება. ისინი კი სწავლისა და გართობის ნაცვლად მათეს მოვლაში მეხმარებოდნენ! ყველა მშობელი ვერ შეძლებს ისე ბავშვის მოვლას, როგორც ჯიმი და გიორგი უვლიდნენ. ერთხელ ისიც მოვისმინე როგორ ეუბნებოდა გიორგი მათეს „ჩემი შვილები რომ მეყოლება, შენზე მეტად მათ ვერ შევიყვარებო“ – დიდი ამაგი აქვთ ბიჭებს!

ჩემი ერთადერთი ნატვრაა შევაგროვო საჭირო თანხა და მათეს მკურნალობის კურსი ბოლომდე ჩავამთავრო! ვიცი, რომ ღვთის წყალობით ის სიარულს შეძლებს.

ჩვენი ფონდი ცდილობს დაეხმაროს პატარა მათეს, ამაში თქვენი თანადგომაც გვჭირდება!

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე რობაქიძე)

საიტიდან:

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:  NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. В разделе (ფონდისდამატებითუფლებებსდამოვალეობებსგაეცანითბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

აჩუქეთ იმედი! ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!


მსგავსი პროექტები: