შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული საქართველოს შვილები! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შიმშილისა და სიღატაკისთვის განწირული საქართველოს შვილები!

page info icon
2019 ნოემბერი 15
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,000 ₾
( 130 დონორი )
დასრულებულია

ეს პატარა ბავშვები საქართველოს შვილები არიან!  "დიდი დეიდები და ბიძიები" მათ მდგომარეობას რომ ნახავენ, თავში ხელს შემოირტყავენ, ფოტოებს გადაიღებენ, როგორს ეგზოტიკურ ცხოველებთან, ორ კანფეტს აჩუქებენ, ოქროს მთებს დაჰპირდებიან და შემდეგ... შემდეგ არაფერიც არ ხდება, საერთოდ არაფერი... მხოლოდ სამოქმედო გეგმას უდგენენ დედას როგორ უნდა გაიტანოს თავი თვეში 570 ლარით... აი, ასეთი ამაღელვებელად ზრუნავენ ისინი ბავშვებზე ... და არც კი რცხვენიათ!
ბავშვებმა უბრალოდ არ იციან, რომ  საქართველოში კეთილი ადამიანებიც ცხოვრობენ! ჩვენ ვიცით, და გვინდა ისინი დავარწმუნოთ ამაში!
როგორ აღმოჩნდა ოჯახი ასეთ ღვთისგან მიტოვებულ ადგილას, როგორ ცხოვრობდნენ მანამდე, რა არის მათი მთავარი პრობლემა დღეისთვის,  ამის შესახებ 6 შვილის დედამ ტასო აკობიამ მოგვიყვა. ის 43 წლის არის და 6 ბავშვს უვლის. 
12 წელი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა 6 შვილი იქ შეეძინა.  მამა მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახს არჩენდა, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ... უცხო ქვეყანაში კი იყვნენ, მაგრამ ადამიანებივით ცხოვრობდნენ!
მთელი ეს წლები დედ-მამა სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა! მამა დარჩა უცხო მხარეში, ოჯახს რომ არაფერი მოკლებოდა. მაგრამ არ გამოუვიდა...
-როგორ აღმოჩნდით აქ, ამ ნანგრევებში?
ტასო: თავიდან ბებიასთან, ზუგდიდში ვცხოვრობდით. დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! მაშინ ჩემს შვილებს არც პური აკლდათ, არც ტანსაცმელი. ახლა კი არავინ დაგვრაჩა ახლობელი. ხან ვის შევეკედლეთ, ხან სად შევიჭერით, ბოლოს კი ეს სახლი ფონდმა „იავნანამ“ გვაჩუქა. 
- დმგონი, აქ ყოფნა ხომ საშხიფათოა?
ტასო: მაშინ არ მიფიქრია სად გადავდიოდი. ახლა კი ვფიქრობ, - მგონი ჯობია ტყეში წავიყვანო ბავშვები და იქ ვიცხოვრო... აქ ხომ ყოველი მხრიდან წვეთავს და წუმპეში ვცხოვრობთ...
-თქვენი მეუღლე სად არის?
ტასო: რუსეთშია. აქ ვერ იშოვა სამსახური და წავიდა... მაგრამ იქაც ნორმალური ვერაფერი იპოვა... ზოგჯერ გვიგზავნის კაპიკებს... შეიძლება ახალი ოჯახიც გაიჩინა იქ... ვინ იცის... მე არ გამიმართლა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემმა შვილებმა რა შესცოდეს? 
-როგორ წარმოგედგინათ გათხოვების შემდეგ ცხოვრება?
ტასო: მე დედისერთა ვარ. მამა რომ გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა. ამიტომ ბევრი შვილი მინდოდა. 
-უკმაყოფილო ხართ თქვენი ხვედრით?
ტასო: როგორ შეიძლება ღმერთზე გავნაწყენდე? ჩემს გვერდით ახლა ჩემი ანგელოზები არიან. 
-ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
ტასო: დიახ... სოციალური დახმარება 540 ლარია და საკვები პროდუქტების ვაუჩერი... მრცხვენია რომ ვწუწუნებ. ემე მართლმადიდებებლი ვარ და ღმერთი გვასწავლის, რომ მცირედითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ! ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან და მადლიერი ვარ ამისთვის უფლის! ბავშვებმა გაიგეს, არ ვიცი მათ ეს ვინ უთხრათ, „კეთილის მსურველები ყველგან მოიძებნებიან, რომ შეიძლება ისინი წამართვან, იმიტომ რომ მათი ყველაფრით უზრუნველყოფა არ შემიძლია... რომ გენახათ პატარა ტაზომ როგორ ინერვიულა... საბრალო, უცხო ხალხს რომ დაინახავდა ჩვენს კართან, ჭაში იმალებოდა... ღამე ხელს არ მიშვებს, საშინელებები ესიზმრება, წამოხტება და მეძებს. როგორ შეიძლება ასე მოექცე ბავშვებს? ვიცი საუკეთესო დედა არ ვარ, სულ მცირედსაც ვერ ვაძლევ ჩემ შვილებს, მაგრამ ეს ჩემი შვილები არიან! ღმერთმა გამომიგზავნა ისინი და რა უფლებით უნდა წამართვან?
-შეიძლება რამდენიმე კითხვა ბავშვებსაც დავუსვათ? მოდით გაგეცნობით ჯერ!
ტასო: ყველაზე უფროსი მზიაა -15 წლის, დედის შემცველელია ბავშვებისთვის. ჩემი მარჯვენა ხელი და ჩემი გადარჩენა. შემდეგი რევაზია 14 წლის. თვლის, რომ ყველაზე დიდია და ჩვენზე ზრუნვას ცდილობს... ვარაზი 12 წლის არის, ტაზო 8-ის, ყველაზე პატარა კი 6 წლის. აი ჩემი საგანძური!
-მოდი, შენიდან დავიწყოთ მზია, რაზე ოცნებობ?
მზია: კარგად მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით... კარგად ვიყავით. მშობლები მუშაობდნენ. მე, რევაზი და რამაზი სკოლაში დავდიოდით, უმცროსები – ბაღში. საღამოს ყველანი ვიკრიბებოდით და ეს იყო ყველაზე ბედნიერი დრო ჩვენთვის... ვსაუბრობდით, ვმღეროდით, მამა ზღაპრებს გვიკითხავდა, დედა გემრიელ ფუნთუშებს გვიცხობდა... მე ეს მახსოვს, და ვიცი რას ნიშნავს ცხოვრება... დასანანია, რომ პატარებს ყველაფერი ასე კარგად არ ახსოვთ. 
-რევაზ, შენ გახსოვს „კარგი“ ცხოვრება?
რევაზი: რა თქმა უნდა, მაგრამ მისი გახსენება არ მინდა... სევდა მერევა ხოლმე. ბავშვებს ცალკე ოთახები გვქონდა, ის კი არა ახლა ყველანი ერთ ხვრელში რომ ვართ მოქცეულები... კიდევ ერთი ოთახი რომ გვქონდეს, გოგოები ცალკე იქნებოდნენ, ბიჭები ცალკე...
-და რაზე ოცნებობთ?
რამაზი: ბიჭებისთვის ველოსიპედები, გოგოებისთვის სათამაშოები და დედიკოსთვის საკვები პროდუქტები... რომ აღარ მოგვატყუოს, ვჭამე როცა თქვენ სკოლაში იყავითო! არასდროს მინახავს, ჩვენთან ერთად რაიმე ეჭამოს. ყოველთვის ვეხვეწებით, ის კი გვპასუხობს რომ ნაჭამია... მერე კი შიმშილისგან ეცემა ხოლმე... მე ხომ ვხვდები, პატარა აღარ ვარ. 
ტაზო: მე მინდა რომ ჩემი ძაღლი მეკო, ჯანმრთელი იყოს! ის ისეთი საყვარელია, სულ მასზე ვზრუნავ...არ მაქვს სათამშოები, მეკოსთან ერთად კი თამაში შეიძლება...
ტასო: ღმერთმა ყველა დედა შვილების შიმშილისგან დაიფაროს... ეს ჯოჯოხეთია! გოგონებს თოჯინებიც კი არ ჰყავთ... მათ არც კი იციან, რომ არსებობს მაღაზიები, სადაც სათამაშოები იყიდება... მათ რომ სათამაშოები ვუყიდო მინიმუმ 2 დღე ვერაფერს შეჭამენ ბავშვები... ხომ გესმით რასაც ვამბობ...
აი, ჩემი გაზქურა, და აი ჩვენი საკვები დღეისთვის... ცომი მოვზილე, იმისთვის რომ პური გამოვაცხო... მისი ყიდვა არ შემიძლია. როდესაც  პური შენი ერთადერთი საარსებო საკვებია, ის ბევრი უნდა იყოს... თვეში 100 კგ ფქვილი გვესაჭიროება! ხორცზე, რძის პროდუქტებზე და ხილზე არც კი ვსაუბრობ. ტკბილეულობა და კანფეტები ჩვენთვის არარეალურია...
-როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ რაც ჩვენ თქვენი ოჯახის შესახებ დავწერთ და თქვენი პრობლემების შესახებ ხალხი გაიგებს?
ტასო: ვიცი, რომ ბევრი კეთილი ადამიანი კითხულობს თქვენ სტატიებს, მე კომპიურტერი არ მაქვს, მაგრამ მეზობელმა თავის კომპიუტერში მანახა... ყოველთვის მჯერა სიკეთის და მჯერა, რომ უფალი კეთილ ხალხს გამოგვიგზავნის!
მეგობრებო, თუ ჩვენ ახლავე არ გამოვეხმაურებით მათ დახმარების თხოვნას, კიდევ რამდენი მშიერი დღე გაუთენდებათ ბავშვებს, არავინ იცის!
ამიტომ ვიწყებთ აკობიების ოჯახისთვის თანხის შეგროვების აქციას. ჩვენ ერთჯერად დახმარებაზე არ გავჩერდებით. 
გადარჩენისთვის ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, გაზქურა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროება! 
დავეხმაროთ მათ გადარჩენაში. ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი შვილები არიან. და კიდევ დაურეკეთ ტასოს და გაიგეთ კიდევ რაიმე ხომ არ ესაჭიროებათ. აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტო, რომ უფრო მეტმა ადამინმა გაიგოს ამ ოჯახის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზუგდიდი, თეთრი გიორგის პირველი შესახვევი N23. ტელ: 592 78 50 74
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ. 
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003, 
ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000 
საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: აკობიების ოჯახი) 
ჩვენი საიტიდანაც:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: 
NovaTechnology, 
TBCpay 
ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი 
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge.
        მეგობრებო, თქვენ ჩვენი „სამისამართო პროექტის“ მამოძრავებელი ძალა ხართ. თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ დახმარება უფრო და უფრო მეტ ადამიანს!

მსგავსი პროექტები: