გგონიათ ეს აფრიკაში ხდება? არა ეს საქართველოს ბავშვები არიან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გგონიათ ეს აფრიკაში ხდება? არა ეს საქართველოს ბავშვები არიან!

page info icon
2019 ნოემბერი 5
დიახ, ეს 21–ე საუკუნის საქართველოს რეალური სურათია. ბავშვობა წართმეული ბავშვები!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,749 ₾
( 186 დონორი )
დასრულებულია

„ღმერთო გთხოვ, არ გაწვიმდეს, კიდევ ერთ წვიმას ჩვენი სახურავი ვერ გადაიტანს.

გთხოვ, ქარი არ ამოვარდეს, ფანჯრებიდან შეკოწიწებული შუშები ჩამოცვივდება და გავიყინებით...

მოგვეც პური ჩვენი არსობისა, და კიდევ რამე გემრიელი...

ღმერთო, მოახდინე სასწაული და გვიხსენი ამ გაჭირვებისგან!“

ესაა 21–ე საუკუნის ლოცვა, რომელიც არავის ესმის და ალბათ ვერავინ გაიგებს... ბავშვები, რომლენბიც ამ სიტყვებს ამბობენ ხომ არ ჩანან. მათი არსებობის შესახებაც არავინ იცის. შეიძლება იციან კიდევაც, მაგრამ რომ იცოდნენ, მაინც სულ ერთი იქნება მათთვის, ვისთვისაც სულ ერთი არ უნდა იყოს.

თბილისს რომ გასცდებით, გზიდან მოშორებით არის ნაგავსაყრელი, და ეს ნაგავსაყრელი, ბევრი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი წყაროა.

ციალა: მე 27 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 30 წლისაა. სამი შვილი გვყავს. დახმარების გარეშე ჩვენ უბრალოდ სული ამოგვხდება ამ ჯოჯოხეთში და ვერავინ გაიგებს. შეიძლება ეს უკეთესიცაა... ნაკლები მშიერი იქნება ქვეყანაში.

– აქ როგორ აღმოჩნდით, ამ ნანგრევებში?

ციალა: სანამ ჩემი მეუღლე ჯანმრთელად იყო და მუშაობა შეეძლო, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ბავშვებსაც ყოველთვის ჰქონდათ საჭმელი. მაღალანაზღაურებად სამსახურზე არასდროს გვიოცნებია, მაგრამ რაც გვქონდა გვყოფნიდა. გიორგი დღეს და რამეს ასწორებდა რომ ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. სიმძიმეების თრევა უწევდა და ზუსტად ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის შერყევა. კუჭზე და საყლაპავზე თიაქარი გაუჩნდა. ძლივს გადავარჩინეთ. ამის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო.  ქირა ვერ გადავიხადეთ და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით.

–და აქ რატომ დასახლდით? აქ ხომ ერთი მთელი კედელიც არაა.

ციალა: როცა მეუღლე ცუდად გახდა და მუშაობა ვერ შეძლო, აქ ნაგავსაყრელზე დავდიოდით და ჯართს ვაგროვებდით. აქვე აღმოვაჩინეთ ეს ნაგებობა და წასასვლელი რომ არსად გვქონდა აქ „დავსახლდით“.

– გზიდან ძალიან შორსაა, ბავშვები როგორ დადიან სკოლაში?

ციალა: რა სკოლა, ბავშვებს ტანსაცმელი არ აქვთ, ფეხსაცმელი არ აქვთ... უფროსები დადიან სკოლაში ფეხით, მაგრამ პატარას ვერ ვატარებ. მისი სკოლა შორსაა და ტრანსპორტით სარგებლობის ფუფუნება არ გვაქვს. ფული გზაში რომ დავხარჯო მერე ბავშვებს რა ვაჭამო?

– როგორ უძლებთ ამ ყველაფერს?

ციალა: მხოლოდ ღმერთის იმედად ვართ. მჯერა რომ ხვალ  უკეთესი იქნება ვიდრე გუშინ იყო. ბავშვებსაც ასე ვზრდი.

– ასეთი წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?

ციალა: ოცნებების კოშკებს არასდროს ვაგებდი. პატარა ოთხზე ვოცნებობდი, რომ ბავშვებისთვის მცირე კომფორტი შემექმნა. მაგრამ ეხლა აი აქ ვართ.

– მოგვიყევით ბავშვები რაზე ოცნებობენ. მათ ერიდებათ ჩვენთან საუბარი.

ციალა: კი ისინი ძალიან მორიდებულები არიან. რიანა 10 წლისაა, გიორგი 9 წლის. მათი ყველაზე დიდი ოცნებაა ჰყავდეთ ველოსიპედი. პატარა ვიკას ძალიან უნდა რომ ჰქონდეს სათამაშო სახლი და ჭურჭელი. ამბობს, „ვიცი მე სახლი არასდროს მექნება და ასე მაინც ვითამაშებო. წარმოვიდგენ რომ თოჯინებთან ერთად ვცხოვრობო.“

- რა მოლოდინი გაქვთ, თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ რამე შეიცვლება?

ციალა: მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამაზე ცუდად რაღა უნდა იყოს... ბავშვებს საჭმელი არ აქვთ, ტანსაცმელი სჭირდებათ... ფიცრებიდან შეკოწიწებულ საწოლებზე წვანან. ლეიბების ძველია, ერთერთი  საავადმყოფოდან გადაყარეს და ჩვენ წამოვიღეთ. ალბათ რამდენი მომაკვდავი იწვა მათზე და ახლა ჩემი შვილები წვანან... მაგრამ, ბეტონის ცივ იატაკზე წოლას ასე ჯობია.

მეგობრებო ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი თუმანიშვილების  ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. არ ვაპირებთ ერთჯერად დახმარებაზე გაჩერებას. ამ მშვენიერმა ბავშვებმა უნდა იცოცხლონ. ისინი ხომ ჩვენი შვილებიც არიან!

გადარჩენისთვის ამ ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! ეს ქართველი ბავშვები ჩვენი შვილები უნდა გახდნენ. უცხოელებმა, ხომ არ უნდა იზრუნონ ქართულ ოჯახებზე? ჩვენ თვითონ!

დაეხმარეთ გადარჩენაში, დავეხაროთ რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ. ყოველთვის გახსოვდეთ ისინი!

უკეთესი იქნება, თუ თამარს დაურეკავთ და მათ საჭიროებებს პირადა იკითხავთ! თქვენ უშუალოდ შეგიძლიათ მათთვის დახმარების აღმოჩენა. და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი. იმისთვის, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს!

კიდევ ერთი სათხოვარი გვექნება ჩვენს მკითხველთან, თუ თქვენს სიახლოვეს არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროება, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ოჯახის ტელეფონის ნომერია: 574 00 89 63 (ციალა) მისამართი: რუსთავის ავტობანი

თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: თუმანიშვილების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus


მსგავსი პროექტები: