ადრე აქ ტუალეტები იყო, ახლა კი ბავშვები ცხოვრობენ!
ჩვენ გარშემო სამყარო თქვენი წყალობით შეიცვალა!
ჩვენი საქართველო ჭეშმარიტად ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანების ქვეყანაა! თქვენ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო, ეს უკვე ათასჯერ დაამტკიცეთ! რამდენი უბედური და დაბეჩავებული ოჯახი გააბედნიერეთ, როდესაც შვილებს ზღაპარი აჩუქეთ, მშობლებს კი ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნეთ!
თქვენმა სიყვარულმა და მზრუნველობამ არც ამ ცხოვრებაში დაკარგულ ხაჟომიების ოჯახს აუარა გვერდი.
უფლის ოთხი ანგელოზი - 10 წლის ნათია, 7 წლის გოგიტა და 2 წლის ტყუპები - მათე და დაჩი, ღვთის განგებითა და ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანების გულგრილობის გამო, იძულებულია, საზოგადოებრივი საპირფარეშოს ნანგრევებში იცხოვროს. მათი სასოწარკვეთილი მშობლები კი ამაოდ ცდილობენ ცივი ბეტონის კედლებში მათთვის თუნდაც მოჩვენებითი სიმყუდროვის შექმნას, შვილების ზედმეტი გოგორა პურით და ვიღაცის მიერ ნაგავსაყრელზე გადაგდებული, ძველი, გატეხილი სათამაშოთი გახარებას...
მაგრამ, თითქოს ჯადოსნური ჯოხის გაქნევაზე, ერთი წლის წინ, მათი ცხოვრება შეიცვალა. ხაჟომიების ოჯახის შესახებ ჩვენი ფონდის მეგობრებმა შეიტყვეს და როგორც ყოველთვის, დაიწყო სასწაულები...
ხაჟომიების ოჯახის სამშენებლო ნარჩენებით გადავსებულ სახლის შესასვლელს რომ მივუახლოვდით, პირველი, ვინც დავინახეთ, 7 წლის გოგიტა იყო, დამხმარე ეტლში, რომელიც შეუნიღბავი აღტაცებით ადევნებდა თვალყურს ახალთახალ გორგოლაჭებზე მოსრიალე დას, ნათიას (10 წლის). ჩვენ რომ შეგვამჩნია, გოგონამ გზა გადაგვიღობა. „ჯერ სახლში არ შეხვიდეთ. ნახეთ, რა ვისწავლე!“ - შეგვეხვეწა პატარა გოგონა და უშიშრად, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა გორგოლაჭებით. – „ეს ქეთი დეიდამ მაჩუქა!“ - უკვე შორიდან მოგვაძახა ნათიამ და ჩვენდამი ინტერესი დაკარგა.
ზღურბლთან კი დედა, თამარი შეგვეგება.
– შემოდით, შემოდით! იმდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, ვერც კი წარმოიდგენთ!
ჩვენი ოჯახის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა „გაიღვიძო ცნობილმა“! საღამოს დასაძინებლად დავწექით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, დილით კი ჩვენ შესახებ მთელმა საქართველომ იცოდა! ღმერთო, დაიწყო და რა დაიწყო?! ზარები ქვეყნის ყველა კუთხიდან, საჩუქრებით დახუნძლული ხალხი... ტელეფონი დღემდე არ გაჩერებულა; არადა, თქვენი პუბლიკაციიდან უკვე ერთი წელი გავიდა! მერე, რა საჩუქრები და ძღვენი მოგვიტანეს?!
– თამარ, გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? თქვენი ახალი მეგობრებიდან, ვის აღნიშნავდით განსაკუთრებით?
– თითოეული ზარი, თითოეული სტუმარი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი, მეტად ძვირფასი იყო! დამიჯერეთ, მართლა ასეა!შეიძლება, ყველას სახელი არ მახსოვდეს, მაგრამ ისინი მუდამ ჩემს გულსა და ფიქრებში არიან. ჩემი შვილები ამ დალოცვილ ადამიანებს არასოდეს დაივიწყებენ!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საჩუქარი, რომელმაც ჩემი შვილის, გოგიტას ცხოვრება შეცვალა. ეს არის ეტლი, რომელიც მისთვის კეთილმა ადამიანებმა მოიტანეს. ახალი 2020 წლის წინა დღეს, ჩვენთან რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა და ეს ფასდაუდებელი საჩუქარი მოგვიტანა. ეს ისეთი მოულოდნელი, ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ სიხარულისგან, მგონი, მათი სახელებიც კი არ მიკითხავს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ-ერთი მათგანი სპორტსმენი იყო.

ჩემს გოგიტას ეპილეფსია აქვს, სიარული და საუბარი საერთოდ არ შეუძლია... ახლა კი, ნაჩუქარი ეტლის წყალობით, ჩვენ ის ეზოში, სუფთა ჰაერზე გაგვყავს ხოლმე. აქამდე, გოგიტას ამის შესაძლებლობა არ ჰქონია, თუ ვინმე ხელში აყვანილს არ გაიყვანდა, ნახევარი საათით.
ასევე, მინდა აღვნიშნო გოგონა, ქეთი, რომელმაც, - როგორც ნათიამ უკვე მოგახსენათ, - მას გორგოლაჭები აჩუქა. თუმცა, ქეთი მხოლოდ ამ საჩუქრით არ მოსულა. მან უამრავი პროდუქტი, სასადილო მაგიდა და სკამები მოგვიტანა.
ხალხი დღემდე გვირეკავს და გვეკითხება, როგორ მოვიდნენ ჩვენამდე, რა მოგვიტანონ. არ გვივიწყებენ... მადლობა თქვენ, რადგან ხალხმა ჩვენი უბედურების შესახებ სწორედ ფონდის წყალობით შეიტყო!
– თამარ, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
– ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი, გულისხმიერი ადამიანი არსებობდა. მათ იმდენი სიხარული მოუტანეს ჩემს შვილებს! პატარა მათეს და დაჩის ჯერ კიდევ არ ესმით, რა მოხდა მათ და ჩვენს ცხოვრებაში; გოგიტა, ავადმყოფობის გამო, მომხდარს კარგად ვერ აცნობიერებს; აი, ნათია კი გიჟდება საჩუქრებზე, რომლებითაც ჩვენი სახლი აივსო!
თუმცა, არა! ვიცი, რამ გაახარა მათე და დაჩი - სარეცხმა მანქანამ! ახლა, ეს მათი საყვარელი ადგილია სახლში. როგორც კი მოგვიტანეთ, მაშინვე დაიწყეს მისი თავისებურად ათვისება. მას შემდეგ, რაც ისინი თქვენმა თანამშრომელმა, დავითმა სარეცხ მანქანაზე შესვა, აღარც ჩამოდიან. სხედან და სხედან! (წკრიალა ხმით იცინის)

მერე, ახალ წელს როგორ შევხვდით?! იმდენი სურსათი, რაც მაშინ, ჩვენს სადღესასწაულო სუფრაზე არასოდეს ყოფილა და ბავშვებსაც ნამდვილი, ახალი სათამაშოები ჰქონდათ ნაძვის ხის ქვეშ!
იცით, ყველაზე მთავარი რა მოხდა? ჩვენ სიკეთის იმედი და რწმენა მოგვეცა! ჩვენი ცხოვრება იმდენად მძიმე იყო, რომ სრულ სასოწარკვეთილებაში ვიყავით; გვეგონა, გარშემო არავინ იყო - მხოლოდ ჩვენ და ჩვენი სიღარიბე... და უცებ, თვალის დახამხამებაში, ყველაფერი შეიცვალა! უცნობმა ადამიანებმა გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემები. ჩვენზე ზრუნავენ, ფიქრობენ და ვახსოვართ... მაგრამ ხელისუფლებისთვის ჩვენ ჯერ კიდევ არ ვარსებობთ...
– ნუთუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავის გაახსენდით? არავინ დაინტერესებულა თქვენი მდგომარეობით?
– არც ერთი ცოცხალი სული... მაგრამ დაე, ღმერთმა განსაჯოს... მთავარია, რომ ახლა ვიცით - ჩვენ მარტო არ ვართ! ჩვენ ჩერნოვეცკის ფონდი და ჩვენი ახალი, ერთგული მეგობრები გვყავს!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?
თამარის სახეზე მყისიერად აღიბეჭდა ტკივილი და დარდი.
– პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამაში თქვენ ვერ დაგვეხმარებით... უბრალოდ მინდა, ჩვენი ტკივილი გაგიზიაროთ. ვიცი, რომ მას, როგორც საკუთარს, ისე მიიღებთ. ჩემს ნათიას (10 წლის) ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... რამდენიმე თვის წინ მას, მოულოდნელად, აგრესიის შეტევები დაეწყო - უმიზეზოდ იცინოდა, შემდეგ კი შტერდებოდა... ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან ჩავიტარეთ გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ მას განვითარების შეფერხება და ქცევითი აშლილობა აქვს... ნათია ფსიქიატრიულ ცენტრში აიყვანეს აღრიცხვაზე.
– ნათიას მკურნალობაში რაიმე დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
– არა, გმადლობთ. წამლებს ამავე ცენტრში გვაძლევენ. მე მხოლოდ ნათიასთვის გთხოვთ: აჩუქეთ მას ტელეფონი! გოგონა მასზე უბრალოდ ოცნებობს! მას ის კორონავირუსის პირობებშიც გამოადგება. დისტანციური სწავლების დაწყების შემთხვევაში, ის შეძლებს, ონლაინ გაკვეთილებს ტელეფონით დაესწროს.
– წარმოქმნილი პრობლემა ნათიას სწავლაში ხელს არ უშლის?
– არა, ის ჩვეულებრივ სკოლაში მივიდა, მეხუთე კლასში, მაგრამ სწავლებას ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით გადის.
– თამარ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველები თქვენს თხოვნას გულთან ახლოს მიიტანენ.
– ჩვენ მათ წინაშე ისედაც ვალში ვართ... მათ იმდენი სიკეთე გააკეთეს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. თქვენთვის თვალებში ჩახედვაც კი მრცხვენია... ისე მეუხერხულება, კიდევ რამეს რომ ვითხოვ...
კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რაც ფონდმა და მისმა მეგობრებმა გვაჩუქეს! უფალი და მისი წყალობა იყოს თქვენთან!
***
გვერწმუნეთ, მეგობრებო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ ხაჟომიების ოჯახისათვის გააკეთეთ, მათი პრობლემები ამით არ დასრულებულა. ოჯახს ძველებურად ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები - ბავშვებისთვის. ამ საბრალო ხალხის მწირი შემოსავალი საკმარისი არ არის პატარა მათეს და დაჩის, ეპილეფსიით დაავადებული გოგიტას და მშვენიერი ნათიას სრულფასოვანი, ჯანმრთელი კვებისთვის. მოდით, კიდევ ერთხელ გამოვავლინოთ სიყვარული ახლობლისადმი და ავუსრულოთ ნათიას ოცნება, ჰქონდეს საკუთარი ტელეფონი.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
დროდადრო, დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხაჟომიების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/536-khajomia
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივლ 20 | პროდუქტები | 120.97 | transferred |
2020 აპრ 1 | მედიკამენტები | 99.66 | transferred |
2020 აპრ 1 | პროდუქტები | 300.45 | transferred |
2020 მარ 11 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 600 | paid |
2020 მარ 11 | კომოდი | 200 | transferred |
2020 მარ 11 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 710 | transferred |
2020 მარ 11 | მედიკამენტები | 1,055.42 | transferred |
სულ ხარჯი: 3,086.5 ₾
დარჩა 0.43 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
06.01.2021 22:54:59 | Anthony Melchett | 35 | PayPal |
26.02.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
20.02.2020 15:55:44 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.02.2020 00:00:00 | მალხაზი | 1 | Transfer to account |
12.02.2020 11:15:18 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
12.02.2020 00:00:00 | თეონა ფერაძე | 1 | Transfer to account |
10.02.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
06.02.2020 00:00:00 | ტერმინალი | 100 | Transfer to account |
06.02.2020 00:00:00 | გიორგი ტურაბელიძე | 5 | Transfer to account |
03.02.2020 00:00:00 | ბექიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
01.02.2020 00:00:00 | მარია შუაქრიშვილი | 10 | Transfer to account |
01.02.2020 00:00:00 | გიორგი ნუცუბიძე | 1 | Transfer to account |
31.01.2020 12:58:56 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
31.01.2020 00:00:00 | მალაზონია თამარ | 20 | Transfer to account |
31.01.2020 00:00:00 | ხაბაზიშვილი ტატიანა | 5 | Transfer to account |
30.01.2020 00:00:00 | მეგი ფოლადაშვილი | 5 | Transfer to account |
29.01.2020 00:00:00 | გიორგი სიჭინავა | 20 | Transfer to account |
27.01.2020 00:00:00 | ელენე უშხვანი | 30 | Transfer to account |
25.01.2020 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
24.01.2020 16:52:57 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.01.2020 12:33:22 | ანონიმი | 40 | PayGe (VISA, MasterCard) |
22.01.2020 00:00:00 | ჩაჩუა ანასტასია | 2 | Transfer to account |
22.01.2020 00:00:00 | ლია მახარაძე | 10 | Transfer to account |
20.01.2020 13:27:15 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
20.01.2020 00:00:00 | ბროკიშვილი რუსუდან | 20 | Transfer to account |
18.01.2020 22:32:12 | ანონიმი | 30 | PayGe (VISA, MasterCard) |
18.01.2020 14:37:17 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
17.01.2020 18:26:58 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.01.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
17.01.2020 00:00:00 | რუსუდან თოთიაური | 15 | Transfer to account |
17.01.2020 00:00:00 | ჯაყელი მარიამ | 10 | Transfer to account |
16.01.2020 08:45:35 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
16.01.2020 00:00:00 | ლოხიშვილი სოსო | 3 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | დოხნაძე ქრისტინა | 10 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ამისულაშვილი ნათია | 5 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ეკატერინე გოგიტიძე | 30 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ანზორი ამბროლაძე | 5 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ლიზა თავდუმაძე | 5 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | გვანცა გელენიძე | 10 | Transfer to account |
16.01.2020 00:00:00 | ეკატერინე ფორჩხიძე | 4 | Transfer to account |
15.01.2020 15:00:05 | ანონიმი | 3 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.01.2020 10:20:52 | ანონიმი | 300 | PayGe (VISA, MasterCard) |
14.01.2020 00:00:00 | მალაზონია თამარ | 20 | Transfer to account |
13.01.2020 21:08:12 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.01.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
13.01.2020 00:00:00 | ელისო გიორგაძე | 30 | Transfer to account |
12.01.2020 00:00:00 | ნინო ცერცვაძე | 50 | Transfer to account |
12.01.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 15 | Transfer to account |
12.01.2020 00:00:00 | ნინო მუმლაძე | 2 | Transfer to account |
12.01.2020 00:00:00 | ალექსანდრა წილოსანი | 20 | Transfer to account |
11.01.2020 00:00:00 | მარიამი ხუციშვილი | 15 | Transfer to account |
11.01.2020 00:00:00 | თამთა ჭონაშვილი | 10 | Transfer to account |
10.01.2020 22:45:36 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
10.01.2020 00:00:00 | ნათია მურვანიძე | 50 | Transfer to account |
10.01.2020 00:00:00 | ქეთევან ხარაძე | 50 | Transfer to account |
09.01.2020 23:12:36 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
09.01.2020 10:37:17 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
09.01.2020 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | შორენა შენგელაია | 5 | Transfer to account |
09.01.2020 00:00:00 | მარიამ სხირტლაძე | 10 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ბენდელიანი ზვიადი | 20 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | გადაბაძე თინათინი | 20 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ტვილდიანი იულია | 20 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ფორჩხიძე ქეთევანი | 5 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ge64bg0000000470458000 | 0.93 | Transfer to account |
08.01.2020 00:00:00 | ნანა ლაღიძე | 2 | Transfer to account |
07.01.2020 00:00:00 | ნინო ჯავახიშვილი | 5 | Transfer to account |
07.01.2020 00:00:00 | ნინო ჯავახიშვილი | 5 | Transfer to account |
07.01.2020 00:00:00 | მაკა ლალიაშვილი | 20 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | უგლავა გურამ | 10 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ბუთხუზი ნინო | 3 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | სირბილაძე ნათია | 50 | Transfer to account |
06.01.2020 00:00:00 | ანდღულაძე სოფიო | 20 | Transfer to account |
04.01.2020 12:14:17 | ანონიმი | 15 | PayGe (VISA, MasterCard) |
04.01.2020 00:00:00 | კახაბერ ხარჩილავა | 15 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | თამარ ბუდაღაშვილი | 20 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | თამარ თევდორაძე | 30 | Transfer to account |
03.01.2020 00:00:00 | გლურჯიძე ანა | 5 | Transfer to account |
31.12.2019 23:56:24 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
31.12.2019 00:00:00 | მაკა მირზიაშვილი | 8 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ინანეიშვილი თამარი | 10 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ოჯახი მანიჟაშვილი | 5 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
31.12.2019 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
30.12.2019 18:09:03 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
30.12.2019 16:06:14 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
30.12.2019 00:00:00 | ნიანკინი ანდრო | 15 | Transfer to account |
30.12.2019 00:00:00 | თუთბერიძე გიორგი | 2 | Transfer to account |
30.12.2019 00:00:00 | ი/მ მარიამი ჭიპაშვილი | 10 | Transfer to account |
30.12.2019 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 20 | Transfer to account |
29.12.2019 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 20 | Transfer to account |
29.12.2019 00:00:00 | ნინო გაგნიძე | 20 | Transfer to account |
28.12.2019 20:02:45 | ანონიმი | 25 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.12.2019 00:00:00 | ირაკლი ჩიტაია | 10 | Transfer to account |
28.12.2019 00:00:00 | თეონა გოგინაშვილი | 10 | Transfer to account |
27.12.2019 22:44:20 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.12.2019 22:40:24 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.12.2019 17:15:32 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.12.2019 00:00:00 | ირაკლი ოდელაძე | 55 | Transfer to account |
27.12.2019 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
27.12.2019 00:00:00 | საღრიშვილი სალომე | 20 | Transfer to account |
27.12.2019 00:00:00 | ხიდეშელი სოფიო | 10 | Transfer to account |
26.12.2019 16:45:40 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.12.2019 00:00:00 | მაია ქველიძე | 20 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | მაია ვაჩიბერაძე | 10 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | მარინა წეველიძე | 25 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | ლაშა კივილაძე | 25 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | სუხიტაშვილი ელისო | 50 | Transfer to account |
26.12.2019 00:00:00 | გუჯაბიძე ბეჟან | 25 | Transfer to account |
25.12.2019 23:05:51 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
25.12.2019 22:44:44 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
25.12.2019 00:00:00 | ჯოჯუა ცირა | 25 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | სანებლიძე მარიამ | 10 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ივეჩიანი ნინო | 10 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 20 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ელისო აბულაშვილი | 20 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | იამზე თურქია | 10 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ციალა ჯანაშია | 5 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | თეონა ღვინიაშვილი | 5 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ჯაყელი მარიამ | 10 | Transfer to account |
25.12.2019 00:00:00 | ნატო ბუსხრიკიძე | 40 | Transfer to account |
24.12.2019 20:49:48 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
24.12.2019 10:24:33 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.12.2019 01:46:46 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
24.12.2019 01:36:08 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.12.2019 00:00:00 | ბექიშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | ლომინეიშვილი ნათია | 10 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | ფოჩხუა ანეტა | 10 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | წერეთელი მარიამ | 2 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 15 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | თამარ დათოშვილი | 2 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | შპს 'ბიოკონი' | 100 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | გურამ უხურგუნაშვილი | 300 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | მარიამ მახარაშვილი | 6 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
24.12.2019 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 20 | Transfer to account |
23.12.2019 19:12:15 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.12.2019 17:22:42 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.12.2019 00:00:00 | გორდაძე თეონა | 15 | Transfer to account |
23.12.2019 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
23.12.2019 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
23.12.2019 00:00:00 | ი/მ ზურაბი ნიშნიანიძე | 10 | Transfer to account |
04.11.2019 00:00:00 | მალაზონია თამარ | 10 | Transfer to account |
01.11.2019 00:00:00 | მაისურაძე გიორგი | 20 | Transfer to account |
01.11.2019 00:00:00 | ი/მ ზაზა დეკანოიძე | 50 | Transfer to account |
29.10.2019 00:00:00 | ხურცილავა მარიამ | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,086.93 ₾
დარჩა 0.43 ₾
მსგავსი პროექტები:
|