პროექტის რეპორტი როცა პურის ქერქი ერთადერთი სასუსნავია - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა პურის ქერქი ერთადერთი სასუსნავია

page info icon
2019 დეკემბერი 9
ეს ოთახი–ბუნკერი ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ამის გამო აქ უამრავი ბუზია...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,227 ₾
( 232 დონორი )
დასრულებულია
ხანდახან უფალი, ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ტანჯვისთვის აგზავნის!

ეს ჩვენზეა ნათქვამი - სულ ცოტა ხნის წინ ტიროდა მაია. დღეს კი ის უბედნიერესია!
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილები ლუკმა პურზე იოცნებებდნენ... ვოცნებობ, რომ ჩემი შვილების მომავალი სხვანაირი იქნება!“ - ასე იწყებოდა ამბოკაძეების ოჯახის ამბავი, რომლებიც არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.
მეგობრებო, 2 თვის წინ ასე იყო, ახლა კი ამ ოჯახს ვეღარ იცნობთ! და ეს ნამდვილად თქვენი დამსახურებაა!
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ამ ოჯახისთვის შიმშილი და სიღატაკე სამუდამოდ წარსულში დარჩა! მთელ ოჯახს ერთ საწოლზე ძილი აღარ მოუწევს. ახლა მათ ყველაფერი აქვთ! ბავშვების ჯანმრთელობასაც საფრთხე აღარ ემუქრება! იმდენი მედიკამენტები აქვთ, რომ აღარაფრის ეშინიათ! ოთახი გარემონტებულია და წყლის ავზიც დამონტაჟებული!
- მაია, მოგვიყევით, რა შეიცვალა ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: ის, რომ ჩვენ დღემდე ვცოცხლობთ თქვენი დამსახურებაა და კეთილი ხალხის, ვინც გასაჭირში არ მიგვატოვა. წარმოგიდგენიათ? იმის შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის შესახებ სტატია დაწერეთ, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები - ფონდის მეგობრები, მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი, პამპერსი, ტანსაცმელი!
- კიდევ როგორ დაგეხმარნენ მაია? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
მაია: კარადები, ლამაზი თაროები, სათამაშოები გვაჩუქეს! ამას რა დამავიწყებს! ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც კი ვიცნობ, ჩვენი ელექტროენერგიის დავალიანება დაფარეს.
- შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
მაია: ჩვენნაირ ოჯახებს მუდამ დახმარებათ სჭირდება. თქვენ გადარჩენის შესაძლებლობა მოგვეცით, ფონდის დამსახურებით, ახლა ყველაფერი გვაქვს, რაზეც ოცნებას ვერ ვბედავდით! საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ! სარეცხი მანქანა, მაცივარი, პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ავეჯი...
მეგობრებო, როგორც იცით, ჩვენი ფონდის წესია, რომ თითოეული ჩარიცხული და დახარჯული თეთრისთვის ანგარიშს გაბარებთ. რა თქმა უნდა, თქვენს ნდობას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თვალნათლივ დარწმუნდეს, რომ მის მიერ შემოწირული თანხა დაიხარჯა მიზნობრივად.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება!
თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! ძალიან გვინდა, რომ პირადად გავიცნოთ და მადლობა გადავუხადოთ ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ამ ოჯახის გაჭირვება. თქვენ გმირები ხართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი) შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით https://chernovetskyifund.ge/ge/projects/533-ambokadze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან Nova Technology, TBCpay და ExpressPay. მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“.
ინფორმაციას ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: