შვილის შემხედვარე, მამას გული აქვს ნაფლეთებად ქცეული
2019 აგვისტო 7
8545
ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
11,590 ₾
(
837 დონორი )
საშინელებაა, როდესაც საავადმყოფო ადამიანის „სახლად“ იქცევა. ემილია - ეს არაჩვეულებრივი გოგონა, უკვე 3 წელია, რაც კლინიკაში წევს. ხანდახან იგი გააღებს თვალებს, ღრმად ამოისუნთქავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება. ბავშვი უმალვე კარგავს გონებას და კომაში ვარდება.
ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია. იგი რეანიმაციის განყოფილების კარებთან „მორიგეობს“, ღამეებს უძილოდ ატარებს, ოცნებობს შვილის გამოჯანმრთელებაზე, თუმცა სიტუაცია არ იცლება უკეთესობისკენ.
„,მე ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მასთან. მისი შემხედვარე, გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. იცით, სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და „გამარჯვებაც“ მოვა, - ამბობს ჩვენთან საუბარში იური ბუკია.
ემილია დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი მას ჰიდროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინზე ბავშვს 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად რთული რჩება.
6 წლის წინ, იურიმ და სალომემ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. შეეძინათ ტყუპები - მარიამი და მართა. მამა მუშაობდა სტომატოლოგად, დედა - უვლიდა ბავშვებს. მოკლედ, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მატერიალურად არ უჭირდათ.
როდესაც დაიბადა ემილია, ბუკიების ოჯახის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. „მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე ხობში როგორ უნდა დამეძინა მშვიდად? - ამბობს იური ბუკია. ჩემი გული იქ იყო, ჩემს შვილთან. მე მას ვერ მივატოვებდი. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა სახლი და თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად. შევსახლდით ერთ პატარა ბინაში თემქაზე. მეუღლე უვლის ტყუპებს, მე კი - ემილიას და, შესაბამისად, კლინიკაში ვიმყოფები.
-როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი?
იური: სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და პამპერსში გვეხარჯება. ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ხანდახან მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რომ ტყუპებს არ მოაკლდეს საჭმელი.
-სახელმწიფო რით გეხმარებათ?
იური: ჯანდაცვის სამინისტრო იხდის მკურნალობის და კლინიკაში ყოფნის საფასურს, ხოლო მედიკამენტების ნაწილს და პამპერს მე ვყიდულობ.
-ანუ ტყუპებისთვის თანხა არ გრჩებათ?
იური: თითქმის არ მრჩება.
-რამდენი წლისანი არიან ტყუპები და ყავთ თუ არა ნანახი ემილია?
იური : მარიამი და მართა 5 წლისანი არიან. დაიკო რამდენჯერმე ყავთ ნანახი. ორი წლის წინ, ემილია ცოტა უკეთ შეიქნა და ექიმებმა ნება დაგვრთეს იგი სახლში წაგვეყვანა. რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდათ გიგონებს?! კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ: „მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“. ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღე გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. მას არ შეუძლია სუნთქვა აპარატის გარეშე და ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
მეგობრებო, მოდით ვილოცოთ ამ არაჩვეულებრივი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის. ლოცვას, როგორც იცით, უდიდესი ძალა აქვს.
თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ემილია ბუკიას მამას, გაესაუბროთ და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება. მისამართი: თბილისი, თემქა, 11 მკრ, 2 კვარტალი, ტელ.: 568 16 15 15. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ემილია ბუკიას უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ემილია ბუკია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
მადლობელი ვიქნებით, თუ გააზიარებთ ამ პუბლიკაციას, რათა უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს იგი შესაძლო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო...
შეგროვებულია
7,090.37 ₾
დაეხმარა
450
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით...
შეგროვებულია
36,208.47 ₾
დაეხმარა
2,308
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა...
შეგროვებულია
12,235.68 ₾
დაეხმარა
942
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ...
შეგროვებულია
5,609.64 ₾
დაეხმარა
451
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და...
შეგროვებულია
20,433.4 ₾
დაეხმარა
1,463
|