„გული ვეღარ უძლებს მარტოობასა და ამდენ ტკივილს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„გული ვეღარ უძლებს მარტოობასა და ამდენ ტკივილს!“

page info icon
2019 ივნისი 24
70 წლის ლიანა ფხალაძე ძალიან უბედური ადამიანია. მეუღლე 32 წლის წინათ გარდაეცვალა, ხოლო ერთადერთი ვაჟი - 2004 წელს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
282 ₾
( 27 დონორი )
დასრულებულია

70 წლის ლიანა ფხალაძე ძალიან უბედური ადამიანია. მეუღლე 32 წლის წინათ გარდაეცვალა, ხოლო ერთადერთი ვაჟი - 2004 წელს. ის აბსოლუტურად მარტო დარჩა, სიბერეს მოწყენილობაში, უფულოდ, ნათესავებისა და ახლობლების გარეშე ატარებს. საშინელი დაავადებები კიდევ უფრო უმწარებს ცხოვრებას. შაქრიანი დიაბეტი, კატარაქტა, ჰიპერტონია... ამავდროულად მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
 ის პატარა სახლის, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, რომელშიც ზამთარში გაუსაძლისად ცივა, ხოლო ზაფხულშ საშინელი ჩახუთულობაა. ქალბატონ ლიანა ფხალაძეს ძალიან უჭირს გადაადგილება, რადგან იატაკი დაზიანებულია და ფაქტობრივად მთელი ადგილი არც გააჩნია. სიდუხჭირე, შიმშილი, ნათესავების გარდაცვალება, ავადმყოფობები, მარტოობა... მოკლედ, ყველა უბედურება ერთად. მომავლის არანაირი იმედი. ლიანა ფხალაძეს არაერთხელ მიუმართავს დახმარებისთვის მთავრობისთვის, როგორც თავად ამბობს, არავინ აქცევს მას ყურადღებას. მას სოციალური შემწეობაც კი შეუჩერეს, თუმცა არავინ აუხსნა რატომ. 
მეგობრებო, სანამ სამთავრობო ორგანიზაციები გამოფხიზლდებიან, ჩვენი ვალია არ დავტოვოთ მარტოხელა ქალი ამ გასაჭირთან. ჯერ არ არის ის იმას ასაკის, რომ ჩაიქნიოს ცხოვრებაზე ხელი, თან მითუმეტეს, როდესაც ადამიანი ნებისმიერ ასაკში იმსახურებს ნორმალურ, ადამიან მოპყრობას. 
ჩვენ გავესაუბრეთ ლიანა ფხალაძეს, მან გაგვიზიარა თავისი პრობლემები და დარდები:
-გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?
ლიანა ფხალაძე: ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, წნევა ყოველთვის მაღალი მაქვს. თითქმის ვეღარ ვხედავ, ძვლები მტკივა, შაქრის დიაბეტი მტანჯავს და მარტოობა ყველაზე მეტად მაუბედურებს. უსურობის შეგრძნება საშინელებაა. ღმერთმა დაგიფაროთ ამ შეგრძნებისგან! გული ვეღარ უძლებს მარტოობას და ამდენ ტკივლის.
-რით გარდაიცვალა თქვენი მეუღლე და შვილი?
ლიანა ფხალაძე: მეუღლე გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა, ხოლო შვილს ღვიძლის ავადმყოფობა დაემართა. 1989 წელს ჩემი შვილი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა მომწამლავი აირი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად. მაშინ დაავადდა. ვმკურნალობდი, ვუვლიდი, თუმცა მისმა ორგანიზმა ვერ დაამარცხა ეს ავადმყოფობა.
-ნათელია, რომ თქვენს ბინაში  საცხოვრებელი პირობები ფაქტობრივად არ არის...
ლიანა ფხალაძე: ნამდვილად არ არის. იატაკი საშინელ მდგომარეობაშია, მეშინია არ ჩავვარდე; ავეჯი - როგორც ხედავთ, ძველი და უვარგისია; არ მაქვს მაცივარი და სარეცხი მანქანა. ზამთარში გამათბობელს არ ვრთავ, რადგან ვერ გადავიხდი. 
-რა არის თქვენი „შემოსავალი“?
ლიანა ფხალაძე: მხოლოდ 200 ლარი პენსია. ადრე სოციალურ დახმარებასაც ვიღებდი, თუმცა უკვე ოთხი წელია რაც შემიჩერეს. ვუჩივლე, თუმცა მიზეზი არ ამიხსნეს, ყოველ შემთხვევაში მე ვერ გავიგე. ამიტომ ვცხოვრობ ასე, 200 ლარით. უბედური და მშიერი თვიდან თვემდე. 
-დახმარებისთვის თუ მიგიმართავთ?
ლიანა ფხალაძე: რა თქმა უნდა. უამრავჯერ! უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ მიმიმართავს მერიისა და გამგეობისთვის. ვთხოვ, რომ უფასოდ გამომიყონ გლუკომეტრი შაქრის დონის გასაკონტროლებლად. თუმცა მეუბნებიან, რომ არ მეკუთვნის. „მობრძანდით პოლიკლინიკაში და უფასოდ გაგიზომავთ“ - ამას მპასუხობენ. განა მე შემიძლია პოლიკლინიკაში სიარული? განა შემიძლია საათობით რიგში ჯდომა?
- ჩვენ აუცილებლად მივწერთ წერილს მთავრობას, აგრეთვე თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, რათა მოგაქციონ კუთვნილი ყურადღება და გაგიწიონ შესაბამისი დახმარება, რადგან თითოეული დეპუტატის ვალია ამომრჩეველზე ზრუნვა.
ლიანა ფხალაძე: დიდი მადლობა თქვენს ფონდს. თქვენი მედ-და ძალიან მეხმარება. ვგიჟდები მაგ გოგოებზე, ჩემთვის ისინი ოჯახის წევრებივით არიან. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ არ იზარებთ ჩემზე ზრუნვას. ღმერთმა ყველას წარმატება და ჯანმრთელობა მისცეს.
-რაზე ოცნებობთ?
ლიანა ფხალაძე: სიკვდილი არ მინდა. არც იფიქროთ, რომ ჩემს ასაკში აღარ ვოცნებობ. მე მინდა სიცოცხლე და ვოცნებობ პატარა ბაღზე სახლის ირგვლივ, რომ დავთესო მწვანილი და ბოსტნეული. თუ ღმერთი ისურვებს ჩემს წაყვანას ჩემს შვილთან და მეუღლესთან, მაგასაც არაუშავს. ყველაფერი უფლის ნებაა.
მეგობრებო, მარტოხელა მოხუცებული ქალბატონი შველას ითხოვს! ამ ეტაპზე მას ყველაზე მეტად ესაჭიროება: წამლები, საკვები პროდუქტები, მაცივარი და სარეცხი მანქანა. საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ მის გახარებას! ყველაფერი ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული! ნუ გადადებთ ხვალისთვის კეთილ საქმეებს!
თუ თქვენ გაქვთ დახმარების სურვილი თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიანა ფხალაძე) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი