ასეთ სულიერ ტანჯვას მტერსაც კი არ ვუსურვებ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ასეთ სულიერ ტანჯვას მტერსაც კი არ ვუსურვებ!

page info icon
2019 ოქტომბერი 16
page info icon
1147
3 უდანაშაულო ადამიანის საშინელი დაავადება დაბადებიდან ტანჯავს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,127 ₾
( 235 დონორი )
დასრულებულია

ვერაგი გენეტიკური დაავადება, ბერინაშვილების ოჯახში შავი ჭირივით გავრცელდა. ზაქროს და ანას, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ დედისთვის!
„მე ღმერთის მჯერა - იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მათ ხმას გავიგებ“, - მწარედ ატირდა ჩვენთან საუბრისას, მათი დედა ინგა - „ზაქრო დიდი ხანია, რაც საწოლიდან არ დგება, მისი კანი წითელი წყლულებით არის დაფარული, ფეხები კი იმდენად დაუსივდა, რომ მცირე მოძრაობაც კი მტანჯველ ტკივილს ჰგვრის. ანას მოულოდნელი შეტევები კი წელს ქვევით წყვეტს. ანა, სიმწრისგან მთელი დღეები ხელებს იჭამს...“
ინგას უმცროს გოგონა თამარი გაუბედურებული დედის სიხარულია. საშინელი დაავადება ზედაპირულად შეეხო უმცროს გოგონას და მკურნალობას ექვემდებარება. მაგრამ... სიღარიბე მათ საჭირო მედიკამენტების ყიდვის შესაძლებლობას არ აძლევს. და თუ ჩვენ დახმარების ხელს არ გავუწვდით, თამარიც საშინელი ტანჯვისთვის იქნება განწირული!
-ინგა, მოგვიყევით, როგორ მოხდა ასე, რომ სამივე ბავშვი ამ დაავადებითაა შეპყრობილი?
ინგა: რისთვის დაგვსაჯა ასე ღმერთმა არ ვიცი... ჩემი შვილები უიღბლოები გამოდგნენ, ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და ბავშვები გონებრივად ჩამორჩენილები ხდებიან...
-ბავშვებიდან, რომელია უფრო მძიმე მდგომარეობაში? 
ინგა: ზაქროს აქამდე სიარული შეეძლო, ლაპარაკით არ ლაპარაკობდა, მაგრამ გვანიშნებდა რაიმე თუ აწუხებდა. დამოუკიდებლად გადიოდა საპირფარეშოში და ჭამითაც თვითონ ჭამდა... მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და ახლა მას ლოგინიდან წამოდგომაც კი არ შეუძლია... მთელი დღე ერთ წერტილს მიჩერებული წევს, თავს აქნევს და ღმუის... ძალიან მძიმე გადასატანია ჩემთვის!
-ანა? მას ჩვენი შეეშინდა, როცა მოვედით...
ინგა: მას ძალიან რთული ფორმით აქვს ეს დაავადება. 5 წლამდე ის ვერ დადიოდა და ხელით დამყავდა. დაჯდომითაც კი ვერ ჯდებოდა. ახლა დადის, მაგრამ მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ახლა რომ მშვიდად ზის, შეიძლება უცბათ წამოხტეს და წაიქცეს... ან თავის თავს რამე მოუწიოს... ერთი სიტყვაც კი არ უთქვია რაც დაიბადა.
-მას შემდეგ, რაც მესამე ორსულობის შესახებ გაიგეთ, არ შეგეშინდათ ამის?
ინგა: ძალიან განვიცდიდი, მარწმუნებდნენ რომ უარი უნდა მეთქვა ბავშვზე და აბორტი გამეკეთებინა. მაგრამ ამას როგორ გავაკეთებდი? განა დედას შეუძლია საკუთარი შვილი მოკლას? ღმერთმა დამინდო. თამარსაც აქვს ეს დაავადება, მაგრამ მსუბუქი ფორმით. მთავარია, რომ მას სპეციალური კვება და წამლები ჰქონდეს. სკოლაშიც კი დადის, და კარგადაც სწავლობს. ჩემი პატარა ანგელოზი, მეც კი მეხმარება, უფროსი და-ძმის გამოკვებაში. 
-და თქვენს მეუღლეც შეუძლოდ გრძნობს თავს?  გაჭირვებით გადაადგილდება... იგივე დაავადება აქვს, რაც ბავშვებს?
ინგა: ჩემი მეუღლე შშმ პირია, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და ქმედუუნაროა. 2 თვის წინ ინფარქტი გადაიტანა, და ამან უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ! ადრე, სახლიდან გასვლა და მუშაობა მაინც შემეძლო, ქმარი უფროსებს უვლიდა, ახლა კი... (ინგამ ტირილი დაიწყო) ახლა კი ყველაფერი მხრებზე დამაწვა, ალბათ ვერ გადავიტან...
-ახლა მასაც თქვენ უვლით?
ინგა: კი. ერთი წუთითაც არ შემიძლია მათი მიტოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელი რამ მოხდება. ეს ჩემი ქმარია, ეს ჩემი შვილები არიან, და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მე ისინი მიყვარს... ღმერთს ვევედრები, შემიმსუბუქოს ის მძიმე ყოფა, რომელშიც ვართ, უმცროსი გოგო კი დაიცვას დაავადებისგან.
-ინგა, რით არსებობთ? 4 მძიმე ავადმყოფი, რომლებსაც განსაკუთრებული კვება და უამრავი წამალი ესაჭიროებათ, ამ ყველაფრით უზრუნველყოფა შეძლებულ ოჯახსაც გაუჭირდებოდა...
ინგა: ნუ იტყვით, აი თუ თქვენ გესმით ამდენი, ჩინოვნიკებს რატომ არ ესმით? სოციალური შემწეობა გვქონდა, 60 ლარი თვეში, მაგრამ მოვიდნენ, შეგვამოწმეს და გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად მაქვს და 10 ლარით შეგვიმცირეს... განა ეს ცხოვრებაა? ვიცი, რომ 10 ლარი ზოგისთვის ერთი ჭიქა ყავის საფასურია, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის, ეს ძალიან დიდი თანხაა!
-რას სთხოვდით ჩვენს მკითხველს?
ინგა: მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ჩემი ბოლო იმედი ხართ! ჩემი საბრალო ბავშვები მადლობას ვერ ეტყვიან, მაგრამ მათ მაგივრად ღმერთი გააკეთებს ამას! მხოლოდ მადლობას შევუთვლი მათ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია...
სამი ავადმყოფი ბავშვსა და მათ ავადმყოფ მამას, განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროებათ. მთელი ოჯახი კი ბავშვების პენსიით ირჩენს თავს. გეკითხებით, შესაძლებელია ამ მცირე შემოსავლების ხარჯზე იმკურნალოს, იკვებოს და იცხოვროს ადამიანმა? რა თქმა უნდა არა! 
ჩვენ შეგვიძლია ამ გაჭირვებული ოჯახის დახმარება, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში ცხოვრობს. ყველაზე მეტად ამ ბავშვებს ახლა ჰიგიენური საფენები, მედიკამენტები და სპეციალური საკვები პროდუქტები ესაჭიროებათ. ყურადღება და თანაგრძნობა, მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს! თუ ამ ოჯახის მონახულების სურვილი გაგიჩნდათ, დაურეკეთ ინგას და თავად ჰკითხეთ რა ესაჭიროებათ. ტელეფონი: 593 26 15 42
თქვენ ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ ბერინაშვილების ოჯახის ისტორია, რათა მათ უფრო მეტი ადამიანი დაეხმაროს!
თანხის ჩარიცხვა კი შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბერინაშვილების ოჯახი), ან გადაიხადოთ ჩვენი ვებგვერდიდან.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
მეგობრებო, თუ თქვენ იცით, რომ მეზობელი, ან ნაცნობი გასაჭირშია, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:office-fsp@fsp.ge
ნუ აუვლით გვერდს სხვის უბედურებას! ასეთი ადამიანები ღმერთმა გამოგიგზავნათ, რათა შეძლოთ, გამოამჟღავნოთ თქვენი რწმენა უფლისადმი და დაუახლოვდეთ მას!

მსგავსი პროექტები: