„ჩემი შვილი ჩემ თვალწინ კვდებოდა“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ჩემი შვილი ჩემ თვალწინ კვდებოდა“

page info icon
2019 ივლის 25
„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეტებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
874 ₾
( 49 დონორი )
დასრულებულია

„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეტებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ჩვენი ფონდის „შინ მოვლის“ პროექტის ბენეფიციარმა 90 წლის ციალა ჭეიშვილმა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადებები აწუხებს და დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევენ. მას უჭირს გადაადგილება და თითქმის მთელი დღე წევს. მხოლოდ საყვარელი შვილის ძახილი და გამოცემული ხმები თუ ააყენებს მას ფეხზე და შეასრულოს მოძრაობები, რომლებიც მას ძალიან დიდ ტკივილს აყენებენ!
ჩამოხეული კედლები, საიდანაც ძველი გაყვანილობა ჩანს; სარემონტოდ გამზადებული მასალები, რომლებიც 6 წელია რაც კარადის თავზე იმტვერება; საპირფარეშოს და სამზარეულოს კეთილმოწყობა ციალა ჭეიშვილის შვილმა იგორიმ მოასწრო. ახლა შეუძლია მხოლოდ იამაყოს. მისაღებ ოთახში დგას ძველი მაგიდა, რომელზეც იგორის წამლები აწყვია. საწოლთან მდგარ ძველ სკამზე კი რამდენიმე წამალი დევს, დედისთვის, იმისთვის რომ ადვილად მისწვდეს მათ. 
აქ გეგონება რომ დრო გაჩერდა, უყურებენ საათს, მხოლოდ იმისთვის რომ არ დაავიწყდეთ წამლის მიღების დრო. 6 წლის წინ ციალა და იგორ ჭეიშვილების ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება იმ ლიანდაგზე გადავიდა, რომელზეც მატარებლები დიდი ხანია უკვე აღარ დადიან, და უკუნეთში გაჩერდა... 
- გთხოვთ, მოგვიყევით როგორ ცხოვრობდით?
- ჩვენ ბედნიერად და უდარდელად ვცხოვრობდით. პენსიაზე რომ გავედი, ჩემი შვილი მუშაობდა და უზრუნველმყოფდა ყველაფრით. მე ხომ მარტომ გავზარდე, განათლება მივეცი, ფეხზე დავაყენე... მამამისმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც იგორი 5 წლის იყო. მაგრამ ჩემი ბიჭი ყოჩაღი გამოდგა.
და აი, ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტის კეთება. მან თავად გაარემონტა სველი წერტილები, მოაპირკეთა აბანო და სამზარეულო. და დაიწყო შპალერის ჩამოხევა. დღისით სამსახურში დადიოდა, საღამოს კი სარემონტო სამუშაობს განაგრძობდა...
ერთ დილით კი ყველაფერი შეიცვალა! იგორი სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. სანამ კარის გასახსნელად მივედი ჩემი ბიჭი კართან ეგდო უკვე გაუკვეველი ბგერებს გამოსცემდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო და ყვირილი დავიწყე... მეზობლები მოცვივდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს, შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი შვილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა თქმა უნდა ამან ჩემ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც მქონდა პირველივე თვეებში იგორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, მაგრამ ამან არ უშველა. ის დღესაც ვერ გამოთქვამს სიტყვებს და გულზეც იმის შემდეგ პრობლემები აქვს. 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაუმეორდა ინსულტი, რამაც ორივეს მდგომარეობა დაგვიმძიმა.
მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლი მოაწესრიგოს და შეძლებისდაგვარად მომიაროს. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ჩემი იგორი გონებას კარგავს და ვერც კი მცნობს ხოლმე. 
ჩვენ მას ვეკითხებოდით პრობლემებზე, სიხარულზე, ოცნებაზე, ის კი სულ ერთი და იმავეს გვპასუხობდა „ჩემი იგორი“!
აქ რთული სათქმელია, რომ ვინ ვიზე ზრუნავს - 90 წლის დედა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წევს და შვილისთვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუ შვილი, რომელსაც არ შეუძლია კითხვა, ვერ გამოთქვამს სიტყვებს და მხოლოდ დედას ესმის მისი. 
- ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ?
-თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, როგორ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, მე ხომ მხოლოდ პენსია მაქვს. 50 წელიწადი ვმუშაობდი, გავზარდე შვილი და სახელმწიფო მხოლოდ ინვალიდობისთვის 100 ლარს მაძლევს. კიდევ კაი რომ ჩვენი რაიონის გამგეობა ძვირადრირებულ წამლებს გვიფინანსებს იგორისთვის, ისიც ნაწილობრივ. ახლანდელი გამგებელი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ეს დახმარება გამოგვიყო. მისი წინამორბედები, ფულს ხომ მხოლოდ ჯიბეში იდებდნენ.
რაც შეეხებათ ჩემს გოგონებს, რომლებიც თქვენი ფონდის „შინ მოვლის“ ექთნები არიან, ისინი რეგულარულად მოდიან და გვივლიან მე და იგორის. ისინი რომ არა ვინ გაუკეთებდა ჩემ შვილს აუცილებელ ნემსებს. გარდა მაგისა, მათ ჩვენთვის საჭირო მედიკამენტებიც მოაქვთ ფონდიდან. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ, კეთილ და მზრუნველ ხალხს.
90 წლის განმავლობაში ციალა ჭეიშვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მთავარი სიმწარე ცხოვრება მოხუცებულობისთვის შემოუნახა. ამ ხვედრს ის ახლა ტკივილითა და სიმწრით იხსენებს და გვიყვება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის, მის შვილს ხომ მხარდაჭერა სჭირდება. „არ მინდა სიმდიდრე და ბევრი ფული. ძველი პურის ნაჭერსაც გემრიელად შევჭამ, არც წამლები მჭირდება, მხოლოდ ის მინდა რომ იგორის საჭირო მედიკამენტები და მკურნალობა ჰქონდეს, რომ მდგომარეობა გამოუკეთდეს. მხოლოდ ერთს ვთხოვ ღმერთს, რომ უკეთ იყოს იგორი, ჩემთვის ამ ქვეყნიდან წასვლა უფრო მარტივი იქნება. ახლა კი მისი ბედის ანაბარად დატოვება არ შემიძლია“, - გვითხრა გამწარებულმა დედამ.
კეთილო ხალხო უთანაგრძეთ ამ მათ! ავადმყოფებს სხვადასხვა დაავადებებისთვის მედიკამენტები სჭირდებათ, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, ფული კი მათ შესაძენად არ ჰყოფნით. თუ გადაწყვეტთ დახმარებას - ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ციალა ჭეიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც 
       თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
არავის ჰგონია, რომ მსგავსი რამ ერთ-ერთ ჩვენგანსაც დაემართება. ღმერთმა არ ქნას! მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. დავუდგეთ მათ გვერდით და ვიშვილოთ გატანჯული დედა და მისი მოყვარული შვილი.

მსგავსი პროექტები: