გოგონა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოგონა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

page info icon
2019 მარტი 1
page info icon
1927
15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,004 ₾
( 84 დონორი )
დასრულებულია
15 წლის ნინო მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით. ეს ის დაავადებებია, რომლებიც ნებისმიერი მშობლისთვის როგორც წინასწარი განაჩენი ისე ჟღერს. 
15 წელია, რაც ეს პაწაწინა არსება გამუდმებული ტკივილებისა და კრუნჩხვებისგან იტანჯება, ხოლო ჰაერის უკმარისობა კიდევ უფროს ართულებს მის ისედაც უმძიმეს მდგომარეობას. ნინოს არ შეუძლია სიარული, ვერ ლაპარაკობს, ხედავს ცუდად და შეკითხვებზე არ რეაგირებს. იგი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმყოფება  სადღაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის,  ცასა და მიწას შუა... 
     არც ისე ბევრი მშობელია ჩვენს ირგვლივ, ვინც უკურნებელი სენით დაავადებულ შვილს უვლის. ეს ნამდვილად რომ გმირი ადამიანებია, რომლებსაც სიყვარულის დიდი ძალა ამოძრავებთ. იდეით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მათ გაათმაგებული დახმარება უნდა გაუწიოს, თუმცა ამის სანაცვლოდ, ისინი იმასაც კი ართმევენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ნუთუ ამ ჩინოვნიკებს სულ არ შემორჩათ  სინდისის ნატამალი? ნუთუ არ ეშინიათ ღმერთის, რომლის რისხვა ცეცხლითა და მახვილით განსჯის ადამიანის მიერ ჩადენილ ბოროტებას. 
          უგულო ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ჩვენ მოვინახულეთ ეს ოჯახი, სადაც სიღარიბე სუფევს. დედას იმის ფულიც კი არ გააჩნია, რომ შვილს ელემენტარული სამედიცინო კვლევა ან პროფილაქტიკური კურსი ჩაუტაროს?! ნუთუ იმ დასახლებაში ერთი ექიმიც კი არ არის, ვინც გულთან ახლოს მიიტანდა ნინოს მდგომარეობას და საჭირო რჩევებს მისცემდა დედას? რა ფულზეა აქ საუბარი, როდესაც საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება?  მეგობრებო, განა არ ვართ მართალი? 
   დედა-შვილი კორპუსის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს  გოგონას პენსია, რომელიც I ჯგუფის ინვალიდია. 
       როგორ უმკლავდებიან სირთულეებს და რის იმედი აქვთ? ამ შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ეკატერინე ემინაძეს, ნინოს დედას:
     -პირველ რიგში მინდა შეგეკითხოთ - სად არის გოგონას მამა, რატომ არ გეხმარებათ იგი შვილის მოვლაში? 
    ეკატერინე: იგი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ნინოს დაბადების შემდეგ, ჩემი მეუღლე რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ჩვენთან, ხოლო მერე მიგვატოვა. შვილის აღზრდაში დედა მეხმარებოდა: მოდიოდა და ამზადებდა სადილს, ტანს ბანდა ბავშვს, უცვლიდა საფენებს. მე ამ დროს წაქცევაზე ვიყავი, რადგან ღამით ვდარაჯობდი შვილს. სწორედ ღამით ემართება ნინოს კრუნჩხვები და სულის ხუთვა. ასე რომ,  ვიბრძოდი და ვიბრძვი  მისი ყოველი ამოსუნთქვისთვის. ნათესავებიც მეხმარებოდნენ შეძლებისდაგვარად და ამ გზით მოვიტანეთ თავი დღევანდელ დღემდე. 
     -სახელმწიფოს მხრიდან რა სახის დახმარებას იღებთ? 
    ეკატერინე: რაზეა საუბარი - 6 წლის წინ შეგვიჩერეს სახელმწიფო ფულადი დახმარება. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ბინა მაქვს და დედაჩემის მიერ მოტანილი ელემენტარული ავეჯი. 
        -ჩვენ დავწერთ ამის შესახებ და იმედია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგაქცევთ ყურადღებას.
      ეკატერინე: თქვენი იმედი მაქვს, დიდი მადლობა. 
     -პარლამენტის ან ადგილობრივი დეპუტატებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?
     ეკატერინე: მე იმედგაცრუებული ვარ და არ დავდივარ არჩევნებზე, არ მჯერა ამ ხალხის და რა ვქნა?! მე მჯერა ღმერთის, მე მჯერა ღვთისმშობლის, მჯერა რომ უფალი არ მიგვატოვებს და მოგვივლენს კეთილ ადამინებს, რომლებიც დაგვეხმარებიან. 
    -ეკატერინე, ღმერთის უნდა გწამდეთ, მაგრამ როგორც სახარებაში სწერია: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“. ასე რომ, თუ არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და არ აირჩევთ სასურველ დეპუტატებს, ვერც ვერავისთან მიხვალთ...  ქვეყანაში „წესრიგის“ დამყარება მხოლოდ პატიოსან და პროფესიონალ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ვინც ხალხის პრობლემებს  საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს და ასეთი ადამინები ხელისუფლებაში ხალხს მოჰყავთ დემოკრატიული არჩევნების გზით.
       ეკატერინე: მე ვიცი, რომ ჩემი შვილის სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით შეიძლება მისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქება, სიცოცხლის გახანგრძლივება. თქვენი ფონდის მეშვეობით მინდა მივმართო ქველმოქმედ ადამიანებს, რომ გამომიწოდონ დახმარების ხელი, რათა ჩემმა გოგონამ კიდევ იცოცხლოს. 
     -კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე?
    ეკატერინე: იქნებ ვინმემ ექიმის ვიზიტი დააფინანსოს? ბოლოს დროს ნინოს განსაკუთრებით აწუხებს ხერხემალი... მას კიდევ ძალიან უჭირს ყლაპვა და მიხდება საჭმლის „დანაყვა“. ბლენდერი რომ მქონდეს, ამას მარტივად გავაკეთებდი, რადგან  სპეციალურ კვებას ვერ ვყიდულობ, ჩემთვის ძალიან ძვირია... თუმცა დღეს ყველაზე მეტად ნინოს მაინც მედიკამენტები და ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. 
      მეგობრებო, ნინო ჩუტკერაშვილს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სპეციალური საკვები პროდუქტები, ორთოპედიული მატრასი,  ბლენდერი. 
        შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მას დახმარების ხელი.
        დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ჩუტკერაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
      სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ! 

მსგავსი პროექტები: