“სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“სახლი, სადაც უბედურება ცხოვრობს!“

page info icon
2020 თებერვალი 6
ახლახანს ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დედა და ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ...ისინი მაშინღა გაახსენდათ...ნუთუ მსხვერპლია საჭირო, რათა გაგიგონონ?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,815 ₾
( 324 დონორი )
დასრულებულია

ხანძრის ან  წყალდიდობის შემთხვევაში, საეჭვოა აქ ვინმე გადარჩეს. აქ 6 ქართველი ცხოვრობს, რომელთა შორის ერთი მძიმე ავადმყოფი ბავშვია, მოხუცი ბაბუა, სამი პატარა შვილიშვილი, დედა და მამა. სამუშაო არ აქვთ, მხოლოდ ღმერთის იმედად არიან.
რომ არა დედის მიერ ორსულობაში გადატანილი ვირუსი ლიზი ჯანმრთელი გოგონა იქნებოდა. სად იყვნენ ექიმები...? და აი, საშინელი განაჩენი მოსიყვარულე დედა -ლეილასათვის და მისი შვილისთვის! ცერებრული დამბლა...
მესამე ქალიშვილის დაბადებას  გრიგლაშვილების ოჯახში მოუთმენლად ელოდნენ: დედა, მამა და უფროსი დები! „ის ჩვენი პრინცესა იქნება, ვეთამაშებით და ლექსებს ვასწავლით“- სიხარულით აღარ იყვნენ თამარი და თინიკო, ისე ეჩქარებოდათ თავიანთი დაიკოს დანახვა და მასთან ჩახუტება! მაგრამ, სამწუხაროდ,მოლოდინის დიდი სიხარული დიდმა მწუხარებამ და უბედურებამ  ჩაანაცვლა... პატარა ცერებრული დამბლის მძიმე ფორმით და თანდართული ეპილეფსიით დაიბადა.
- ლეილა, ორსულობისას იცოდით რომ ლიზა მძიმე დაავადებით გაჩნდებოდა?
ლეილა: ამ პერიოდში გრიპი მქონდა. განსაკუთრებული არაფერი, ორიოდ დღე მქონდა სიცხე...მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს, შესაძლოა პატარას ჯანმრთელობაზე ასახულიყო.
 -ზუსტად რომ გცოდნოდათ, რომ ასე მოხდებოდა, გადაწყვეტდით თუ არა ბავშვის გაჩენას?
ლეილა: რას ბრძანებთ, როგორიც არ უნდა იყოს,  ბავშვი ღვთის საჩუქარია! როგორ შეიძლება მასზე უარის თქმა? არ ვიცი, როგორ იღებენ ქალები ასეთ გადაწყვეტილებას... ბავშვის მოკვლას ვგულისხმობ - ეს ქრისტიანული არაა! მეტიც, ეს არაადამიანურია!
-ლიზაზე გვიამბეთ, ალბათ რთულია...
ლეილა: იმდენად რთული არაა, რამდენადაც მძიმეა მორალურად! ეს საშინელებაა - უყურო როგორ იტანჯება შენი შვილი და შენ კი დახმარების საშუალება არ გქონდეს. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამას! ღმერთმა ყველა დაიფაროს! 
...ლიზი უკვე 9 წლისაა, ის ვერ ხედავს, არ ესმის. როდესაც ტკივილები შეაწუხებს,  ყვირილს იწყებს, და ჩვენ, ხშირად არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ...
 -და როგორ შეიძლება მისი მდგომარეობის შემსუბუქება?
ლეილა: აი,  ახლავე მოგიყვებით, ეს ელემენტარული არითმეტიკაა! დიდი ჭკუა-გონება და უმაღლესი მათემატიკა არ სჭირდება! აი, ოჯახში ექვსნი ვართ. მე, ჩემი მეუღლე, რომელიც დილიდან საღამომდე სამუშაოს ძებნაშია, რათა კაპიკები იშოვოს...ჩვენი ბაბუა აკაკი- 82 წლის ინვალიდი და ჩვენი  გოგონები: 14 წლის თამარი, 11 წლის თინა და 9 წლის ლიზი. ვიღებთ შემწეობას 320 ლარის ოდენობით. ბაბუის პენსია  200 ლარია და ამას კიდევ ლიზის - ინვალიდობის 200 ლარი ემატება. 2 წლის წინ, როცა ლიზი ძალიან ცუდად გვყავდა, ჩვენ მისი მკურნალობისთვის საპენსიო კრედიტი გამოვიტანეთ 3 წლის ვადით. ახლა ბაბუის და ლიზის პენსიებიდან მხოლოდ 50-50 ლარს ვიღებთ...  320+50+50=420 ლარი! აი, მთელი ჩვენი შემოსავალი. ამას ემატება ასიოდ ლარი თვეში, რომელსაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს.ჯამში სულ რაღაც 520 ლარი 6 ადამიანისთვის თვეში!
წამლებს, რომელსაც ლიზი ყოველდღე მოიხმარს, თვეში 400 ლარამდე ჯდება, ამას დაუმატეთ პამპერსები და ნახეთ, საკვებისათვის მხოლოდ 100 ლარი დარჩება! ვინმე თუ მასწავლის 100 ლარით როგორ გამოვკვებო ოჯახი,  ბედნიერი ვიქნები!
-ლეილა, ჩემი აზრით, ეს  - უბრალოდ წარმოუდგენელია!
ლეილა: ო, რას ბრძანებთ! ჩვენი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ეს ძალიანაც შესაძლებელია! ბოროტი არ ვარ, მაგრამ ვუსურვებდი მათ, თუნდაც ერთი კვირა ჩემს ტყავში გაეტარებინათ...ჩემს უფროს შვილებს ბევრჯერ უარიც კი უთქვამთ საჭმელზე, რათა ლიზის წამალი არ მოკლებოდა...რამდენი რამის მოთმენა და გადატანა უხდებათ მათ!  ხანდახან ლიზიზე მეტად თამარი და თინიკო მებრალება...ლიზის არაფერი ესმის, მისთვის მთავარია მშრალად იყოს და დროულად მიიღოს საკვები!  თამარს და თინას კი რა პასუხი უნდა გავცე? ისინი,აგერ უკვე 9 წელიწადია, ყველაფერს მოკლებულნი, დასთან ერთად იტანჯებიან! მათ ბავშვობა არა აქვთ...
 -ლეილა, როგორ ფიქრობთ, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია რითიმე გავულამაზოთ გოგონებს ყოველდღიურობა? მესმის, რომ ლიზისთვის წამლები, საკვები და პამპერსი გჭირდებათ, მაგრამ იქნებ გოგონებმა რაიმე საკუთარი თავისთვისაც მოისურვონ?
ლეილა: ისინი ძალიან მოკრძალებულები არიან...არ მგონია რაიმე გითხრან...სცადეთ...
-გოგონებო, აბა გვითხარით, ყველაზე უფრო რა გაგახარებთ? რაზე ოცნებობთ?
თამარი: არ ვიცი, ლიზა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორ ველოდით მის გაჩენას. ის კი, ისეთი საწყალია, ერთი დღეც არ ჩაივლის ისე, რომ არ გაწვალდეს, რა დროს ჩვენი სურვილებია, როდესაც ის ასე ტირის...
თინიკო: მოდით მე ვიტყვი, თამარს, სამეცადინოდ, კომპიუტერი სჭირდება.  გაკვეთილის მოსამზადებლად ხან ერთ მეზობელთან დარბის, ხან მეორესთან, არა და ის- სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. იცით რა ჭკვიანია? მეც მინდა მას ვგავდე!  თამარს ხშირად სკოლის გაცდენა უწევს, რათა დედას დაეხმაროს და ლიზასთან დარჩეს. 
- გმადლობ, თინიკო, დაიკოზე შენს ასეთ მზრუნველობას აუცილებლად გავითვალისწინებთ, და შენ თავად რა გჭირდება?
თინიკო: არაფერი...არაფერი...არ ვიცი...აი, ლიზა იტყოდა ჩემს ნაცვლად, ლაპარაკი რომ შეეძლოს...საწყალი. 
-ლეილა, ვინმე თუ გეხმარებათ?  როგორ ახერხებთ ყოველივე ამასთან გამკლავებას?
ლეილა: ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვართ, ღვთის რწმენა გვშველის. ჩვენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი ვართ...ეს წმინდანი ჩვენი ოჯახის მფარველია. ჩვენი მოძღვარი, მამა თედორე ზრუნავს ჩვენზე. ხან პურს მოგვაწოდებს, ხან ფქვილს...აი, ასე ვუძლებთ...
-არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში იმყოფებით!
ლეილა: დიახ, ეს ხის სახლი ჩვენი წინაპრების დროინდელია.  ახლახანს ბაღდათში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დედა და ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ...ისინი მაშინღა გაახსენდათ...ნუთუ მსხვერპლია საჭირო, რათა გაგიგონონ? ნუთუ უნდა მოკვდე, იმისათვის რომ შენზე იზრუნონ?  თუ ასეა, მე მზად ვარ მოვკვდე ჩემი შვილებისათვის! ყველაფრისთვის მზად ვარ! დამეხმარეთ!
აი, ასეა, მეგობრებო, ხალხი შიმშილობს, ჩვენს ჩინოვნიკებს კი ეს არ სჯერათ. ვიღაცისათვის 100 ლარი ხურდაა, ვიღაცისთვის მთელი თვის საარსებო თანხა! გვიწევს კიდევ ერთხელ „ამოვიძახოთ“- სისტემა კლავს! ყველას!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას გრიგოლაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება.
ამ ოჯახის უყურადღებოდ მიტოვება დანაშაულია, დანაშაული პირველ ყოვლისა უფლის წინაშე, სინდისის წინაშე! დავეხმაროთ ახლავე, ხვალ შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს!
 ოჯახს აქვს მედიკამენტების, საკვების, ჰიგიენის საშუალებების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწვავე საჭიროება. დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“  ისინი თქვენი ახლობლების სიაში და ჩვენ გვჯერა, უფლისგან კურთხეულნი იქნებით.
და კიდევ -დაურეკეთ ლეილას, გამოკითხეთ მისი საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ, გადაეცით, რომ  მარტო როდია, რომ ჩვენ, მას და მის შვილებს, გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალზედ მნიშვნელოვანია!
შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი, გაუგზავნოთ ამანათი, ღმერთი დაგლოცავთ და  გაგაძლიერებთ!
აი, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი :598 60 84 მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი სანებელი.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ვერაფერს შევძლებდით, ღმერთი რომ არ  გვაძლევდეს უნარს, ვიზრუნოთ სხვა ადამიანებზე! ყველა ხომ ერთნაირი არ არის და ყველას ხომ არ შეუძლია სიკეთის კეთება ისე, როგორც, მაგალითად თქვენ, ან ჩვენ.
ნუ ჩაუვლით გვერდს გულგრილად  სხვის უბედურებას! გაჭირვებული ადამიანი  მოვლენილია ზემოდან, რათა ჩვენ შევძლოთ და დავამტკიცოთ უფლისადმი რწმენა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით!
მეგობრებო, კიდევ ერთი სათხოვარი გვაქვს, თუ თქვენთვის ცნობილია თქვენს სამეზობლოში ან თქვენს სანაცნობო წრეში გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შესახებ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ  ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გრიგალაშვილების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებიდან:  Nova Technology,  TBCpay და  ExpressPay.   განყოფილებაში „ქველმოქმედება“ მოიძიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე  https://goo.gl/GY2Gus).
მეგობრებო, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ისტორიამ ნორმალურ ადამიანში თანაგრძნობა არ აღძრას, ბევრ თქვენგანს  შეიძლება გულიც მოუკლას. ეს ხომ ის სევდიანი ისტორია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე მეტად უჭირთ, ჩვენზე უფრო სუსტები არიან და ნებისმიერი სახის დახმარება, ნებისმიერი მხარდაჭერა მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მსგავსი პროექტები: