პროექტის რეპორტი დედა-შვილი უბედურების ტყვეობაში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა-შვილი უბედურების ტყვეობაში

page info icon
2019 აგვისტო 26
უკვე 16 წელია, რაც ახალგაზრდა დედა - ირინა ნავროზიანი იბრძვის შვილის სიცოცხლისთვის. დედა-შვილს საშინელ პირობებში უწევს სიკვდილთან გამკლავება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,168 ₾
( 187 დონორი )
დასრულებულია

„მადლობა, რომ ასე შეიყვერეთ ჩემი შვილი“


მეგობრები, ეს სიტყვები თქვენთან პატარა ლუკას დედამ, ირინამ დაგვაბარა. ირინა ყველას მადლობას გიხდით მისი გასაჭირის გაზიარებისთვის. „მადლობა თქვენ და დაე უფალი იყოს თქვენი მფარველი მძიმე წუთებში“-ამბობს იგი.
ლუკა დაბადებიდან ავადაა. მას, სამწუხაროდ, უკურნებელი სენი აქვს, მაგრამ ეს როდი აკავებს ჩვენს კეთილ თანამოქალაქეებს, დახმარება აღმოუჩინონ ოჯახს. ქართველებისთვის ხომ, არ არსებობს სხვისი შვილები. დედამიწის ზურგზე ყველაზე კეთილი ერისთვის ხომ ავადმყოფი ბავშვი საერთო ტკივილია, რომელიც ყველას ერთნაირად აწუხებს. თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ მისთვის, ვიდრე საკუთარმა მამამ. თქვენ იზრუნეთ მასზე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით.

- ირინა, რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, რომელიც თქვენს შვილს დაეხმარა?
ირინა: უღრმესი მადლობა მათ და ღმერთს, რომელმაც მათი თავი გამოუგზავნა ჩემ ბიჭს. ისინი ლუკასთვის მფარველი ანგელოზები არიან.
იცით, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი სისხლი და ხორცი, ცხოვრების აზრი უკურნებელი სენითაა დაავადებული, ფარ-ხმალს ყრი, სასოწარკვეთა გიპყრობს და ერთადერთი, რაც გინდა, ბევრი ტირილი, შემდეგ კი სიკვდილია. სიკვდილი, რომ არ უყურო მის ტაჯვას, არ გაიგონო მისი განწირული ტირილი, მაგრამ შემდეგ უფალი ცხოვრების გაგრძელების ძალებს გაძლევს, შვილისთვის ცხოვრების გაგრძელების ძალებს. ბავშვი იზრდება, მძიმდება და ძალებიც ყოველ წელს სულ უფრო მეტია საჭირო, მე კი ასაკი მემატება და ამიტომაც, უფალს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ - გამაძლიეროს. გამაძლიეროს, რომ ღირსეულად ვზიდო ჩემი ჯვარი, რომ მადლიერი ვიყო თითოეული დღისა, რომელსაც შვილთან ერთად ვატარებ.

- მოგეწონათ საჩუქრები, რომლებიც კეთილმა ადამიანებმა გამოგიგზავნეს?

ირინა: რას ამბობთ, თქვენ მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ამისრულეთ. მე ხომ, ვერც კი ვიოცნებებდი სარეცხ მანქანაზე. რაც შეეხება მტვერსასრუტს, ის ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ლუკას ხშირად ემართება ხუთვითი შეტევები, ამიტომაც სახლში მტვრის ნასახი არ უნდა იყოს. ხორცსაკეპი კი... თქვენ მე გადამარჩინეთ. აწი გაცილებით ადვილი იქნება საკვების დაქუცმაცება ჩემი ბიჭისთვის. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი.

და აი, უკვე მერამდენედ ვაკეთებთ კეთილ საქმეს უფლის სახელით, მეგობრებო და გვჯერა, რომ იგი არ მიატოვებს ამ პატარა, უბედურ ბიჭუნას და მის დედიკოს. ნუ დაგავიწყდებათ მათი მოხსენიება ლოცვებში, დაეხმარეთ მათ, როგორც შეძლებთ.

მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველები ყოველთვის ერთად ვიდექით მძიმე წუთებში, რომ ჩვენთვის არ არსებობს სხვისი გასაჭირი, ხოლო თუკი თავს ცუდად ყოველდღიური პრობლემების იგრძნობთ და სულში დარდი შემოგაწვებათ, ჩვენ სტატიებს გადახედეთ! აი, სად არის ნამდვილი გასაჭირი! დაე, ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი უბედურებისგან.

თუკი ფლობთ ინფორმაციას მეზობლის ან ნაცნობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ნუ დაელოდებით, გამოიჩინეთ სიკეთე და მოგვწერეთ მისამართზე office-fsp@fsp.ge და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მას აუცლიბელად დავეხმარებით.

არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა ჩვენი ცხოვრებისგან დაჩაგრული მოქალაქეების შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ამით აღნიშნული ოჯახის პრობლემები არ სრულდება. მათ მუდმივი დახმარება სჭირდებათ. გახსოვდეთ, სხვისი დახმარებით, პირველ რიგში, საკუთარ სულს ეხმარებით გადარჩენაში.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულებაში მიუთითეთ: ლუკა ნ.) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/501-luka/

თანხის გადარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალების საშუალებით. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ თქვენ იპოვით ჩვენს ფონდს (ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

მოდით, ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით, სხვისი ტანჯვის გაზიარებით, ჩვენ უფალს ვუახლოვდებით.


მსგავსი პროექტები: