გილოცავთ დაბადების დღეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გილოცავთ დაბადების დღეს!

page info icon
2019 აპრილი 10
page info icon
237
ჩახედეთ ამ ბავშვს თვალებში! ეს არის დათო, ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელი! ჩვენი სიამაყე და სიხარული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
197 ₾
( 19 დონორი )
დასრულებულია

მალე თეთრმეტი წლის გახდება, თუმცა, ამ ასაკისთვის ზედმეტად რთული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს დაგროვებული. რა თქმა უნდა, ჩვენ მას მივულოცავთ და საჩუქარსაც ვაჩუქებთ, გავუწყობთ მაგიდას, 11 სანთელს დავუნთებთ ტორტზე, მოვუწყობთ წვეულებას, თუმცა ყველაზე მეტად გვსურს, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ კეთილ წამოწყებაში! ჩვენი ფონდი მიზნად ისახავს ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციას. 
დათომ რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა:
-დათო, გახსოვს, როგორ მოხვედი ჩვენს სახლში?
-რა თქმა უნდა, მახსოვს. ზაფხული იყო, ცხელოდა. მე და ჩემი ძმა ერთად მოგვიყვანეს. ვღელავდი, მეშინოდა. თუმცა, როგორც კი შევედი სახლის ეზოში, ბავშები გარს შემოგვეხვივნენ. გვანახეს დიდი, ლამაზი ოთახი და ნერვიულობამ გადამიარა. ხუთი, თუ ექსვი წელი გავიდა მას შემდეგ.
-რატომ აღმოჩნდი აქ? როგორ ცხოვრობდი აქამდე?
-თავიდან ძალიან კარგად ვცხოვრობდით, დიდი ოჯახი ვიყავით. დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მე და ჩემი ძმა. მაგრამ მერე, ყველაფერი აირია. დედა ავად გახდა და გარდაიცვალა. მამა შეუძლოდ იყო... ბებია და ბაბუა ძალიან მოხუცები იყვნენ და ვეღარ გვივლიდნენ. საჭმელი აღარ გვქონდა.
-დედა გახსოვს?
-რა თქმა უნდა! ყველაზე ლამაზი და კეთილი იყო! ახლა ვიცი, რომ ზეცაშია და იქიდან მფარველობს. ყველანაირად ვცდილობ, რომ იამაყოს ჩემით.
-ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
-ბიზნესმენი! ჩემი ბიზნესი მექნება.
-გაქვს გადაწყვეტილი მიმართულება?
-კი, სამოდელო ბიზნესი მექნება! ლამაზი კაბები რომ შევკეროთ. დედა ხატვას რომ მასწავლიდა, ყოველთვის ლამაზ კაბებს ხატავდა და დავპირდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, ძალიან ბევრს ვუყიდდი... დედიკო აღარ მყავს, მაგრამ სხვის დედიკოებს მაინც გავახარებ!
-ძალიან კეთილშობილი გეგმები გაქვს, ყოჩაღი ხარ!
-ვიცი, ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭი ვარ. (იცინის)
-ახლა რაზე ოცნებობ, რა საჩუქარი გინდა დაბადების დღისთვის?
-ძალიან მინდა "მონოპოლია". თამაშია ესეთი, მომავალი ბიზნესმენებისთვის.
რა შეიძლება ამას, რომ დავამატოთ? ვუსურვოთ დათოს ჯანმრთელობა და ოცნებების ასრულება! ღმერთმა ქნას, რომ მისი სურვილები ასრულდეს და ეს ტკივილი, რაც ამ ბავშვმა განიცადა, აღარავინ განიცადოს.
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი გაიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ყმაწვილი, შეგიძლიათ მიწეროთ მას. ის უბედნიერესი იქნება თქვენი ყურადღებით, რადგან იგრძნობს, რომ ის მარტო არ არის.
ყველას შეუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე: 
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი დათოსთვის), ან ჩვენი საიტის მეშვეობით. 
ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpayდა ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.