დაუსრულებელი ტანჯვა...
2020 იანვარი 20
24 წლის თათიას ცხოვრება ბავშვობიდან დაუსრულებელი ტანჯვაა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,465 ₾
(
130 დონორი )
სულ პატარა იყო როცა მამამ მიატოვა და დედა ნერვიულობის ნიადაგზე ავად გაუხდა... თათია და მისი და გასაზრდელად ბებიამ წაიყვანა, მაგრამ იქაც არ უცხოვრიათ გოგონებს დალხენით. ძალიან უჭირდათ და ზოგჯერ პურის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდათ თურმე... ბებიაც მალე გარდაიცვალა და ორი ობოლი ბავშვთა სახლში წაიყვანეს...
თათია: არავის ვუსურვებ ასეთ ცხოვრებას... რაც მე გამოვიარე ნამდვილი ჯოჯოხეთია. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემ შვილებს ვერასდროს გავიმეტებ ბავშვთა სახლისთვის!
რომ გავიზარდეთ, მე და ჩემი და ბავშვთა სახლიდან გამოვედით. ხატიამ ოჯახი შექმნა. მე ხან მასთან ვცხოვრობდი ხან ცემს ნათლიის ოჯახში. მერე 18 წლისამ გადავწყვიტე, რომ აღარავინ შემეწუხებინა და ბებიის სახლში დავსახლდი. მარტო ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ სახლი საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო.
მართლაც, მიუხედავად სიდუხჭირისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, თათია ახერხებს, რომ ნახევრად დანგრეულ სახლში სისუფთავე შეინარჩუნოს და შვილები სუფთად და მოწესრიგებულად ჰყავდეს.
- რა მოხდა შემდეგ?
- შემდეგ, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ნამდვილი სიყვარული. ოჯახი შევქმენი. ისე მიხაროდა, მეგონა ყველა ჩემი უბედურება დასრულდა და მეც შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი. ჩემი და მეუღლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ტყუპებს ველოდი! დავფრინავდი ისე მიხაროდა! მეუღლე ხელის გულზე მატარებდა. არავის არ უზრუნია ჩემზე ისე? როგორც ის ზრუნავდა... მაგრამ თურმე ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ორსულობამ უპრობლემოდ ჩაიარა, და 12 აგვისტოს გავაჩინე გოგო და ბიჭი მარი და გიორგი... მარიამი ჯანმრთელი იყო, ხოლო გიორგის ხერხემლის თიაქარი ჰქონდა... ექიმებმა, არაფერი ეშველებაო, შეეგუეთო... ჩემი ქმარი ვერ შეეგუა. ძალიან მძიმე იყო ეს მისთვის... თავი მოიკლა...
წარმოუდგენელია, ერთი ადამიანისთვის ამდენი ტრაგედიის გადატანა... რამდენ რამეს გაუძლო ამ პატარა გოგომ... ამ ძლიერმა ადამიანმა!
თათია: ძლიერი რომ არ ვიყო არ შეიძლება! ჩემს შვილებს ვჭირდები. მე რამე რომ მომივიდეს, მათ ბავშვთა სახლში წაიყვანენ და ამას არ დავუშვებ. ჩემი შვილები ერთადერთი ახლობელი ადამიანები არიან ჩემთვის. მე მათ ვჭირდები - ისინი მე!
- თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
თათია: მარტოობა ძალიან ძნელია. როდესაც მარიამი საბავშვო ბაღში მიმყავს, გიორგის დატოვება მიხდება. მას კი ეშინია სახლში მარტო დარჩენა. მთხოვს, ვინმე მეზობელს დავუძახო რომ სახლში მარტო არ დარჩეს. ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა! 4 წლის. მეზობლები ძალიან მეხმარებიან, მაგრამ ყოველ დღე ხომ ვერ შევაწუხებ მათ? ტელევიზორიც არ მაქვს, რომ ჩავურთო სანამ სახლში არ ვარ, რომ თავი მარტოდ არ იგრძნოს.
- გიორგი ვერ გაგყავთ გარეთ?
თათია: სამწუხაროდ ვერა. ეტლი არ მაქვს და ხელში მისი ჭერა ძალიან მტკივნეულია მისთვის...
- ბავშვებს რას აჭმევთ?
თათია: რასაც ღმერთი მოგვცემს. პური, ფაფები, მაკარონი... მეზობლები რასაც მოგვაწოდებენ...
ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
თათია: ბავშვების ჯანმრთელობაზე... სხვა ვერაფერზე ვერც კი ვოცნებობ. მინდა ეს მძიმე პერიოდი გადავაგორო, მჯერა მერე ყველაფერი კარგად იქნება! უფალი არ მიგვატოვებს.
- გვითხარი, რომ არ გაქვს ეტლი ბავშვისთვის, ასევე ტელევიზორი. ამას აუცილებლად გაჩუქებთ. იქნებ კიდევ რამე სურვილი გაქვთ?
თათია: მართლა არ ვიცი რა სურვილები მაქვს. ბავშვობიდან ატროფირებული მაქვს ეს გრძნობა. არ შემიძლია რამეზე ვიოცნებო... მართლა. იქნებ შემიძლია კიდეც, მაგრამ ამისთვის არ მცალია... არ ვიცი. არ ვიცი როგორია, როცა ვინმე საჩუქარს გჩუქნის. აი ახალ წელს ბავშვებს ერთი კანფეტი ჰქონდათ... ორად გავყავით. ამითიც ბედნიერები იყვნენ. ასე ვარ მეც? ყველაფერი მახარებს. ვინმემ რომ დარეკოს და მკითხოს როგორ ვარ, ესეც ძალიან გამიხარდება. ყველაზე მეტად პამპერსი მჭირდება ბავშვისთვის, და პროდუქტები... პროდუქტი თუ მექნება, ალბათ მაცივარიც დამჭირდება. მაგრამ რადგან პროდუქტები არ მაქვს, მაცივარიც არ მჭირდება. ეტლი და ტელევიზორი, ბავშვებისთვის რამე გემრიელი. ჩემთვის მართლა არაფერი მინდა, მართლა.
-----------------------------------------------------
მეგობრებო, როგორც ხედავთ, თათიას და მისი პატარები დიდ გასაჭირში არიან. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, ეტლი და პამპერსი.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს, თათიას და ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. დაუკავშირდით მას და უთხარით, რომ ის მარტო არ არის, რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: მცხეთის რაიონი, სოფელი ქსანი, ტელ: 571 42 96 69
ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან!
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაკარაშვილების ოჯახი)
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო...
შეგროვებულია
7,090.37 ₾
დაეხმარა
450
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით...
შეგროვებულია
36,208.47 ₾
დაეხმარა
2,308
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა...
შეგროვებულია
12,235.68 ₾
დაეხმარა
942
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ...
შეგროვებულია
5,609.64 ₾
დაეხმარა
451
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და...
შეგროვებულია
20,433.4 ₾
დაეხმარა
1,463
|