მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს!

page info icon
2019 ივნისი 18
მათ კარგად იციან რას ნიშნავს დაიძინო მშიერმა, იარო დახეული ფეხსაცმლით, იცხოვრო ნესტიან და საშინელ სახლში, გეძინოს ხან იატაკზე დან დანგრეულ საწოლში...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,332 ₾
( 108 დონორი )
დასრულებულია

ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი: ანა-მარია -12 წლის; რომა - 10 წლის; ლუკა - 9 წლის; ლაშა - 4 წლის; ელენე - 2 წლის. მათ კარგად იციან რას ნიშნავს დაიძინო მშიერმა, იარო დახეული ფეხსაცმლით, იცხოვრო ნესტიან და საშინელ სახლში, გეძინოს ხან იატაკზე დან დანგრეულ საწოლში...
ეს ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. კედლებში იმდენი ბზარია, რომ მათ ამოვსებას ტილოებით და გაზეთებით ცდილობენ. ბოლო სართულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლებს ობი აქვს მოდებული, იატაკი - ბეტონისაა, ფანჯრებში მინები არ არის, დაფლეთილი ცელოფნით „იჭერენ“ წვიმას და ქარს. 
„ჩვენარ გვაქვს საშუალება რამე შევაკეთოთ, არადა დღითიდღე უარესდება ჩვენი მდგომარეობა, აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება“ - ამბობს ქალბატონი რიფსიკი.
მშობლებსა და მათ ხუთ შვილს დასაძინებლად სამ საწოლი აქვთ, საწოლები საშინელ მდგომარეობაშია, დაჟანგებული და შელახულია. კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს... ოდესღაც. 7 სულიან ოჯახს სულ 3 სკამი აქვს. რიგრიგობით სადილობენ და გაკვეთილებსაც რიგრიგობით აკეთებენ. 
წვიმის დროს ბავშვები გარეთ ვერ გადიან, რადგან არ აქვთ ნორმალური ფეხსაცმელი.
საკუთარ რთულ ცხოვრებაზე ქალბატონი რიფსიკი, ხუთი შვილის დედა გვესაუბრა: 
– სოციალური შემწეობაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ის ელემენტარულ პროდუქტებზე თუ გვყოფნის: პურზე, იაფფასიან მაკარონზე და ზოგჯერ კარტოფილზეც... ვიხდით შუქის ფულს და ძალიან იშვიათად ბავშვებისთვის რამე საწუწნი კანფეტებს ვყიდულობ – 100 გრამს.
ჩემი მეუღლე მუშაა, სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს, განსაკუთრებით ქუთაისში. იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე რამე, ერთი, ან ორი დღით. ასეთ დღეებში მთელი ოჯახი უბედნიერესია. შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ერთი ქათამი ვიყიდოთ!
- როგორ ცხოვრობენ ბავშვები ესეთ პირობებში?
– მთელი ზამთარი ავადმყოფობენ, გამათბობელისა და ბუნებრივი აირის ფული არ გვაქს. 6 წლის წინ, ფილტვების ანთებით 4 თვის შვილი გარდაგვეცვალა. ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია იყო. ყველაზე რთული იყო ცხოვრების გაგრძელება ამის შემდეგ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე ჩემი შვილებისთვის. მერია ყოველთვიურად 150 ლარს გვირიცხავს წამლებისთვის. თუმცა, როდესაც მივმართე განცხადებით სახურავის რემონტისა და ფანჯრების მონტაჟის შესახებ, მათ უარი მითხრეს და განმიცხადეს, რომ ბიუჯეტში ესეთი თანხები არ არის გათვალისწინებული. დეპუტატისთვის არ მიმიმართავს.
- რაზე ოცნებობთ?
– ჩემი ოცნება იყო ბევრი შვილი მყოლოდა. უფალს მადლობას ვწირავ ამისთვის! თუმცა ახლა ვოცნებობ იმაზე, რომ მათ შიმშილი არ უწევდეთ, ტანსაცმელი ჰქონდეთ, მქონდეს მათთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და შესაძლებლობა, რომ მივცე განათლება.
- ბავშვები, თქვენ რაზე ოცნებობთ და ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ?
ანა-მარია (12 წლის): ყველაზე მეტად მინდა პოლიციელი გამოვიდე, კანონი და ხალხი რომ დავიცვა. ვოცნებობ, რომ ნოუთბუქი მქონდეს.
რომა (10 წლის): ტანსაცმელი მინდა და ფეხსაცმელი. ცოტა დიდი რომ იყოს ზომით, დიდხანს რომ მეცვას. ბავშვთა ექიმი მინდა რომ გამოვიდე, ვუმკურნალებ და თან ბევრს ვაცინებ.
ლუკა (9 წლის): მეც მინდა პოლიციელობა... ან ჯარისკაცობა. ზოლებიანი კეტები მომწონს ძალიან, მაგრამ დედა ვერ ყიდულობს, ძვირიაო.
ლაშა (4 წლის): სათამაშო მანქანა, ხმებსაც რომ გამოსცემდეს.
მოცემული მომენტისთვის გევორქიანების ოჯახის მდგომარეობა კატასტროფულია: სოციალური შემწეობა იმდენად მცირეა, რომ ამ ოჯახს ფაქტობრივად არაფერზე არ ჰყოფნის. მათ ძალიან სჭირდებათ დახმარება: საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები ბავშვებისთვის, საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ავეჯი და უამრავი სხვა!
ხართ მათი ერთადერთი იმედი, პატივცემულო მეგობრებო! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თანაუგრძნოთ ამ ოჯახს და შეუმსუბუქოთ ტანჯვა!
თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. ბავშვეს ამით ძალიან გაახარებთ, მათ სჭირდებათ იმედი და ყურადღება! მათი მისამართია: ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქუჩა 205, ბინა 63, ტელ.: 568831140
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი, დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გევორქიანების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მეგობრებო, ანგარიშს თითოეული დახარჯული თეთრის შესახებ დეტალურად მოგახსენებთ საქველმოქმედო აქციის დასრულებისთანავე.

მსგავსი პროექტები: