როდესაც ბავშვის ტკივილი გაუსაძლისი ხდება... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც ბავშვის ტკივილი გაუსაძლისი ხდება...

page info icon
2020 თებერვალი 18
ცხოვრების განმავლობაში, პატარა სანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ხოლო როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება ის ტირის...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,859 ₾
( 517 დონორი )
დასრულებულია
სანდრო დაუნის სინდრომით დაიბადა. ბოროტი ენები ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ და ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა შეეძლოთ, რომ სანდრო უამრავ პრობლემას მოუტანდა. ეუბნებოდნენ, რომ მეუღლე მიატოვებს, ნათესავები ზურგს შეაქცევდნენ, მეზობლები ვერ გაუგებდნენ... მაგრამ უმწეო ჩვილის, საკუთარი სისხლის და ხორცის, მიტოვება, მშობლებს აზრადაც არ მოსვლიათ! სანდროს ფსორიაზიც აქვს, კანი წყლულებით იფარება და ნებისმიერი შეხება ტკივილსა და ტანჯვას აყენებს.
სიღატაკეში ბავშვის აღზრდა ძალიან ძნელია. ხოლო თუ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ცხოვრება  ჯოჯოხეთს ემსგავსება!
- დარეჯან, მშობიარობამდე იცოდით, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადებოდა?
დარეჯანი: არა, მე და ჩემი მეუღლე სრულიად ჯანმრთელ ბავშვს ველოდებოდით. მაგრამ უფალმა თავისი ანგელოზი გამოგვიგზავნა. ცოდვას ვერ დავიდებ და არ მოგატყუებთ, ეს ჩემთვის იყო შოკი! მძიმე მშობიარობა მქონდა და ექიმები ბავშვს ორი დღე არ მანახებდნენ. შემდეგ ვთხოვე, მოეყვანათ სანდრო. როცა დავინახე, ტირილი დავიწყე... მაგრამ როგორც კი გულში ჩავიკარი, დავმშვიდდი. მე ჩემი სანდრო არ მიმიტოვებია, და ერთ წელიწადში ძმაც გავუჩინე.
- გიორგიზე მოგვიყევით, როგორ აღიქვამს ძმის მდგომარეობას?
დარეჯანი: ახლა გიორგი 10 წლისაა. ტყუპებივით გაიზარდნენ! ის უკვე მეოთხე კლასშია  და მეხმარება უფროსი ძამიკოს მოვლაში. სიგიჟემდე უყვარს სანდრო. სკოლის მერე, მეცადინეობას რომ მორჩება, იმის მაგივრად, რომ სათამაშოდ ან მულტფილმების საყურებლად გაიქცეს, საათობით ზის და თავის ძმას ზღაპრებს უკითხავს, ეხუტება! გიორგი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ უფრას ძმასთან თამაში შეეძლოს. ბურთიც კი აჩუქა, იმის იმედით , რომ როდესმე ფეხბურთის თამაშს შეძლებენ ერთად!
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
დარეჯანი: ბესიკი არაჩვეულებრივი მამაა. უსაქმოდ არსდროს არ ზის! მძიმე ფიზიკური შრომა უწევს ოჯახის სარჩენად. სამწუხაროდ ჩვენი სოფელი ძალიან პატარაა, ყველას გაჭირვებაში ცხოვრობს. სამსახური არ არის! ჩვენი დიდი ხნით მიტოვება და სამუშაოდ სხვა ქალაქში წასვლაც არ შეუძლია. ჩვენ ხომ ერთმანეთს ძალას ვმატებთ! ვერც კი წარმოვიდგენ, მის გარეშე რა გვეშველება. 
- მასზე ისეთი სიყვარულით საუბრობთ, თითქოს ახალდაქორწინებულები იყოთ...
დარეჯანი: ნუ იტყვით! ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! ნათესავის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი, აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე დღეს ვიყავით დაბადებულები! 1982 წლის 14 ნოემბერს! ეს ბედი იყო ნამდვილად, ბესიკიმ თქვა, რომ თავისი ტყუპისცალი იპოვა, ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმის და რომ არასდროს გამიშვებდა. ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება.
- ბავშვების აღზრდაში თუ გეხმარებათ?
დარეჯანი: მარტო თავს ნამდვილად ვერ გავართმევდი. ჩვენი მშობლები, სანამ შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. ახლა კი თავადაც დახმარება სჭირდებათ.
- შეიძლება რამდენიმე შეკითხვა გიორგისაც დავუსვა? რაზე ოცნებობ პატარავ?
გიორგი: ფეხბურთის თამაში მინდა ჩემს ძმასთან ერთად! იცით რა საყვარელია? როდესაც არაფერი სტკივა, უფლებას მაძლევს, რომ ჩავეხუტო. ხანდახან კი ტკივილისგან ისე ხმამაღლა ტირის, რომ ძალიან მეშინია...
- ძმის ჯანმრთელობის გარდა, კიდევ რამეზე ოცნებობ?
გიორგი: კი... დედა, შეიძლება ვუთხრა, რომ კომპიუტერი მინდა? თუ ჯობია, რომ შენთვის სარეცხი მანქანა ვთხოვოთ?
- შეგიძლია აღარაფერი თქვა გიორგი! მივხვდით, რომ უზომოდ კეთილი ბიჭი ხარ! იცოდე, რომ უფალი ხედავს ყველაფერს და ის აუცილებლად აგისრულებს ოცნებას!
გიორგი: ვიცი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ღმერთი და დედა ყოველთვის მარიგებს, რომ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ!
-დარეჯან, მიმართეთ ჩვენს მკითხველებს, გვითხარით, რა გჭირდებათ?
დარეჯანი: ზუსტად ვიცი, რომ თქვენთან უფალმა მომიყვანა, ან თქვენ მოგიყვანათ ჩემთან! გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, არასდროს მოგმართავდით თხოვნით. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი და მალამო სანდროსთვის. ასევე საწოლის თხოვნაც მინდოდა ბავშვებისთვის. ძველი გატყდა. სახლში არაფერი გვაქვს... მერიდება, ყველაფერს ხომ არ გთხოვთ... იმისთვისაც მადლობა, რომ მოხვედით, მოგვისმინეთ და იმედი მოგვეცით... ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
-------------------------------------------
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გრიგოლიების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში!
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge. 
ოჯახს ესაჭიროება პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი... დაურეკეთ დარეჯანს, ის გულს გადაგიშლით და მოგიყვებათ თავისი პრობლემების შესახებ. ის თქვენგან თანადგომას ელოდება! ტელ: 599 21 02 92
ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ იგი მის: სამტრედიის რაიონი, სოფელი საჯავახო.
ფონდის ანგარიშებია: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გრიგოლიების ოჯახი). 
თანხის გადარიცხა ასევე შესაძლებელია ჩვენი საიტიდან: 
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology, TBCpay, ExpressPay. 
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩერნოვეცკის ფონდი.
(ფონდის დამატებით უფლებებს და ვალდებულებებსა შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ხელი გავუმართოთ ამ ოჯახსაც!
მეგობრებო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის შევიძინოთ: სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი და საწოლი. ოჯახს ნამდვილად ესაჭიროება საკვები პროდუქტი, ძვირადღირებული წამლები და კიდევ ძალიან ბევრი რამ. სოფელში კი, მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ცხოვრება. დავწერეთ ის, რასაც ნამდვილად მივუტანთ, რათა თქვენ აღარ შეწუხდეთ და აღარ იყიდოთ. ძალიან კარგი ოჯახია. დაე იცხოვრონ ადამიანურად! ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!

მსგავსი პროექტები: