გმირი მამა, შვილების გადარჩენას გვთხოვს!
2019 დეკემბერი 25
8606
ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,036 ₾
(
245 დონორი )
პატარა საბას სიხარული, ასმაგად დაგიბრუნდებათ
ეძიებდეთ და ჰპოოთ... ითხოვდით და მოგეცეს თქუენ... ეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი, რომელსაც ოლეგი თავის ლოცვებში, ყოველ საღამოს, ავადმყოფი შვილის სასთუმალთან, წარმოსთქვამდა, ძალას ჰმატებდა საბრალო მამას, ვაჟკაცურად რომ დახვედროდა ყოველ მომდევნო დღეს. დღეს, როცა მისი სისხლი და ხორცი, 11 წლის საბა ისევ გაიღვიძებს და ვერ შეძლებს მამას რომ ჩაეხუტოს, სირბილით გაჰყვეს თავის დას, ახალი დღისა და მზის შესახვედრად...
ყოველდღიურად, 11 წლის მანძილზე... ეძიებდეთ და ჰპოოთ... ითხოვდით და მოგეცეს თქუენ...
- სწორედ ეს სიტყვები და ჩემი რწმენა მაძლევს ძალას. არ იფიქროთ, რომ ძალას იმისა, რომ მოვუარო საბას - ამის ძალა, მე არასდროს გამომელევა!!! ძალებს, არ დავნებდე ასეთ ცხოვრებას და ჩვენს უიმედო ყოფას.
და აი, შეისმინა ლოცვა ჩვენი უფალმა. ვეღარ გვცნობენ, იმდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ჩერნოვეცკის ფონდში მიმართვის, შემდეგ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა - ესაა სიტყვები, მამის, რომელიც მარტო ზრდის თავის შვილს, საბას, რომელსაც ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, და არაჩვეულებრივ, 14 წლის, მარიამს, ოლეგის თვალებში გულწრფელი მადლიერებით ანათებს.
- ბატონო ოლეგ, გთხოვთ, მოგვიყევით, მაინც რა მოხდა?
ოლეგი: ახლა, საკუთარი ჭერი გვაქვს, ხეტიალი და უცხო ხალხთან თავშესაფრის ძებნა, აღარ გვჭირდება! ჩვენს ნათესავს დაუმთავრებელი სახლი ჰქონდა, დიდი ხანი მთავაზობდა იქ გადასვლასა და ცხოვრებას ბავშვებთან ერთად. მაგრამ იქ, მხოლოდ შიშველი კედლები და კარ-ფანჯარა იყო. ნათესავს არ ჰქონდა, რემონტის დასრულების შესაძლებლობა, მე - მითუმეტეს... ჩვენ ხომ მხოლოდ საბას პენსიითა და სოციალური დახმარებით ვარსებობთ.
იმ თანხით, რომელიც ფონდის მეგობრებმა, საბასთვის და ჩვენი ოჯახისთვის შეაგროვეს ჩვენ მოვახერხეთ, სახლის მოწესრიგება საცხოვრებლად კეთილმოწყობა და ახლა, ბოლოს და ბოლოს, ქირით აღარ ვცხოვრობთ. ახლა მარიამს ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს, მე და საბა კი მეორეშიც ვეტევით მშვენივრად - მისი მარტო დატოვება მაინც შეუძლებელია.
და რაც მთავარია, საბა ახლა ბედნიერია! მას საკუთარი სახლის გარდა, საკუთარი ეზოც აქვს, სადაც საათობით ზის და მზეს შეჰხარის.
- სახლში, კონკრეტულად, რის გაკეთება შეძელით?
ოლეგი: სამშენებლო მასალა ვიყიდეთ, კედლები შიგნიდანაც და გარედანაც გავლესეთ და პენოპლასტით შევფუთეთ, მეტნაკლებად მოვაწყვეთ ოთახები, და რაც მთავარია სააბაზანო. საბას დაბანა ძალიან ძნელია, იძულებული ვიყავი, წყალი ქვაბით გამეცხელებინა, ბავშვი კალთაში ჩამესვა და წყალი ზემოდან ხაპით დამესხა. სხვა რა უნდა ქნა, როდესაც არ გაქვს არც ცხელი წყალი და არც შხაპი?
ახლა კი, თქვენი დამსახურებით, ერთიც გვაქვს და მეორეც. სააბაზანოში კაფელი გავაკარით, ცხელი წყლის ავზი, შხაპი, და ნიჟარა დავაყენეთ.
და კიდევ, ახლა, მე ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს! იცით ჭურჭლის რეცხვა როგორ არ მიყვარს?! თანაც ამისთვის, დრო არასოდეს მრჩება - საბას მარტოს ვერ ვტოვებ და კიდევ უამრავი საქმე მაქვს. ახლა კი, ჩემი საქმე, ჭურჭლის რეცხვა, მანქანამ გადაიბარა.
- გვითხრით, ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმემ დაგირეკათ, ან იქნებ, პირადად მოვიდნენ და რაიმე დახმარება გაგიწიეს?
ოლეგი: რას ამბობთ, რა თქმა უნდა! იმდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ! უბრალო ხალხს, პროდუქტი და საჩუქრები მოჰქონდათ საბასთვის, მარიამსაც არ ივიწყებდნენ...
სამშენებლო კომპანია „ორბის“ წარმომადგენლები მოსული იყვნენ, გადმოგვცეს 600 ლარი და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით რჩევებიც მოგვცეს, ამითაც დაგვეხმარნენ. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეთ!
მარტში, კიდევ ერთი კომპანიის თანამშრომლებმა მოგვიტანეს 500 ლარი და უამრავი პროდუქტი.
კიდევ რამდენი უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი მოვიდა! ყველას სახელებიც კი ვერ დავიმახსოვრე. მაპატიეთ! მაგრამ ჩემი სიხარული და ბედნიერება იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არ მქონდა არაფრის დამახსოვრების თავი...
მოჰქონდათ პროდუქტი, ტანსაცმელი, ფულადი თანხები, საპონი და სარეცხი ფხვნილიც კი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა მადლიერებას განვიცდი თითოეული მათგანის მიმართ. ჩემი შვილების ბედნიერება, ასმაგად დაუბრუნდებათ მათ!
კიდევ ერთმა ემიგრანტების ოჯახმა, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ფული გადმოგვირიცხა. მათი სახელებიც კი არ ვიცი - თანხა გამოატანეს ნათესავს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. თქვა, რომ როდესაც, ემიგრანტებმა ჩვენი ამბავი ინტერნეტიდან შეიტყვეს, გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ ისე, რომ თავიანთი სახელები არ გაემხილათ... წმინდანები არიან...
- ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა სტატიას? იქნებ იყო მოსული ვინმე, იკითხეს, რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
ოლეგი: არა, არავინ არ მოსულა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ მთლად დაგვივიწყა, მაგრამ დიდად არც გვანებივრებენ. ერთხელ დაგვეხმარნენ ეტლით, საბასთვის - ბათუმის მერიამ თანხა გამოჰყო, რომლითაც ეტლი შევიძინეთ. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი დახმარებაა. საბას ახლა სეირნობა შეუძლია, გარეთ სწორედ ამ ეტლით გამყავს.
- ბატონო ოლეგ, მაპატიეთ, შესაძლოა მტკივნეულ თემას ვეხები, მაგრამ თუ შეიძლება, მაინც გკითხავთ - თქვენი მეუღლე არ შეგეხმიანათ, ან იქნებ დაგირეკათ მაინც?
ოლეგი: მე არა, მაგრამ მარიამს ესაუბრა, და იცის, რომ ახლა საკუთარ სახლში ვცხოვრობთ. სულაც არ ვუბრაზდები ნანას, რომ წავიდა, და შვილები მიატოვა... ვიცი, რომ ისინი უყვარს, მაგრამ თავად, ავადმყოფი და სუსტი ადამიანია... ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ სასწაულზე, რომელიც ჩვენს ოჯახს შეემთხვა, და არ მინდა, დავუბრუნდე სევდიან და მტკივნეულ თემას. მე მიყვარს ჩემი შვილების დედა და გულში ბოღმა არ ჩამიდია. ჯანმრთელი იყოს, და თუ კი შეძლებს, ბედნიერიც...
- კი ბატონო... მოდით, ისევ კარგს დავუბრუნდეთ. რას ნიშნავს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ოლეგი: სიტყვებით ამას ვერ ავღწერ. ალბათ იმ მადლიერებას, რომელსაც მე ვგრძნობ, ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს. ძალიან გვიჭირდა... მე ხომ, მუშაობას თითქმის ვერ ვახერხებ. საბას მუდმივად სჭირდება მოვლა. ერთხელ ვცადე, ღამით რომ მემუშავა, გამომეყენებინა ის დრო, ბავშვებს როდესაც სძინავთ, მაგრამ დიდხანს ვერ გავუძელი - უძილო ღამის შემდეგ, დღისით საბას ხელით ტარება, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთხელაც, საბა კინაღამ გამივარდა ხელიდან... ღამის სამსახურისთვის თავის დანებება მომიწია. ძიძა კი, თავადაც ხვდებით, ჩვენთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა.
ნაქირავები ბინები? უზარმაზარი ხარჯები, რომელსაც მთელი ჩვენი მიზერული შემოსავალი მიჰქონდა. ახლა კი, ეს ფული ბავშვებს ხმარდება, საბას მკურნალობასა და წამლებზე...
- იქნებ, თქვენი შვილის ნაცვლად, თქვენ გვიამბოთ მის ემოციებზე?
ოლეგი: ეს ყველაფერი, თქვენს ფონდში მიმართვა, ჩვენი ოჯახის შესახებ, სტატიის გამოქვეყნება - საბასთვის იყო გაკეთებული. ის უმწეოა, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა მე ვცდილობ, რომ მისი კუნთები არ მოდუნდეს, იღლიებში ხელამოდებული, ოთახში რომ გავატარო. მაგრამ, მაშინვე ზედ მეკიდება და მთხოვს, რომ ისევ დავსვა.
მასაც, რა თქმა უნდა, სიგიჟემდე უხარია და ბედნიერია, რომ ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და ეზო, ფართო ოთახები და სააბაზანო. ახარებს ხალხის ყურადღება, როდესაც ჩვენი ახალი მეგობრები გვირეკავენ, ან მოდიან მათ სწორედ საბასთან სურთ საუბარი, უბნებიან კეთილ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ საბა პასუხს გამართულად ვერ სცემს, მისი ღიმილი ყველაფრის მთქმელია. ნეტავ განახათ, რა ღიმილი აქვს! ყველაფერს ანათებს გარშემო! სწორედ ის არის ჩემი სიცოცხლის აზრი!
- და მარიამი რას ამბობს?
ოლეგი: ოოო... მარიამს ახლა, ცალკე, საკუთარი ოთახი აქვს. გოგოსთვის ხომ აუცილებელია, საკუთარი ოთახი რომ ჰქონდეს. ეს მისი სამყაროა, სადაც მას, ჩვენი შეშვება არ სურს. იქ მეცადინეობს, ხატავს, კითხულობს, ეს მისი პატარა სამყაროა. მეც ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგონა ბედნიერია.
- მარიამ, გვითხარი როგორ მოეწყვე?
მარიამი(14 წლის): გმადლობთ, ძალიან კარგად. საკუთარი ოთახი, არასდროს მქონია, ახლა კი - მაქვს, საკუთარი საწოლიც და სამეცადინო ადგილიც. აქ შემიძლია, ჩემი მეგობრები დავპატიჟო, ერთმანეთს ვესაუბროთ და საიდუმლოები გავანდოთ.
- საჩუქრებიდან, ყველაზე მეტად რა გაგიხარდა?
მარიამი(14 წლის): ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მამიკოს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, მე ერთადერთი მანდილოსანი ვარ ოჯახში და ეგ საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო. ახლა, მე და მამა, გადარჩენილები ვართ და ნიჟარაში ჩალაგებულ, გასარეცხ ჭურჭელზე დარდი აღარ გვიწევს.
ძალიან დიდი მადლობა, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის თქვენ, და ჩვენმა ახალმა მეგობრებმა გააკეთეთ, საჭმლისთვის, ტანსაცმლისთვისა და საჩუქრებისთვის... იმისთვის, რომ ამხელა ყურადღება დაგვითმეთ და უკეთესობისკენ შეცვალეთ ჩემი, მამას და საბას ცხოვრება.
- როგორ ფიქრობ, საბა რას მეტყოდა?
მარიამი(14 წლის): ზუსტად ვიცი, რომ ჩაგეხუტებოდათ, და გთხოვდათ, რომ ყველას უდიდესი მადლობა გადასცეთ! მისთვის იმის შესაძლებლობა, რომ იჯდეს ეზოში, და არა ოთხ კედელს შუა, ძალიან ბევრს ნიშნავს.
- შენ და საბას კიდევ რაიმე გჭირდებათ? ჩვენს მკითხველებს, შეუძლიათ კიდევ რამით რომ დაგეხმარონ?
მარიამი(14 წლის): თუ შეიძლება, მინდა კომპიუტერი გთხოვოთ. ვიცი, რომ ყველა ძალიან დაგვეხმარა და სწორედ მათი დამსახურებით შევძელით ამ სახლის გარემონტება. ამიტომაც, ძალიან მერიდება კიდევ რამე რომ გთხოვოთ. მაგრამ სკოლის პროგრამას ძალიან ჩამოვრჩი იმის გამო, რომ არ მაქვს კომპიუტერი ახლა ხომ გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩემს მეგობრებთან მიწევს წასვლა, გაკვეთილებს რომ დავესწრო და ვიმეცადინო.
- ვფიქრობ, შენი ეს სურვილი, შესმენილი იქნება და ასრულდება. ბატონო ოლეგ, თქვენ რას იტყვით, კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა თუ დაგრჩათ?
ოლეგი: ერთადერთი, რის თხოვნასაც გავბედავდი, არის საწოლი, საბასთვის. ერთ საწოლში გვძინავს და მისთვის, ეს ძალიან მოუხერხებელია.
სხვა ყველაფერს, უკვე თავადაც ვუმკლავდები. თქვენ მე, ამოსუნთქვის, საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრებისა და ქირის ფულის დაზოგვის შესაძლებლობა მომეცით. მაჩვენეთ გზა, რომელსაც შემიძლია, უკვე თავად რომ მივყვე. და რაც მთავარია! კიდევ, თქვენი დამსახურებით, ჩვენს ოჯახს უამრავი ახალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გვერდში ბოლომდე იქნებიან. მხოლოდ ერთს ვიტყვი:
ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა და თქვენმა ფონდმა, ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეთ!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს, ყველა თქვენი პრობლემა დაგავიწყდებათ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია!.. აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს, და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები ჯერ არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია, თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაინიძეების ოჯახი)
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 მარ 3 | პამპერსები | 193.5 | transferred |
2020 მარ 3 | ჭურჭლის სარეცხი მანქანა | 670 | transferred |
2020 მარ 3 | სამშენებლო მასალა | 1,293.68 | transferred |
2020 მარ 18 | გაზის გამათბობელი | 288.64 | transferred |
2020 აპრ 20 | პროდუქტები | 179.33 | transferred |
2020 აპრ 20 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 800 | paid |
2020 მაი 13 | პროდუქტები | 189.16 | transferred |
2020 მაი 21 | პროდუქტები | 69.56 | transferred |
2020 მაი 25 | პამპერსები | 209 | transferred |
2020 ივნ 5 | პროდუქტები | 142.88 | transferred |
სულ ხარჯი: 4,035.75 ₾
დარჩა 0.49 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 ივნ 5 | ტერმინალი | 3 | Transfer to account |
2020 ივნ 5 | ჯინჭარაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
2020 ივნ 3 | ჟორჟოლიანი ანანო | 2 | Transfer to account |
2020 მაი 30 | ჯუხარაშვილი სოფიო | 10 | Transfer to account |
2020 მაი 29 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
2020 მარ 9 | რომანაძე ზურაბ | 5 | Transfer to account |
2020 თებ 28 | ილია თათვიძე | 1 | Transfer to account |
2020 თებ 27 | ნანა ქრისტესიაშვილი | 5 | Transfer to account |
2020 თებ 27 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
2020 თებ 26 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2020 თებ 18 | ნიკა ჯოხაძე | 50 | Transfer to account |
2020 თებ 17 | ზაური დოგრაშვილი | 20 | Transfer to account |
2020 თებ 17 | მალხაზი | 1 | Transfer to account |
2020 თებ 13 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 თებ 12 | ანონიმი | 3 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 თებ 12 | მედეა ბაზიერიშვილი | 10 | Transfer to account |
2020 თებ 11 | გრატიაშვილი ნანა | 10 | Transfer to account |
2020 თებ 10 | ბეგალაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
2020 თებ 10 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2020 თებ 10 | ბლიაძე დიანა | 3 | Transfer to account |
2020 თებ 10 | ბერუჩაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
2020 თებ 10 | კვიტაშვილი ნიკოლოზი | 20 | Transfer to account |
2020 თებ 10 | ნინო მუმლაძე | 1 | Transfer to account |
2020 თებ 8 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 თებ 8 | ვაჟა ყორანაშვილი | 8 | Transfer to account |
2020 თებ 8 | ალექსანდრე თევდორაძე | 20 | Transfer to account |
2020 თებ 8 | დავით მახარაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 თებ 7 | ანონიმი | 1 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 თებ 7 | KAJAIA MIKHEIL | 10 | Transfer to account |
2020 თებ 7 | გიორგი კანკავა | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,036.24 ₾
დარჩა 0.49 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,190.78 ₾
დაეხმარა
502
|